შინაარსზე გადასვლა

ჯორჯ V-ის ნაპირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ V-ის ნაპირი — ანტარქტიდა
ჯორჯ V-ის ნაპირი
ჯორჯ V-ის ნაპირი
ჯორჯ V-ის ნაპირი ანტარქტიდის რუკაზე.

ჯორჯ V-ის ნაპირი (ინგლ. George V Coast) — ვიქტორიას მიწის სანაპიროს ნაწილი (აღმოსავლეთი ანტარქტიდა) ა. გ. 142° და 155° შორის. წარმოადგენს გამომყვანი (ნინისის, მერცის) და შელფური (კუკის) მყინვარების მონაცვლეობას უშუალოდ ზღვისკენ გამოსული კონტინენტური მყინვარული ფარის კიდის მონაკვეთებით. აღმოჩენილია ავსტრალიური ექსპედიციის მიერ დაგლას მოუსონის ხელმძღვანელობით 1912–1913 წლებში. სახელი ეწოდა ინგლისის მეფის, ჯორჯ V-ის პატივსაცემად.