ჯორჯ ფილიპს ბონდი
| ჯორჯ ფილიპს ბონდი | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 20 მაისი, 1825[1] [2] |
| დაბ. ადგილი | Dorchester ან Dorchester[2] |
| გარდ. თარიღი | 17 თებერვალი, 1865[1] [2] (39 წლის) |
| გარდ. ადგილი | კემბრიჯი[3] |
| მოქალაქეობა | აშშ |
| საქმიანობა | ასტრონომი და map maker[2] |
| მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი |
| მამა | William Cranch Bond |
| ნათესავ(ებ)ი | Sarah H. Bond |
| ჯილდოები | ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი |
| ხელმოწერა |
|
ჯორჯ ფილიპს ბონდი (ინგლ. George Phillips Bond; დ. 20 მაისი, 1825, დორჩესტერი, მასაჩუსეტსი — გ. 17 თებერვალი, 1865, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) — ამერიკელი ასტრონომი. იგი იყო ამერიკელი ასტრონომის, უილიამ კრანჩ ბონდის ვაჟი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1845 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში და შემდეგ მამამისის ასისტენტი გახდა ობსერვატორიაში. 1859-1865 წლებში, გარდაცვალებამდე იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის ობსერვატორიის დირექტორი. მისი ბიძაშვილი, ედვარდ სინგლტონ ჰოლდენი, ლიკის ობსერვატორიის პირველი დირექტორი იყო.
1848 წელს, მამასთან ერთად, მან აღმოაჩინა სატურნის თანამგზავრი ჰიპერიონი. ის იყო ფოტოგრაფიული ფოტომეტრიის ფუძემდებელი. მან, მისმა მამამ და მასაჩუსეტსის ზოგადი საავადმყოფოს ფოტოგრაფმა ჯონ ადამს უიპლმა გადაიღეს ვარსკვლავის პირველი ფოტო. 1850 წლის 16-17 ივლისის ღამეს გადაიღეს ვეგას დაგეროტიპი. ბონდმა ასევე აღმოაჩინა მრავალი კომეტა და გამოთვალა მათი ორბიტები. მან შეისწავლა პლანეტა სატურნი და ორიონის ნისლეული. 1865 წელს ბონდს მიენიჭა სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ოქროს მედალი.
1865 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა ტუბერკულოზით.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1913 წელს აღმოჩენილ ასტეროიდ (767) ბონდიას, სახელი ჯორჯ და უილიამ ბონდების გვარის მიხედვით დაერქვა.
- მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დააქრვეს ჯ. ბონდი.
პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Zone catalogue of 4484 stars situated between 0 deg 20' and 0 deg 40' north declination observed during the years 1854-55. Annals of Harvard College Observatory 2 (1857) 2-2257
- Photographical Experiments on the Positions of Stars. Monthly Notices of the Royal Astronomical Society 17 (1857) 230.
- Observations of Comets and Planets made at the Observatory of Harward College Cambridge U. S. Astronomische Nachrichten 51 (1859) 273.
- On the relative brightness of the sun and moon, 1861.
- On the Spiral Structure of the Great Nebula of Orion. Monthly Notices of the Royal Astronomical Society 21 (1861) 203—207.
- On the results of Photometric experiments upon the light of the moon and of the planet Jupiter. (1861)
- Observations upon the Great Nebula of Orion. Annals of the Harvard College Observatory 5 (1867) 1-22.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Колчинский И.Г., Корсунь А.А., Родригес М.Г. Астрономы: Биографический справочник. — 2-е изд., перераб. и доп. — Киев: Наукова думка, 1986. — 512 с.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://web.archive.org/web/20091007023642/http://www.seds.org/messier/xtra/Bios/gpbond.html (неверные даты рождения и смерти)
- MNRAS 9 (1848) 1: Открытие нового спутника Сатурна
- Presentation of RAS gold medal
- Brief obituary notice
- Бонды: Пионеры американской астрономии
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Geographicus Rare Antique Maps biographical dictionary of cartographers
- ↑ Бонд Джордж Филлипс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.