ჯორჯ ბანკროფტი
იერსახე
| ჯორჯ ბანკროფტი | |
|---|---|
| ინგლ. George Bancroft | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 3 ოქტომბერი, 1800[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
| დაბადების ადგილი | Worcester[8] [6] |
| გარდაცვალების თარიღი | 17 იანვარი, 1891[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (90 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ვაშინგტონი[9] [6] |
| მოქალაქეობა | აშშ |
| განათლება | ჰარვარდის უნივერსიტეტი, გიოტინგენის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ფილიპსის ექსეტერის აკადემია და ჰარვარდის კოლეჯი |
| სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
| მამა | Aaron Bancroft |
| დედა | Lucretia Bancroft (Chandler) |
| მეუღლე/ები | Elizabeth Davis Bancroft |
| ჯილდოები | ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი |
|
| |
ჯორჯ ბანკროფტი (ინგლ. George Bancroft; დ. 3 ოქტომბერი, 1800, ვუსტერი, მასაჩუსეტსის შტატი — გ. 17 იანვარი, 1891, ვაშინგტონი) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, ისტორიკოსი. ისტორიოგრაფიაში რომანტიკული მიმართულების წარმომადგენელი. 1845-1846 წლებში საზღვაო მინისტრი. მონაწილეობდა მექსიკის წინააღმდეგ აშშ-ის დაპყრობითი ომის (1846-1848) მომზადებაში. 1846-1849 წლებში დესპანი იყო ლონდონში, 1867-1874 წლებში ბერლინში. 1834-1874 წლებში გამოაქვეყნა ნაშრომი — „შეერთებული შტატების ისტორია“ (10 ტ.). ბანკროფტი ერთ-ერთი ფუძემდებელია ე. წ. ადრეული სკოლისა, რომელსაც წამყვანი ადგილი ეკავა XIX საუკუნის I ნახევარში ამერიკის ისტორიოგრაფიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 194.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Банкрофт, Джордж // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. III. — С. 6–7.
- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 3 4 www.accademiadellescienze.it
- 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118656996 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Банкрофт Джордж // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.