ჯონ ფიცჯერალდ კენედი ჯუნიორ
| ჯონ ფიცჯერალდ კენედი ჯუნიორ | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
25 ნოემბერი 1960 ვაშინგტონი |
| გარდაცვალების თარიღი |
16 ივლისი 1999 (38 წლის) ატლანტის ოკეანე |
| გარდაცვალების მიზეზი | ავიაკატასტროფა |
| ეროვნება | ამერიკელები |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | იურისტი |
| მეუღლე(ები) | კეროლაინ-ბესეტ-კენედი |
| პარტნიორ(ებ)ი | მადონა, სარა ჯესიკა პარკერი და დერილ ჰანა |
| მშობლები |
მამა: ჯონ ფიცჯერალდ კენედი დედა: ჟაკლინ კენედი ონასისი |
ჯონ ფიცჯერალდ კენედი ჯუნიორ (დ.25 ნოემბერი,1960 - გ.16 ივლისი,1999) - ცნობილი,როგორც JFK Jr, ამერიკელი იურისტი, ჟურნალის გამომცემელი და ჟურნალისტი, ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედი-ისა და პირველი ლედის, ჟაკლინ კენედი ონასისი-ის ვაჟი.
კენედი დაიბადა მამის პრეზიდენტად არჩევიდან ორი კვირის შემდეგ და ბავშვობა თეთრ სახლში გაატარა. მამის მკვლელობის შემდეგ, დაკრძალვის პროცესიის დროს, რომელიც მის მესამე დაბადების დღეს გაიმართა, მან დროშით დაფარულ მამის კუბოს სამხედრო სალუტი მიაგო, რაც ამერიკის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლურ მომენტად იქცა.
ზრდასრულ ასაკში კენედი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა მანჰეტენში პროკურორის თანაშემწედ. 1995 წელს მან დააარსა ჟურნალი George, რომელიც პოლიტიკასა და პოპულარულ კულტურას აერთიანებდა და საკუთარი საზოგადოებრივი სტატუსის გამოყენებით ფართო ყურადღება მიიპყრო.
ჯონ კენედი ჯუნიორი ნიუ-ორკის საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა იყო და მთელი სიცოცხლის განმავლობაში მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. პაპარაცების მუდმივი ინტერესის ცენტრში, განსაკუთრებით მისი პირადი ცხოვრება, მათ შორის ქორწინება კეროლაინ ბესეტ-კენედი-თან, ექცეოდა. იგი ასევე აქტიურად მონაწილეობდა საქველმოქმედო საქმიანობასა და პოლიტიკურ კამპანიებში.
კენედი 1999 წელს დაიღუპა ავიაკატასტროფაში, რასაც ფართო საზოგადოებრივი და მედიური გამოხმაურება მოჰყვა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯონი დაიბადა 1960 წლის 25 ნოემბერს, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საავადმყოფოში,[1] მასაჩუსეტსის სენატორის, ჯონ ფ. კენედისა და ჟაკლინ კენედის (ქალიშვილობის გვარი — ბუვიე) ოჯახში. მისი მამა პრეზიდენტად აირჩეს ჯონის დაბადებამდე სულ რაღაც სამი კვირით ადრე,[2] ხოლო ინაუგურაცია მისი დაბადებიდან ორი თვის შემდეგ გაიმართა.
კენედის ჰყავდა უფროსი და კეროლაინი, რომელიც სამი წლით უფროსი იყო მასზე. მის მშობლებს ასევე შეეძინათ ვაჟი პატრიკი, რომელიც 1963 წელს [3]ნაადრევად დაიბადა და მხოლოდ ორი დღე იცოცხლა. ფართოდ გავრცელებული ზედმეტსახელი „ჯონ-ჯონი“ წარმოიშვა ჟურნალისტის შეცდომის შედეგად, რომელმაც მამამისის მიერ დაძახებული ჯონი ორჯერ გაიგეს. ოჯახი ამ სახელით მას არასოდეს მოიხსენიებდა.
კენედი სამი წლის განმავლობაში თეთრ სახლში ცხოვრობდა და ახალგაზრდა ასაკშიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩებოდა. მამისი 1963 წლის 22 ნოემბერს მოკლეს, ხოლო სახელმწიფო დაკრძალვა სამი დღის შემდეგ, კენედის მესამე დაბადების დღეს გაიმართა. მომენტი რამდენიმე ფოტოგრაფმა აღბეჭდა, მათ შორის United Press International-ის ფოტოგრაფმა სტენ სტერნსმა — რომელიც მოგვიანებით ლინდონ ბ. ჯონსონის ადმინისტრაციის დროს, თეთრი სახლის მთავარი ფოტოგრაფი გახდა[4]და ნიუ-იორკის Daily News-ის ფოტოგრაფმა დენ ფარელმა. [5] ჯონსონმა კენედის წერილი მისწერა და უთხრა, რომ მას „ყოველთვის შეეძლო მამით ეამაყა“.[6]
მკვლელობის შემდეგ ოჯახმა დაბადების დღის აღნიშვნა მაინც გადაწყვიტა, რათა ეჩვენებინათ მათი სიმტკიცე და სურვილი, რომ პრეზიდენტის სიკვდილის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება.
ისინი მცირე ხნით ვაშინგტონის ჯორჯთაუნის რაიონში გადავიდნენ, შემდეგ კი მანჰეტენის ზემო აღმოსავლეთ მდებარე მდიდრულ ბინაში, სადაც კენედი გაიზარდა. 1967 წელს დედამ ის და კეროლაინი ექვსკვირიან მოგზაურობაში წაიყვანა ირლანდიაში, სადაც ისინი პრეზიდენტ ეიმონ დე ვალერას შეხვდნენ და კენედების საგვარეულო სახლს ესტუმრნენ.[7]
1968 წელს, კენედის ბიძის, რობერტის მკვლელობის შემდეგ, ჟაკლინმა კეროლაინი და კენედი აშშ-დან წაიყვანა და თქვა: „თუ კენედებს ხოცავენ, მაშინ ჩემი შვილებიც სამიზნეები არიან… მე მინდა ამ ქვეყნიდან წავიდე“.[8] იმავე წელს იგი ბერძენ გემთმფლობელ მილიარდერს, არისტოტელე ონასისს გაჰყვა ცოლად, და ოჯახი კუნძულ სკორპიოსზე გადავიდა. ცნობილია, რომ კენედი მამინაცვალს „სასაცილო ფიგურად“ მიიჩნევდა.[9]
კენედი დედასთან და დასთან ერთად თეთრ სახლში 1971 წელს დაბრუნდა — პირველად მამის მკვლელობის შემდეგ. პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ქალიშვილებმა მას ტური მოუწყვეს, რომლის დროსაც მისი ყოფილი საძინებელიც აჩვენეს, ხოლო ნიქსონმა მას რეზოლიუტის მაგიდა უჩვენა, რომლის ქვეშაც მამა თამაშის უფლებას აძლევდა.[10]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კენედი მანჰეტენის კერო სკოლაში სწავლობდა — საშუალო განათლება მან დაასრულა ფილიპს აკადემია-ში — მოსამზადებელ პანსიონატში, რომელიც მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ანდოვერში მდებარეობს. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი დედას გაჰყვა აფირკის მოგზაურობაში. ერთ-ერთი პიონერული კურსის დროს კენედის ჯგუფი ორი დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე დაიკარგა. მან ჯგუფი უსაფრთხო ადგილამდე მიიყვანა და ლიდერობისთვის შესაბამისი შეფასება მიიღო.[11]

1976 წელს კენედი და მისი ბიძაშვილი, გვატემალაში რაბინალის მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც მძიმე სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობდნენ და საკვებს არიგებდნენ. ადგილობრივმა მღვდელმა აღნიშნა, რომ ისინი „იმას ჭამდნენ, რასაც რაბინალის მოსახლეობა ჭამდა, იცვამდნენ გვატემალურ ტანსაცმელს და კარვებში ეძინათ, როგორც მიწისძვრის დაზარალებულთა უმეტესობას“, და დაამატა, რომ ამ ორმა „გვატემალაში თავისი ქვეყნის იმიჯისთვის უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ელჩებით სავსე ოთახმა“. კენედიმ 1978 წლის ზაფხული ვაიომინგში, რანჩოზე მწყემსის დამხმარედ გაატარა. 1979 წელს ბოსტონში გაიხსნა ჯონ ფიცჯერალდ კენედის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და მუზეუმი, სადაც კენედიმ თავისი პირველი მნიშვნელოვანი საჯარო გამოსვლა გამართა და სტივენ სპენდერის ლექსი „The Truly Great“ წაიკითხა.
კენედი სწავლობდა ბრაუნის უნივერსიტეტ-ში მან თანადაარსა სტუდენტური სადისკუსიო ჯგუფი, რომელიც თანამედროვე საკითხებზე იყო კონცენტრირებული, მათ შორის სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდზე, იარაღის კონტროლსა და სამოქალაქო უფლებებზე. სამხრეთ აფრიკაში ზაფხულის არდადეგების დროს აპარტეიდმა მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც მან გაეროს ელჩი ენდრიუ იანგი მოიწვია ამ თემაზე გამოსასვლელად. მესამე კურსისთვის კენედი კამპუსს გასცილდა და რამდენიმე სტუდენტთან ერთად საერთო სახლში დასახლდა,
ხოლო თავისუფალ დროს ატარებდა კლუბებში.
1983 წლის იანვარში კენედის, მასაჩუსეტსის მართვის მოწმობა შეუჩერდა, რადგან 12 თვის განმავლობაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის სამზე მეტი ჯარიმა მიიღო და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.[12]. ოჯახის ადვოკატმა განმარტა, რომ კენედი, სავარაუდოდ, „გამოცდებით იყო დაკავებული და დაავიწყდა სხდომის თარიღი“.[13] იმავე წელს მან იმოგზაურა ინდოეთში და დრო გაატარა დელის უნივერსიტეტში, სადაც დედა ტერეზას შეხვდა.[14]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1984 წლის დემოკრატიული ეროვნული კონვენციის შემდეგ, რომელიც სან-ფრანცისკოში გაიმართა, კენედი ნიუ-იორკში დაბრუნდა და Business Development-ის ოფისში წლიურად 20,000 დოლარად მუშაობა დაიწყო. მისი ხელმძღვანელის თქმით, იგი „ისევე მუშაობდა, როგორც ყველა დანარჩენი — იმავე მოუწყობელ პატარა კაბინეტში. ბევრ საქმეს ვაკისრებდი და ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი მისი მუშაობით“.[15] წელს კენედიმ საქმიანობა გააგრძელა 42nd Street Development Corporation-ში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, სადაც დეველოპერებსა და ქალაქის სააგენტოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
1988 წელს კენედი გახდა იურისტი ლოს-ანჯელესის იურიდიულ ფირმაში, რომელსაც ძლიერი კავშირები ჰქონდა დემოკრატიულ პარტიასთან. იგი მუშაობდა ჩარლზ მანატის ხელმძღვანელობით — თავისი ბიძის, ტედ კენედის, იურიდიული სკოლის ყოფილი თანაკურსელისა და დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის ყოფილი-თავმჯდომარის დაქვემდებარებაში. იმავე წელს კენედი ჟურნალმა People magazine 1988 წლის „ყველაზე სექსუალურ ცოცხალ მამაკაცად“ დაასახელა.
1989 წლიდან კენედი ხელმძღვანელობდა არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საგანმანათლებლო და სხვა შესაძლებლობებით უზრუნველყოფდა.
კენედიმ იურის დოქტორის ხარისხი მიიღო ნიუ-იორკის უნივერსიტეტში 1989 წელს.[16] ამის შემდეგ მან ნიუ-იორკის ადვოკატთა გამოცდა ორჯერ ვერ ჩააბარა ხოლო მესამე ცდაზე, 1990 წლის ივლისში შეძლო წარმატების მიღწევა.[17]მეორე ჩავარდნის შემდეგ კენედიმ განაცხადა, რომ გამოცდის ჩაბარებას გააგრძელებდა მანამ, სანამ 95 წლის გახდებოდა ან წარმატებას მიაღწევდა.[18]მესამე ცდაზეც წარუმატებლობის შემთხვევაში, იგი ვერ შეძლებდა მანჰეტენის პროკურატურის ოფისში ასისტენტ პროკურორად მუშაობას, სადაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქმიანობდა;[19] [20] იგი განიხილავდა მომხმარებელთა თაღლითობის საქმეებს.[21] 1991 წლის 29 აგვისტოს კენედიმ პირველი საქმე მოიგო პროკურორის რანგში.[22]
1992 წლის ზაფხულში კენედი ჟურნალისტად მუშაობდა და ნიუ-იორკ თაიმს-ის დაკვეთით სტატია დაწერა ოლანდის არქიპელაგზე თავისი კაიაკით მოგზაურობის შესახებ, რომლის დროსაც ერთ-ერთი მეგობარი გადაარჩინა ნავის გადაბრუნების დროს.[23] ამის შემდეგ კენედიმ მეგობართან, მაგნატ მაიკლ ჯ. ბერმანთან ერთად, ჟურნალის შექმნის იდეა განიხილა, თუმცა დედამ ეს გეგმა ზედმეტად სარისკოდ მიიჩნია. კრისტოფერ ანდერსენმა 2000 წელს გამოცემულ წიგნში "დღე როდესაც ჯონი გარდაიცვალა" დაწერა, ჟაკლინი შიშობდა, რომ მისი ვაჟი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპებოდა და სთხოვა თავის მრავალწლიან თანამგზავრს, მორის ტემპელსმანს, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის,რომ ჯონი პილოტი არ გამხდარიყო.[24]
მსახიობობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კენედი ბრაუნის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში არაერთ თეატრალურ სპექტაკლში მონაწილეობდა და შემდგომშიც მცირე გამოცდილება მიიღო სამსახიობო საქმიანობაში. იგი სამსახიობო კარიერით დაინტერესებული იყო, თუმცა დედა ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ამ პროფესიას შეუფერებლად მიიჩნევდა.[25]კენედის სამსახიობო დებიუტი ნიუ-იორკის თეატრში 1985 წლის 4 აგვისტოს შედგა. მხოლოდ მოწვეული აუდიტორიის წინაშე, მანჰეტენის დასავლეთ მხარეს მდებარე თეატრში. Irish Arts Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნაი ჰერონმა განაცხადა, რომ კენედი „ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობია, ვინც ბოლო წლებში მინახავს“. რეჟისორი, რობინ საქსი, აღნიშნავდა: „მას აქვს გულწრფელობა, რომელიც პირდაპირ ანათებს სცენაზე.“
კენედის ყველაზე დიდი სამსახიობო როლი იყო საკუთარი თავის გამოგონილი ვერსიის განსახიერება სიტკომის მერფი ბრაუნის მერვე სეზონის ეპიზოდში, სადაც იგი ბრაუნის ოფისს სტუმრობს იმ ჟურნალის პოპულარიზაციის მიზნით, რომლის გამოცემასაც თავად ეწეოდა.
George ჟურნალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წელს კენედიმ მაიკლ ბერმანთან ერთად დააარსა ჟურნალი George — ,რომელიც პოლიტიკას, ცხოვრების სტილისა და მოდას აშუქებდა. კენედი ჟურნალის აქციების 50%-ს ფლობდა. ჟურნალის ოფიციალური პრეზენტაცია მანჰეტენში, 8 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გაიმართა, სადაც კენედიმ იხუმრა, რომ ერთ სივრცეში ამდენი ჟურნალისტი ბოლოს მაშინ ნახა, როცა პირველი ადვოკატთა გამოცდა ვერ ჩააბარა.
ჟურნალის თითოეულ ნომერში ქვეყნდებოდა რედაქტორის სვეტი და ინტერვიუები, რომლებიც კენედის მიერ იყო დაწერილი. მისი აზრით, პოლიტიკა შეიძლებოდა „ხელმისაწვდომი გამხდარიყო გასართობი და დამაჯერებელი გაშუქების გზით“, რასაც „პოპულარული ინტერესი და ჩართულობა“ მოჰყვებოდა. კენედიმ ინტერვიუები ჩაწერა ისეთ ფიგურებთან, როგორებიც იყვნენ ლუის ფარახანი, ბილი გრემი, გართ ბრუქსი და სხვები.
პირველი ჟურნალი გააკრიტიკეს ყდის გამოსახულების გამო, სადაც სინდი კროუფორდი ჯორჯ ვაშინგტონის სახით იყო წარმოდგენილი — პუდრიანი პარიკითა და ნაოჭებიანი პერანგით. ყდის დასაცავად კენედიმ განაცხადა, რომ „პოლიტიკური ჟურნალები Mirabella-სავით უნდა გამოიყურებოდეს“.[26]
1997 წლის ივლისში ჟურნალმა "ვენითი ფეარ" გამოაქვეყნა ნიუ-იორკის მერის, რუდი ჯულიანი-ს პროფილი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ იგი საკუთარ პრესმდივანთან ურთიერთობაში იყო (რაც ორივემ უარყო). კენედი ფიქრობდა ამ თემის გაგრძელებას, თუმცა საბოლოოდ ამისგან თავი შეიკავა. იმავე თვეში მან დაწერა დედა ტერეზასთან შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ „მის გვერდით გატარებული სამი დღე იყო ყველაზე ძლიერი მტკიცებულება, რაც ამ მებრძოლ კათოლიკეს ოდესმე ჰქონია იმის დასადასტურებლად, რომ ღმერთი არსებობს“.[27]

დაცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წლის დასაწყისისთვის კენედი და ბერმანი ძალაუფლებისთვის, ერთმანეთს დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ, რასაც ხმამაღალი კამათები, კარების ბრახუნი და ფიზიკური შეხებაც კი მოჰყვა. საბოლოოდ ბერმანმა საკუთარი წილი გაყიდა, ხოლო კენედიმ მის მოვალეობებსაც თავად მოჰკიდა ხელი. ბერმანის წასვლას მალევე მოჰყვა გაყიდვების მკვეთრი ვარდნა იმ ჟურნალისთვის, რომელიც ისედაც დაღმავალ ფაზაში იყო.[28]
ჟურნალ George-ის პარტნიორები იყვნენ აშიეტ ფილიპაკის ჟურნალი. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეივიდ პაკერ-მა განაცხადა, რომ ვარდნის მიზეზი იყო კენედის უარი „რედაქტორის რანგში რისკების გაღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ცხოვრების სხვა სფეროებში იგი გამორჩეულად რისკიანი ადამიანი იყო“.[29] პეკერის თქმით, კენედის კარგად ესმოდა, რომ ჟურნალის სამიზნე აუდიტორია 18–34 წლის ასაკობრივი ჯგუფი იყო, თუმცა იგი ხშირად უარს ამბობდა ამ ასაკისთვის განკუთვნილ ინტერვიუებზე — მაგალითად, პრინცესა დაიანასთან ან ჯონ გოტი ჯუნიორთან — და სანაცვლოდ ირჩევდა ისეთ ფიგურებს, როგორებიც იყვნენ დენ როსტენკოვსკი ან ვო ნგუენ გიაპი.[30]
ცხოვრების ბოლო პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კენედიმ 1988 წლის დემოკრატიულ ეროვნულ კონვენციაზე, რომელიც ატლანტაში გაიმართა,[31] სიტყვით მიმართა დელეგატებს და წარადგინა თავისი ბიძა — მასაჩუსეტსის სენატორი ტედ კენედი. მან გაიხსენა მამის საინაუგურაციო სიტყვა და საზოგადოებრივ სამსახურში ჩართვისკენ თაობას მოუწოდა, ესპუბლიკელმა კონსულტანტმა რიჩარდ ვიგუერიმ აღნიშნა, რომ სიტყვიდან არც ერთი ფრაზა არ ახსოვდა, თუმცა ახსოვდა „კარგი შესრულება“ და დაამატა: „ვფიქრობ, ეს პლუსი იყო როგორც დემოკრატებისთვის, ისე თავად ბიჭისთვის. ის გამორჩეულად სიმპათიურია“.[32][33]
კენედი მონაწილეობდა თავისი ბიძაშვილის, პატრიკ ჯ. კენედის, საარჩევნო კამპანიაში როდ-აილენდის წარმომადგენელთა პალატის წევრობისთვის, რისთვისაც ოლქს სტუმრობდა..[34] იგი საარჩევნო უბნებთან იჯდა და „პოტენციურ“ ამომრჩევლებთან ერთად იღებდა ფოტოებს. ამ ხერხმა იმდენად კარგად გაამართლა, რომ პატრიკ კენედიმ მას 1994 წელს კვლავ მიმართა.
ჯონი ასევე მონაწილეობდა ბოსტონში თავისი ბიძის ხელახალი არჩევის კამპანიაში, როდესაც ის 1994 წელს მეტოქეობდა მით რომნ-ს. „მასაჩუსეტსში მისი ჩამოსვლა ყოველთვის დიდ აჟიოტაჟს იწვევდა“, — აღნიშნა სენატორმა კენედიმ.[35]
1994 წელს კენედიმ ნიუ-იორკის ტრაიბეკას რაიონში შეიძინა აპარტამენტი, სადაც თავდაპირველად მარტო ცხოვრობდა, მოგვიანებით კი კეროლაინ ბესეტთან ერთად.[36][37]
პირადი ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრაუნის უნივერსიტეტში სწავლისას კენედიმ გაიცნო სალი მონრო, რომელთანაც ექვსი წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა. 1983 წელს ისინი ერთად იმყოფებოდნენ ინდოეთში. ბრაუნში ყოფნის პერიოდში მან ასევე გაიცნო მოდელი და მსახიობი ბრუკ შილდსი,[38] რომელთანაც მოგვიანებით რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა.
კენედი ურთიერთობაში იყო მოდელებთან — სინდი კროუფორდთან და ჯული ბეიკერთან — აგრეთვე მსახიობ სარა ჯესიკა პარკერ-თან.[39] პარკერმა აღნიშნა, რომ კენედისთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. მისი თქმით, კენედისთან ურთიერთობამდე „ნამდვილი პოპულარობის“ მნიშვნელობა არ იცოდა რა იყო.[40]
კენედი მსახიობ დერილ ჰანა-ს ადრეული 1980-იანი წლებიდან იცნობდა — მათი ოჯახები ერთად ისვენებდნენ კუნძულ სენ-მარტენ-ზე. 1988 წელს, მისი დეიდის, ლი რაძივილი-ის ქორწილში ხელახლა შეხვედრის შემდეგ, მათ შორის ხუთნახევარწლიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, თუმცა ურთიერთობა რთული იყო ჰანას გრძნობები მომღერალ ჯექსონ ბრაუნ-ის მიმართ, რომელთან ერთადაც ის გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა.[41]
1985 წლიდან 1990 წლამდე კენედი ხვდებოდა კრისტინა ჰააგს. ისინი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს და ჰააგიც სწავლობდა ბრაუნის უნივერსიტეტში.[42]
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დერილ ჰანასთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ კენედი საცხოვრებლად გადავიდა კეროლაინ ბესეტ-თან, რომელიც მოდის ინდუსტრიაში მუშაობდა. ისინი ერთი წლის განმავლობაში იყვნენ დანიშნულები, თუმცა კენედი ამასთან დაკავშირებულ ცნობებს მუდმივად უარყოფდა. 1996 წლის 21 სექტემბერს ისინი დაქორწინდნენ ჯორჯიას შტატში.[43] ქორწილში მეჯვარე კენედის და კეროლაინი და მისი ბიძაშვილი ანტონი რეძვილი იყვნენ. ყვავილებს ატარებდნენ ჯონის დისშვილები როუზ კენედი შლოსბერგი და ტატიანა კენედი შლოსბერგი..[44]
მეორე დღეს კენედის ბიძაშვილმა პატრიკმა გაამხილა, რომ წყვილი დაქორწინდა. როდესაც ისინი მანჰეტენში საკუთარ სახლში დაბრუნდნენ, კართან ჟურნალისტების დიდი რაოდენობა დახვდათ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კენედის ჰკითხა, ისიამოვნა თუ არა თაფლობის თვით, რაზეც მან უპასუხა: „ძალიან.“ კენედიმ ასევე აღნიშნა: „დაქორწინება ჩვენთვის დიდი ცვლილებაა, ხოლო კერძო მოქალაქისთვის, როგორიც კეროლაინია, მით უმეტეს. გთხოვთ, მისცეთ მას რაც შეიძლება მეტი სივრცე და პირადი ცხოვრება.“[45]
ბესეტი დეზორიენტირებული იყო პაპარაცების მუდმივი ყურადღების გამო. წყვილი მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცეოდა — როგორც მანჰეტენში გამართულ ღონისძიებებზე, ისე მოგზაურობებისას, როდესაც ცნობილ პირებს, მათ შორის მარუჩია მანდელისა და ჯანი ვერსაჩე-ს სტუმრობდნენ.[46] ბესეტი ჩიოდა, რომ სამსახურის პოვნა უჭირდა, რადგან მას ხშირად ადანაშაულებდნენ პოპულარობის გამოყენებაში.[47] 1999 წლის მარტში წყვილმა ქორწინების კონსულტანტთან დაიწყო შეხვედრები, ხოლო იმავე წლის ზაფხულში რჩევისთვის მიმართეს კარდინალ ჯონ ო კონორ-ს.[48]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კენედი ბავშვობიდანვე ოცნებობდა პილოტობაზე. მან ფრენის გაკვეთილები გაიარა ვერო-ბიჩში, ფლორიდის შტატში,[49] და პილოტის ლიცენზია 1998 წლის აპრილში მიიღო.[50] [51] მისი ბიძაშვილის, მაიკლ კენედის, სათხილამურო ავარიაში დაღუპვამ ჯონს უბიძგა, სამი თვით შეეწყვიტა ფრენის სწავლა. მისი და, კეროლაინ კენედი, იმედოვნებდა, რომ ეს გადაწყვეტილება მუდმივი იქნებოდა, თუმცა როდესაც მან სწავლა განაახლა, კეროლაინმა დიდი წინააღმდეგობა აღარ გაუწია.
1999 წლის 16 ივლისს კენედი ნიუ-ჯერზის შტატის ქალაქ ფაირფილდიდან აფრინდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მეუღლე კეროლაინი და მეუღლის და ლორენ ბესეტი. ლორენი უნდა ჩამოსულიყო მართას ვაინიარდზე, რის შემდეგაც კენედი და მისი მეუღლე მასაჩუსეტსის შტატის ჰაიანის-პორტში გაემგზავრებოდნენ, მისი ბიძაშვილის, რორი კენედის, ქორწილში. თვითმფრინავი კენედიმ 28 აპრილს შეიძინა. [52] კეროლაინი და ლორენი მგზავრები იყვნენ და უკანა სავარძელზე ისხდნენ. კენედი დაუკავშირდა მართას ვაინიარდის აეროპორტის საკონტროლო კოშკს, თუმცა თვითმფრინავი დაკარგულად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც დაგეგმილ დროს დანიშნულების ადგილზე არ ჩაფრინდა.
როდესაც ატლანტის ოკეანეში თვითმფრინავის ნამსხვრევები და ბესეტის კუთვნილი შავი ჩემოდანი აღმოაჩინეს, ოფიციალური პირები გადარჩენილების პოვნაზე დიდ იმედს აღარ ამყარებდნენ.[53]
ძებნის პროცესში კენედის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტმა ბილ კლინტონ-მა.[53]
18 ივლისს აშშ-ის სანაპირო დაცვის ერთ-ერთმა ადმირალმა სამაშველო ოპერაციის დასრულება გამოაცხადა.[54] მომდევნო ორი დღის განმავლობაში კენედის თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინა ეროვნული ოკეანოგრაფიული და ატმოსფერული ადმინისტრაციის ხომალდმა, გვერდითი სკანირების სონარის გამოყენებით, რის შემდეგაც აშშ-ის საზღვაო ძალების მყვინთავები ჩავიდნენ 62 °F (17 °C) ტემპერატურის წყალში. მათ ზღვის ფსკერზე, ზედაპირიდან დაახლოებით 120 ფუტის (37 მ) სიღრმეზე,[55] დიდი ფართობის მასშტაბით გაბნეული, დამსხვრეული თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს. ძებნა 21 ივლისის გვიან ნაშუადღევს დასრულდა, როდესაც ზღვის ფსკერის მაღალი გარჩევადობის სურათებმა მყვინთავებს სამი ცხედრის ამოყვანაში დაეხმარა. ცხედრები ავტოკოლონით გადაიყვანეს ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ოფისში. მყვინთავებმა კეროლაინისა და ლორენის ცხედრები დანგრეულ ფიუზელაჟთან ახლოს იპოვეს, ხოლო კენედი კვლავ პილოტის სავარძელში, დამაგრებული უსაფრთხოების ღვედით იყო აღმოჩენილი. სანაპირო დაცვის ადმირალმა რიჩარდ მ. ლარაბიმ განაცხადა, რომ სამივე ცხედარი ფიუზელაჟის „მახლობლად და მის ქვეშ“ იპოვეს.[56]
ეროვნულმა სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭომ დაასკვნა, რომ ავარიის სავარაუდო მიზეზი პილოტის შეცდომა იყო — კენედის მიერ ღამით, წყალზე დაშვებისას თვითმფრინავის კონტროლის დაკარგვა, რაც სივრცულ დეზორიენტაციას უკავშირდებოდა“.[57]
იმავე საღამოს ცხედრებს გაკვეთა ჩაუტარდათ და შემდეგ ჰაიანისიდან დუქსბერიში, მასაჩუსეტსის შტატში გადაიყვანეს, სადაც ისინი კრემატორიუმში დაკრძალეს კრემაციის გზით.[58] ოჯახმა იმავე დღეს გამოაცხადა მემორიალის ცერემონიების გეგმები. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ავარიის მსხვერპლები შეჯახების მომენტში დაიღუპნენ. ტედ კენედი ჯონისთვის საჯარო სამგლოვიარო ცერემონიას ემხრობოდა, მაშინ როდესაც კეროლაინ კენედი ოჯახური კონფიდენციალურობის დაცვას მოითხოვდა ივლისის დილით მათი ფერფლი ზღვაში გაფანტეს აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებელი ხომალდიდან მართა-ვაინიარდის სანაპიროსთან.[59]
კენედის სამემორიალო ცერემონია გაიმართა 1999 წლის 23 ივლისს ნიუ-იორკში, წმინდა თომას მორის ეკლესიაში — სამრევლოში, რომელსაც იგი ხშირად სტუმრობდა დედასთან და დასთან ერთად. მხოლოდ მოწვეული სტუმრებისთვის განკუთვნილ მსახურებას ასობით დამსწრე ესწრებოდა, მათ შორის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელმაც ოჯახს გადასცა ფოტოალბომები ჯონისა და კეროლაინის, წინა წლის თეთრი სახლის ვიზიტის დროს.[60]
ანდერძი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კენედის ბოლო ანდერძი ადგენდა, რომ მისი პირადი ნივთები, უძრავი ქონება და სხვა აქციები უნდა „სამართლიანად განაწილებულიყო“ მის დას, კეროლაინი-ს სამ შვილს — როუზ, ტატიანა და ჯეკ — შორის.[61]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2000 წელს არაკომერციულმა ორგანიზაცია, რომელიც კენედიმ 1989 წელს დააარსა, თანამშრომლობა დაიწყო The City University of New York-თან და შეიქმნა ჯონ ფიცჯერალდ კენედი ჯუნიორის ინსტიტუტი.[62]2003 წელს ჰარვარდის სკოლაში არსებულ ARCO ფორუმს სახელი შეეცვალა და ჯონ ფ. კენედი ჯუნიორის საზოგადოებრივ საქმეთა ფორუმი ეწოდა.კენედი 15 წლის განმავლობაში იყო ჰარვარდის-ის პოლიტიკური ინსტიტუტის-ის უფროსი საკონსულტაციო კომიტეტის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა ფორუმ-ის ღონისძიებებში. ტედ კენედის თქმით, სახელის შეცვლა სიმბოლურად აკავშირებდა ჯონს გარდაცვლილ მამასთან. კეროლაინ კენედის თქმით, ეს ცვლილება ასახავდა მის სიყვარულს პოლიტიკასთან და დისკუსიის მიმართ.[63]
2013 წელს, ჯონ ფ. კენედი ჯუნიორის გარდაცვალების 50-ე წლისთავზე, New York Daily News კვლავ გამოაქვეყნა ცნობილი ფოტო, სადაც 3 წლის ჯონი თავის მამის კუბოს პატივს სცემს სამგლოვიარო პროცესიის დროს. ფოტოგრაფი დენ ფარელი, რომელმაც ფოტო გადაიღო, აღნიშნავდა, რომ ეს იყო „ყველაზე ტრაგიკული რამ, რაც ოდესმე მინახავს“.[64]
2025 წელს, CNN-მა ეთერში გაუშვა სამ ნაწილად გადანაწილებული დოკუმენტური სერია ამერიკელი პრინცი: JFK Jr., რომელიც კენედის ცხოვრებას აშუქებდა.
2026 წელს კენედი ტელევიზიაში პოლ ანტონი კელ-მა განასახიერა სერიალში სიყვარულის ისტორია, რომლის რეჟისორია რაიან მარფი, სიუჟეტი ასახავს ჯონ ფიცჯერალდ კენედი ჯუნიორის და კეროლაინ ბესეტის ურთიერთობას და ქორწინებას.[65][66]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Smith, Merriman (November 25, 1960). „President-elect proud of son to be named John F. Kennedy Jr“. ციტირების თარიღი: November 23, 2022.
- ↑ John F. Kennedy, Jr.. ციტირების თარიღი: May 22, 2024
- ↑ The tragic death of Patrick, JFK and Jackie's newborn son in 1963 (November 6, 2022). ციტირების თარიღი: December 4, 2022
- ↑ Flegenheimer, Matt (March 5, 2012). „Stan Stearns, 76; Captured a Famous Salute“. The New York Times. p. B10.
- ↑ „Daily News' iconic photo of JFK Jr.'s salute to dad's coffin still haunts“. New York Daily News. November 17, 2013.
- ↑ Miller, Merle (1980). Lyndon: An Oral Biography. New York: Putnam, გვ. 323.
- ↑ Seely, Katherine (July 19, 1999). „John F. Kennedy Jr., Heir to a Formidable Dynasty“. The New York Times. ციტირების თარიღი: November 8, 2009.
- ↑ Davis, p. 690.
- ↑ „Will Gives Mrs. Onassis $250,000 a Year“. The New York Times. June 8, 1975.
- ↑ Shane, Scott (July 18, 1999). „A life lived in celebrity“. The Baltimore Sun.
- ↑ Leigh, p. 235.
- ↑ Heymann, C. David (July 10, 2007). American Legacy: The Story of John and Caroline Kennedy. Atria Books, გვ. 218. ISBN 978-0743497381.
- ↑ Gillon, Steven M. (July 7, 2020). America's Reluctant Prince: The Life of John F. Kennedy Jr.. Dutton, გვ. 149. ISBN 978-1524742409.
- ↑ Taneja, Kabir (March 29, 2013). „When John F. Kennedy Jr. Came to India“. The New York Times. ციტირების თარიღი: August 20, 2024.
- ↑ Gross, Michael (20 March 1989). „Favorite Son“. New York. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 17, 2011.
- ↑ Seelye, Katharine (July 19, 1999). „John F. Kennedy Jr., Heir To a Formidable Dynasty“. The New York Times.
- ↑ Heymann, Clemens David (2007a). American Legacy: The Story of John & Caroline Kennedy. Simon and Schuster, გვ. 323. ISBN 978-0-7434-9738-1.
- ↑ Blow, Richard; Bradley, Richard (2002). American Son: A Portrait of John F. Kennedy, Jr.. Macmillan, გვ. 17. ISBN 0-312-98899-0.
- ↑ „John Kennedy Jr. Fails Bar Exam 2nd Time; Says He'll Take It Again“. Deseret News. May 1, 1990. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 26, 2016.
- ↑ „John F. Kennedy Jr. Passes Bar Exam“. Los Angeles Times. November 4, 1990.
- ↑ Spoto, Donald (2000). Jacqueline Bouvier Kennedy Onassis: A Life. Macmillan, გვ. 330. ISBN 0-312-97707-7.
- ↑ Sullivan, Ronald (August 30, 1991). „Prosecutor Kennedy Wins First Trial, Easily“. The New York Times.
- ↑ Andersen, Christopher (2014). The Good Son: JFK Jr. and the Mother He Loved. Gallery Books, გვ. 266–267. ISBN 978-1476775562.
- ↑ „Book: JFK. Jr's Death Foretold“. ABC News. July 11, 2000.
- ↑ A&E Biography
- ↑ Landau, p. 99.
- ↑ An Accident Kills A Kennedy Promise Waned With Sex Scandal (January 1998). ციტირების თარიღი: November 22, 2017
- ↑ Gibbs, Nancy; McCarthy, Terry; Faltermayer, Charlotte; Witkowski, Tom (January 12, 1998). „The Kennedy Family: Tragedy Strikes Again“. Time: 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 23, 2008. ციტირების თარიღი: August 30, 2009.
- ↑ Bercovici, Jeff (2001). „Hachette delivers death ax to George“. Media Life Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 30, 2007.
- ↑ "Reliable Sources: 'George' Folds". CNN (January 6, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 18, 2016.
- ↑ Selye, Katherine Q. (July 19, 1999). „John F. Kennedy Jr., Heir To a Formidable Dynasty“. The New York Times.
- ↑ Wadler, Joyce (September 12, 1988). „The Sexiest Kennedy“.
- ↑ John F. Kennedy Jr. introduces his uncle Sen. Edward Kennedy (D-Mass.) at the 1988 Democratic Nation (July 31, 2015).
- ↑ Bly, p. 297.
- ↑ Senator Edward M. Kennedy Tribute to John F. Kennedy Jr.. The History Place. ციტირების თარიღი: July 31, 2025
- ↑ Guera, Julia. (July 2, 2025) Design Details We PRAY American Love Story Gets Right About JFK Jr. & Carolyn Bessette's NYC Apartment. House Beautiful. ციტირების თარიღი: July 31, 2025
- ↑ $2.5 million or more for JFK Jr.'s loft in N.Y.?. Deseret News (December 3, 1999). ციტირების თარიღი: July 31, 2025
- ↑ O'Neill, Liisa (May 25, 2009). „Actress and former model Brooke Shields reveals that she didn't lose her virginity until she was 22“. Daily News. New York.
- ↑ Landau, pp. 94–95.
- ↑ Specter, Michael (September 20, 1992). „FILM; Bimbo? Sarah Jessica Parker Begs to Differ“. The New York Times.
- ↑ Gillon, Steven M. (July 7, 2020) America's Reluctant Prince: The Life of John F. Kennedy Jr.. Dutton, გვ. 208. ISBN 978-1524742409.
- ↑ „JFK Jr.'s ex: Kissing him was "magical"“. CBS News. March 30, 2011. ციტირების თარიღი: October 19, 2023.
- ↑ Heymann, Clemens David (2007a). American Legacy: The Story of John & Caroline Kennedy. Simon and Schuster, გვ. 458. ISBN 978-0-7434-9738-1.
- ↑ Gliatto, Tom (October 7, 1996). „Bridal Sweet“. People. ციტირების თარიღი: September 8, 2024.
- ↑ Heymann, p. 463.
- ↑ Heymann, p. 447.
- ↑ Heymann, pp. 472–473.
- ↑ Klein, Edward (2004). The Kennedy Curse: Why Tragedy Has Haunted America's First Family for 150 Years. Macmillan, გვ. 114. ISBN 0-312-31293-8.
- ↑ Landau, p. 117.
- ↑ Blow, p. 301.
- ↑ Heymann, pp. 478–479.
- ↑ Heymann, p. 499.
- 1 2 Grunwald, Michael (July 18, 1999). „JFK Jr. Feared Dead in Plane Crash“. The Washington Post.
- ↑ Gellman, Barton (July 19, 1999). „No Hope of Survivors, Admiral Tells Families“. The Washington Post.
- ↑ Klein, p. 222.
- ↑ Allen, Mike (July 22, 1999). „Bodies From Kennedy Crash Are Found“. The New York Times.
- ↑ NTSB Identification: NYC99MA178. National Transportation Safety Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 10, 2017.
- ↑ Maxwell, Paula (July 28, 1999). „Kennedy cremated in Duxbury“ (PDF). Duxbury Clipper. Duxbury, Massachusetts. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — January 4, 2014. ციტირების თარიღი: November 29, 2012.
- ↑ Gellman, Barton; Ferdinand, Pamela (July 23, 1999). „Kennedy, Bessettes Given Shipboard Rites“. The Washington Post. p. A1. ციტირების თარიღი: May 22, 2008.
- ↑ Landau, p. 23.
- ↑ JFK Jr.'s Will Leaves Personal Effects to Caroline's Children en-US (September 25, 1999). ციტირების თარიღი: October 2, 2024
- ↑ JFK, Jr. Institute for Worker Education. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 22, 2015. ციტირების თარიღი: September 13, 2014
- ↑ Kicenuik, Kimberly A. (September 22, 2003). „ARCO Forum at IOP Renamed In Honor of John F. Kennedy Jr“. The Harvard Crimson.
- ↑ „Daily News' iconic photo of JFK Jr.'s salute to dad's coffin still haunts“. New York Daily News. November 17, 2013.
- ↑ Petski, Denise. (August 13, 2021) 'FX Orders 'American Sports Story' & 'American Love Story' Spinoffs From Ryan Murphy. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 7, 2021.
- ↑ Goldberg, Lesley. (August 13, 2021) Ryan Murphy Sets 'American Sports Story,' 'American Love Story' Anthologies at FX. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 8, 2022.