შინაარსზე გადასვლა

ჯონ ჰარვარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ჰარვარდი
დაბადების თარიღი 26 ნოემბერი, 1607(1607-11-26)
დაბადების ადგილი Southwark
გარდაცვალების თარიღი 14 სექტემბერი, 1638(1638-09-14)[1] (30 წლის)
გარდაცვალების ადგილი Charlestown[2]
დასაფლავებულია ბოსტონი
საქმიანობა თეოლოგი, pastor[3] და მისიონერობა
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
ალმა-მატერი Emmanuel College

ჯონ ჰარვარდი (ინგლ. John Harvard, დ. 26 ნოემბერი, 1607 — გ. 14 სექტემბერი, 1638, ჩარლსთაუნი) — ინგლისელი ქრისტიანი მქადაგებელი, რომლის სახელიც ეწოდა ჰარვარდის უნივერსიტეტს.

ჯონ ჰარვარდი დაიბადა და გაიზარდა სურეიში (ამჟამად ლონდონის ნაწილი), მაღაზიის მესაკუთრის რობერტ ჰარვარდის (1562–1625) და ქეთრინ როჯერსის (1584–1635) ოჯახში. იგი ცხრა შვილიდან მეოთხე იყო. მან განათლება მიიღო წმინდა მაცხოვრის საშუალო სკოლაში, სადაც მამამისი მმართველი ორგანოს წევრი და სამრევლო ეკლესიის წინამძღვარი იყო.

1625 წელს მისი მამა, და და ორი ძმა გარდაიცვალა ბუბონური ჭირისგან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჰარვარდის დედა დაქორწინდა ჯონ ელეტსონზე (1580-1626), რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა. 1627 წელს ქეთრინი დაინიშნა რიჩარდ იარვუდზე (1580–1632). იგი გარდაიცვალა 1635 წელს, მისი ძმა თომა კი — 1637 წელს.

ქეთრინს ჰქონდა გარკვეული ფინანსური სახსრები და შეძლო ჰარვარდის გაგზავნა კემბრიჯის უნივერსიტეტში სასწავლებლად. 1627 წლის 19 დეკემბერს იგი მიიღეს ემანუელის კოლეჯში ფასიან განყოფილებაზე. 1632 წელს მან ხელოვნების მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1635 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო. ჰარვარდის დამთავრების შემდეგ იგი ხელდასხმულ იქნა კრების კონგრეგაციონალისტად.[4]

ქორწინება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1636 წლის 19 აპრილს ჰარვარდი დაქორწინდა ენ სედლერზე (1614–1655). 1637 წლის მეორე ნახევარში ისინი ემიგრაციაში წავიდნენ ახალ ინგლისში და დასახლდნენ ჩარლსთაუნში (ამჟამად ბოსტონის ნაწილი). ჰარვარდი ხდება მასაჩუსეტსის თავისუფალი და პირველი ეკლესიის მქადაგებელი.

1638 წლის აპრილში ჰარვარდი შეუერთდა კოლონიისთვის კანონების კოდექსის მოსამზადებელ კომიტეტს და ასევე საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი.

მან ააშენა სახლი ქანთრის ქუჩაზე (ყოფილი ბაზრის ქუჩა, ახლა ჰაი-სთრითი), ლეინის მახლობლად. ამ ადგილას ამჟამად მდებარეობს ჰარვარდის სკვერი.

1638 წლის 14 სექტემბერს ჰარვარდი გარდაიცვალა ტუბერკულოზით და იგი ჩარლსტონის სასაფლაოზე დაკრძალეს . 1828 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა მის საპატივსაცემოდ აღმართეს გრანიტის საფლავის ქვა, რადგან ორიგინალური საფლავის ქვა გაქრა ამერიკის რევოლუციის დროს.

ჰარვარდის ქვრივი, ანა, დაქორწინდა თომას ალენზე, ჰარვარდის მემკვიდრეზე, როგორც ჩარლსთაუნის ეკლესიის მასწავლებელზე. ალენი იყო ჰარვარდის ანდერძისა და მისი მემკვიდრეობის აღმსრულებელი.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დამფუძნებელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარვარდის სიკვდილამდე ორი წლით ადრე, მასაჩუსეტის ყურის კოლონიის გენერალურმა ასამბლეამ, რომელსაც სურდა „ცოდნის წინსვლა და შთამომავლობისთვის გადაცემა, ეკლესიებში გაუნათლებელი სასულიერო პირების დატოვების შიშით, როდესაც ჩვენი ახლანდელი მქადაგებლები გარდაიცვლებიან“, გამოყო 400 ფუნტი „სკოლისთვის ან კოლეჯისთვის“, რომელსაც იმ დროისთვის ეწოდა ნიუთაუნი. ანდერძში, რომელიც ცოლს სიტყვიერად გამოუცხადა უშვილო ჰარვარდმა, რომელსაც მამისგან, დედისა და ძმისგან საკმაო ქონება ჰქონდა მემკვიდრეობით, სკოლას 780 ფუნტი უანდერძა — მისი მემკვიდრეობის ნახევარი ნაღდი ფულით, მეორე ნახევარი კი გადაეცა ცოლს. ეს თანხა დაახლოებით უტოლდებოდა მასაჩუსეტსის ყურის კოლონიის მიერ მიღებულ წლიურ საგადასახადო შემოსავალს. უფრო მეტიც, მან სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან, რომელიც დააარსა 1636 წელს, ახალ კოლეჯს ასევე გადასცა 400-მდე ტომი (დაახლოებით 329 დასათაურებით, ზოგიერთი წიგნი მრავალტომეული იყო). ამ შემოწირულობისთვის მადლიერების ნიშნად, 1639 წელს გადაწყდა, რომ „კოლეჯს, რომელიც ადრე კემბრიჯად იყო წოდებული, უნდა ეწოდოს „ჰარვარდის კოლეჯი“. (ჰარვარდის გარდაცვალებამდეც კი ნიუთაუნს დაარქვეს კემბრიჯი, ინგლისური უნივერსიტეტის პატივსაცემად, რომელიც ბევრმა კოლონისტმა, მათ შორის თავად ჰარვარდმა დაამთავრა).

Smart Guy ტურისტული გიდები და ჰარვარდის კოლეჯის გაზეთი „The Harvard Crimson“ ამტკიცებენ, რომ ჯონ ჰარვარდი არ იმსახურებდა დამფუძნებლის ტიტულს, რადგან კოლონიაში ხმის მიცემა მოხდა ჰარვარდის სიკვდილამდე ორი წლით ადრე. მაგრამ, როგორც ჯერომ დევის გრინმა, ჰარვარდის ინკორპორაციის მდივანმა, 1934 წლის წერილში აღნიშნა, ჰარვარდის კოლეჯის დაარსება არა ერთი ადამიანის, არამედ ბევრის საქმე იყო, ამიტომ ჯონ ჰარვარდი ითვლება არა ერთადერთ დამფუძნებლად, არამედ ერთ-ერთ მათგანად.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მითების მსხვრევა მნიშვნელოვანია, მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ისტორიულ ფაქტებს. მართლაც, ეს კოლეჯი დაარსდა 1636 წლის 28 ოქტომბერს, მაგრამ ჰარვარდის წვლილი ამ საგანმანათლებლო დაწესებულების გაჩენა გარიჟრაჟზე მნიშვნელოვანი იყო, რომლის შედეგადაც გენერალურმა ასამბლიამ 1639 წლის მარტში ამ კოლეჯს ჰარვარდის სახელი მიანიჭა. ეს მოხდა პირველი პრეზიდენტის გამოჩენამდე თითქმის ორი წლით ადრე და პირველი სტუდენტების დამთავრებამდე ოთხი წლით ადრე.[5]

ჯონ ჰარვარდის ძეგლი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1884 წელს მოქანდაკე დანიელ ფრენჩმა შექმნა ჯონ ჰარვარდის ძეგლი სპეციალურად უნივერსიტეტის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, რომელიც 1885 წელს გაიმართა. თუმცა, გმირის ვერც ერთი სურათი ვერ იქნა ნაპოვნი და მოდელი გახდა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი (შერმან ჰეუერი). ეს ძეგლი დგას უნივერსიტეტის ეზოში და მის ღირსშესანიშნაობად ითვლება.

ძეგლს ზოგჯერ უწოდებენ „სამი სიცრუის ქანდაკებას“ იმის გამო, რომ ეს არ არის ჯონ ჰარვარდი, რომ ის არ იყო დამფუძნებელი და რომ უნივერსიტეტი არ დაარსებულა 1638 წელს (ჯონ ჰარვარდის გარდაცვალების წელს).

  1. GeneaStar
  2. http://library.harvard.edu/university-archives/archives-news/9_JohnHarvard
  3. http://www.biography.com/people/john-harvard-9330635
  4. Православная энциклопедия.— М.: Церковно-научный центр «Православная Энциклопедия». 2014.
  5. Отрывок из письма Джерома Грина: Greene, Jerome Davis (11 December 1934). "Don't Quibble Sybil—The Mail" (Letter to the editor)". Harvard Crimson. ("Don't quibble, Sybil" is a line from Noël Coward's 1930 Private Lives.)