ჯორჯ ფორმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯორჯ ფორმენი

ჯორჯ ედვარდ ფორმენი (ინგლ. George Edward Foreman; დ. 10 იანვარი, 1949)[1][2]ამერიკელი მოკრივე, მეწარმე, მღვდელი და მწერალი. კრივში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში, ზედმეტსახელად „დიდი ჯორჯი“, ასპარეზობდა 1969-1997 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მძიმე ბავშვობის შემდეგ, ფორმენი გახდა მოყვარული მოკრივე და მოიგო ოქროს მედალი 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მომდევნო წელს იგი გახდა პროფესიონალი მოკრივე, სადაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, მას შემდეგ, რაც 1973 წელს, იმ დროისთვის დაუმარცხებელი ჯო ფრეიზიერი დაამარცხა ნოკაუტით. ჩემპიონის ქამრის დაცვა მოახერხა ორჯერ, სანამ პირველი მარცხი არ იწვნია მუჰამედ ალის წინააღმდეგ. კიდევ ერთი წარუმატებელი სატიტულო ბრძოლის შემდეგ, 1977 წელს, ფორმენმა მოკრივის კარიერა დაასრულა.

ფორმენი 1974 წელს, ალისთან ბრძოლის მოსამზადებელ პროცესში

მოკრივის კარიერის დასრულების შემდეგ ფორმენი გახდა ქრისტიანი მღვდელი. ათი წლის შემდეგ მან განაცხადა კრივში დაბრუნების შესახებ. 1994 წელს, 45 წლის ასაკში ნოკაუტით დაამარცხა 26 წლის მძიმეწონოსანი ჩემპიონი მაიკლ მურერი და მოიპოვა ერთდორულად სამი საჩემპიონო ქამარი. საჩემპიონო ქამარს ფლობდა ერთი წლის განმავლობაში, რითაც გახდა ყველაზე მხცოვანი მძიმეწონოსანი მსოფლიო ჩემპიონი კრივში.[3] კარიერა დაასრულა 1997 წელს, 48 წლის ასაკში. პროფესიონალურ კრივში მისი მაჩვენებელია 76 გამარჯვება (68 ნოკაუტი) და 5 მარცხი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Porter, David L. (1995). African-American Sports Greats: A Biographical Dictionary. ABC-CLIO, გვ. 94. ISBN 978-0-313-28987-3. 
  2. Amateur Accomplishments.. BoxRec.com. ციტირების თარიღი: 2011-04-20
  3. Professional boxing record: George Foreman. ციტირების თარიღი: 14 March 2020