ჯორჯ პატაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ პატაკი

ჯორჯ ელმერ პატაკი (ინგლ. George Elmer Pataki; დ. 24 ივნისი, 1945) — ამერიკელი პოლიტიკოსი და იურისტი, ნიუ-იორკის შტატის 53-ე გუბერნატორი 1995–2006 წლებში. თავდაპირველად, იარჩიეს ქალაქ პისკილის მერად, შემდეგ – შტატის ასამბლეისა და სენატის წევრი. 1994 წლის არჩევნებში დაამარცხა მარიო კუომო სამი პროცენტის სხვაობით; ამ არჩევნებში მისი გამარჯვება მიჩნეულია 1994 წლის „რესპუბლიკური რევოლუციის“ ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად. 2019 წლისთვის, არის ბოლო რესპუბლიკელი, რომელსაც მთელი ნიუ-იორკის შტატში რაიმე თანამდებობა ეკავა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]