შინაარსზე გადასვლა

ჯორჯ ტუგუდ სმითი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯორჯ თუგუდ სმიტი)
ჯონ ლენონი და ბიძამისი ჯორჯ სმითი

ჯორჯ თუგუდ სმითი (1903 - 5 ივნისი 1955) იყო ჯონ ლენონის ბიძა დედის, ჯულიას მხრიდან (ჯულიას დის, მიმის ქმარი). ის თავის ძმა ფრენკთან ერთად ჩართული იყო ოჯახურ ბიზნესში და მუშაობდა ორი რძის ფერმასა და საცალო ვაჭრობის ობიექტში ვულტონში. ამ ფერმაში სმიტების საგვარეულოს ოთხმა თაობამ გამოიარა და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდგომ გადავიდა ის ბრიტანეთის მთავრობის დაქვემდებარებაში.

ჯორჯ სმითს ყოველდღე დაჰქონდა რძე იმ საავადმყოფოში, სადაც მიმი მუშაობდა. 1932 წლის გაზაფხულზე მას მიმისადმი სიყვარული გაუჩნდა, მაგრამ მიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ და სასიმამროს ჩარევამ საქმე გააფიჭა. ხანგრძლივი და უშედეგო ფლირტის შემდეგ საბოლოოდ ჯორჯს მობეზრდა ამგვარ ვითარებაში ყოფნა და ერთხელაც, როდესაც ის ჩვეულებისამებრ რძის მისატანად მივიდა საავადმყოფოში, მიმის მკაცრად წაუყენა ულტიმატუმი, რომ ის ან გაჰყვებოდა მას ცოლად ან საერთოდ აღარაფერი. 1939 წლის 15 სექტემბერს ჯორჯმა და მიმიმ საბოლოოდ იქორწინეს. მათ შეიძინეს მენდიპსის სახელით ცნობილი სახლი ლივერპულში მენლავ ავენიუს 251 ნომერში. შვილები მათ არ ჰყოლიათ და ამიტომ მათ დიდი სიხარულით მიიღეს თავიანთ სახლში ჯულიას მიერ აღსაზრდელად მიბარებული 5 წლის ჯონ ლენონი.

ამ სახლში ლენონმა თავისი ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა. ჯორჯი ასწავლიდა პატარა ლენონს წერა-კითხვას და უკითხავდა ლექსებს. მანვე ასწავლა ლენონს კროსვორდების ამოხსნა და ხატვა, ხოლო ცოტა რომ წამოიზარდა უყიდა პირის გარმონი. ჯორჯ სმითი 1955 წლის 5 ივნისს, კვირადღეს, 52 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა ღვიძლის დაავადებით. დაკრძალულია ვულტონში, წმ. პეტრეს ტაძრის სასაფლაოზე.