ჯორდან დევისი (კალათბურთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორდან დევისი
№ 42 – ბაქსი მანრესა
გამთამაშებელი/მსროლელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 6 ივნისი, 1997 (1997-06-06) (26 წლის)
ლას-ვეგასი, ნევადა
ეროვნება აზერბაიჯანელი/ამერიკელი
უმაღლესი სკოლა კანიონ სპრინგსის უმაღლესი სკოლა
(ჩრ. ლას ვეგასი, ნევადა)
სიმაღლე 188 სმ
წონა 84 კგ
კარიერა
კოლეჯი ჩრდილოეთ კოლორადო (2015-2019)
NBA-ის დრაფტი 2019 / Undrafted
პროფესიონალური კარიერა 2019–დღემდე
კარიერის ისტორია
2019-დღემდე ბაქსი მანრესა

ჯორდან დიანჯელო დევისი (ინგლ. Jordan Deangelo Davis; დ. 6 ივნისი, 1997, ლას-ვეგასი, ნევადაამერიკელი/აზერბაიჯანელი პროფესიონალი კალათბურთელი, რომელიც ამჟამად ბაქსი მანრესას სახელით ლიგა ACB-სა და კალათბურთის ჩემპიონთა ლიგაში (BCL) თამაშობს. იგი კოლეჯის კალათბურთს ჩრდილოეთ კოლორადოს უნივერსიტეტში თამაშობდა; აქ იგი „BIG SKY კონფერენციის“ 2019 წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

კარიერა კოლეჯში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ლავ-ვეგასში (ნევადაში) კანიონ სპრინგსის უმაღლესი სკოლის დასრულების შემდეგ, ჯორდან დევისი კოლეჯის კალათბურთის სათამაშოდ ჩრდილოეთ კოლორადოში ჩაირიცხა.[1] თავის პირველ სეზონში საშუალოდ, 3.6 მოხსნასა და 2.1 შედეგიან გადაცემას აკეთებდა; ამ შედეგით იგი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. შემდეგი ორი სეზონის განმავლობაში დევისი BIG SKY კონფერენციის მესამე გუნდში მოხვდა. 2018 წლის სეზონში დევისმა და მისმა გუნდმა ამავე წლის „CollegeInsider.com“-ის წინასასეზონო ტურნირი მოიგეს.[2] ამ სეზონის შემდეგ, დევისმა აგენტის გარეშე საკუთარი თავი 2018 წლის NBA-ის დრაფტ კლასზე წარადგინა, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა და სათამაშოდ კვლავ ჩრდილოეთ კოლორადოში დაბრუნდა.[3]

დევისმა 2019 წლის სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მან სამხრეთ იუტას წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, კარიერის საუკეთესო მაჩვენებელის, 36 ქულის აღების შედეგად, საკოლეჯო კარიერაში 2000-იან (ქულებში) ნიშნულს მიაღწია.[4] ამავე სეოზონში იგი გახდა გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.[5] სეზონში დევისმა საშუალოდ 23,4 ქულა, 4.7 მოხსნა და 4.7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და კარიერა 2270 ქულით დაასრულა. წლის ბოლოს იგი „BIG SKY კონფერენციის“ პირველ გუნდში აირჩიეს, აგრეთვე დასახელდა ამავე ტურნირის წლის საუკეთესო მოთამაშედ.[6][7]

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის დრაფტ კლასზე არარჩევის შემდეგ, დევისი დენვერ ნაგეტსს შეუერთდა და გუნდთან ერთად 2019 წლის NBA-ის ზაფხულის ლიგაზე თამაშობდა.[8] 2019 წლის 15 ივლისს მან კონტრაქტი ბაქსი მანრესასთან გააფორმა.[9]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს, ჯორდან დევისს აზერბაიჯანის საკალათბურთო ეროვნული ნაკრების წარმომადგენლები შეხვდნენ; მათ 2017 წლის ფიბას 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კომბო-გუარდი ჭირდებოდათ. მან აზერბაიჯანის პასპორტი აიღო და გუნდს ტურნირისთვის შეუერთდა. იგი B დივიზიონში თამაშობდა და საშუალოდ 26.8 ქულასა და 10.3 მოხსნას აგროვებდა.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Moss, Irv (December 12, 2015). „Northern Colorado freshman guard Jordan Davis playing with a chip on his shoulder“. Buffzone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 31, 2019. ციტირების თარიღი: March 31, 2019.
  2. Hehemann, Nick (March 30, 2018). „Northern Colorado men's basketball wins CIT championship“. 9news.com. ციტირების თარიღი: March 31, 2019.
  3. Delaney, Anne (December 28, 2018). „University of Northern Colorado’s Davis explains return to Bears for senior season“. Greeley Tribune. ციტირების თარიღი: March 31, 2019.
  4. Ronan, Ryan (January 24, 2019). „Davis sets a career high and @UNC_BearsMBB snaps the Thunderbirds four-game winning streak“. Northern Colorado Bears. ციტირების თარიღი: March 31, 2019.
  5. Mustari, Samuel (February 16, 2019). „Jordan Davis is king of the hill despite a loss by University of Northern Colorado men’s basketball team on the road at Eastern Washington“. Greeley Tribune. ციტირების თარიღი: March 31, 2019.
  6. „UNC's Jordan Davis Tabbed #BIGSKYMBB MVP; All-Conference Team Announced“ (პრეს-რელიზი). Big Sky Conference. March 12, 2019. ციტირების თარიღი: March 31, 2019.
  7. Keeler, Sean (February 10, 2019). „How Northern Colorado’s Jordan Davis, “a miniature Russell Westbrook,” is going to destroy your NCAA Tournament bracket“. Denver Post. ციტირების თარიღი: March 31, 2019.
  8. Ewing, Brandon. Former UNC star Jordan Davis to play for Nuggets summer league team (June 21, 2019). ციტირების თარიღი: July 15, 2019.
  9. Lupo, Nicola. Jordan Davis signs with BAXI Manresa (July 15, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 15, 2019. ციტირების თარიღი: July 15, 2019.
  10. Winn, Luke (July 13, 2017). „How a 20-year-old, Las Vegas-born combo guard joined the Azerbaijan national team“. Greeley Tribune. ციტირების თარიღი: March 31, 2019.