ჯონ პლეიფერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ პლეიფერი
John Playfair
დაბ. თარიღი 10 მარტი, 1748
დაბ. ადგილი ბენვი
გარდ. თარიღი 20 ივლისი, 1819
გარდ. ადგილი ბერნტაილენდი
სამეცნიერო სფერო მათემატიკა
გეოლოგია

ჯონ პლეიფერი (ინგლ. John Playfair; დ. 10 მარტი, 1748, ბენვი — გ. 20 ივლისი, 1819, ბერნტაილენდი) — შოტლანდიელი გეოლოგი და მათემატიკოსი. ედინბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის პროფესორი. მათემატიკაში ცნობილია, უპირველეს ყოვლისა, თავისი შრომებით გეომეტრიის დარგში. გამოსცა ევკლიდეს შრომები, რომელსაც თან დაურთო კომენტარები. 1795 წელს მოგვცა ევკლიდეს პარალელურობის აქსიომის საკუთარი ალტერნატიული ფორმულირება, რომელსაც ეწოდა პლეიფერის პარალელურობის აქსიომა. გეოლოგიაში მხარს უჭერდა ჯეიმზ ჰატონის იდეებს, მოგვცა უნიფორმიზმის როგორც გეოლოგიური კონცეფციის განმარტება. იყო ჯეიმზ ჰატონის მიერ მოწყობილი ექსპედიციების მონაწილე. შვეიცარიის ალპებში მოგზაურობისას შეისწავლა ერატიკული ლოდები. გაშუქებული აქვს გეომორფოლოგიური საკითხები. ავტორია შრომებისა: „გეომეტრიის ელემენტები“ (1795), „საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის საფუძვლები“ (1812-1816) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]