მაკა ჯოხაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯოხაძე, მაკა)
მაკა ჯოხაძე
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1948(1948-04-10)[1] (75 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი, დრამატურგი და ჟურნალისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus მარადიული ბალაგანი
ჯილდოები საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია და პრემია „საგურამო“

მაკა ჯოხაძე (დ. 10 აპრილი, 1948, თბილისი) — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კინოსცენარისტი და დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკა ჯოხაძე დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1971) და მეორე მუსიკალური სასწავლებელი. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

1969 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა და მას შემდეგ იბეჭდება საქართველოში, რუსეთში და საზღვარგარეთის ქვეყნებში.

1986 წელს, ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით, იმყოფებოდა ინდოეთში, რაბინდრანათ თაგორის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. იქ გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ითარგმნა და დაიბეჭდა ბენგალურ ენაზე.

1987 წელს მიენიჭა საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია პუბლიცისტური წერილებისათვის „მშფოთვარე ძილის ხეობებში“.

1989 წელს მაკა ჯოხაძე მიწვეული იყო პარიზში, ჟორჟ პომპიდუს სახელობის ცენტრის მიერ მოწყობილ მსოფლიოს მწერალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამოთხე უსიყვარულოდ: [წერილები და ესეები] – თბ. : ინტელექტი, 2010
  • მზერის გადანაცვლება :. — თბ. : მერანი, 1988. — 271გვ. ; 21 სმ, 5000ც.
  • ჩემი დავით კლდიაშვილი. — თბ. : გულანი, 1995 (ს/ს „პირველი სტამბა“). — 168გვ. ; 16 სმ.
  • მარადიული ბალაგანი : [რომანი] / [რედ.: ლია შერვაშიძე ; მხატვ.: ჯემალ ზენაიშვილი]. — თბ. : მერანი, 1997 („მერანი“-ს სტ.). — 184გვ. ; 20 სმ. — (თანამედროვე ქართული პროზა).
  • გურამ-გურამ : [მოთხრობები]. — თბ. : მერანი, 1976. — 137გვ. ; 16 სმ, 5000ც.
  • შეხვედრა : [მოთხრობა]. — თბ. : ნაკადული, 1985. — 159გვ. ; 20 სმ. 10000ც.
  • გადარჩენილი პეიზაჟი : [მოთხრობები]. — თბ. : მერანი, 1984. — 175გვ. ; 16 სმ, 20000ც.

პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ორი ცხოვრება“ (1986)
  • „პერსონალური გამოფენა“
  • „სასოწარკვეთილთა თეატრი“

სცენარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://geocinema.ge//ka/persons/7312
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-05-24.
  3. „ილიაობა“ საგურამოში // „ლიტერატურული გაზეთი“, თბ., 12–25 ნოემბერი, 2010, № 38, გვ. 14.