შინაარსზე გადასვლა

ჯონ ნიკოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ნიკოლი
დაბ. თარიღი 8 სექტემბერი, 1833(1833-09-08)[1]
დაბ. ადგილი მონტროზი
გარდ. თარიღი 11 ოქტომბერი, 1894(1894-10-11)[1] (61 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ბიოგრაფი, მწერალი[2] და ანგლისტი[3]
მუშაობის ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტი და გლაზგოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბალიოლის კოლეჯი და გლაზგოს უნივერსიტეტი
მამა John Pringle Nichol
ნათესავ(ებ)ი William Jack[4]
ხელმოწერა

ჯონ ნიკოლი (ინგლ. John Nichol; დ. 8 სექტემბერი, 1833 — გ. 11 ოქტომბერი, 1894) — ბრიტანელი შოტლანდიელი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი და სამეცნიერო მწერალი; გლაზგოს უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პირველი სამეფო პროფესორი.

დაიბადა მონტროზში, შოტლანდიაში. იყო გლაზგოს უნივერსიტეტის ასტრონომიის სამეფო პროფესორის, ჯონ პრინგლ ნიკოლის ვაჟი. თავდაპირველად სწავლობდა გლაზგოში (1848-1855 წლებში), ხოლო შემდეგ ოქსფორდის ბალიოლ-კოლეჯში (1855-1859 წლებში), სადაც სნელის სტიპენდიანტი (Snell Exhibitioner) იყო; ეს სასწავლებელი პირველი კლასის ხარისხით დაამთავრა კლასიკური ფილოლოგიის, ფილოსოფიისა და მათემატიკის მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ ოქსფორდში დარჩა პედაგოგად. შედიოდა „პურიტანული ლიტერატურული საზოგადოების“ (Old Mortality Society) შემადგენლობაში. ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის თანახმად, მონაწილეობდა იტალიის განმათავისუფლებელ (იტალიის გაერთიანება) და აშშ-ის სამოქალაქო ომებში.

1862 წელს დაინიშნა გლაზგოს უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის სამეფო პროფესორად. ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა სერიოზული კრიტიკოსისა და წარმატებული პედაგოგის რეპუტაცია და ქალაქში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. სამეფო პროფესორის თანამდებობაზე ყოფნისას, ის ასევე კითხულობდა ლექციებს ოქსფორდის უნივერსიტეტში და ატარებდა კერძო გაკვეთილებს მთელ დიდ ბრიტანეთში, რითაც კიდევ უფრო განიმტკიცა რეპუტაცია, მოგვიანებით კი გლაზგოს დიალექტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანდა.

1889 წელს გლაზგოდან ლონდონში გადავიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. მისი მემუარები გამოქვეყნდა 1896 წელს. დაწერა არაერთი სტატია „ბრიტანიკისთვის“ (Encyclopædia Britannica) და თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასთან, მათ შორის „Westminster Review“-სა და „North British Review“-სთან. მისი მთავარი ნაშრომებია: „Fragments of criticism“ (1860), დრამა „Hannibal“ (1872), „Tables of European literature and history“ (1877), „English composition“ (1879), „Byron“ (1880), „The death of Themistocles and other poems“, „Robert Burns“ (1882), „American literature“ (1882) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 SNAC — 2010.
  2. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  3. Deutsche Nationalbibliothek Record #1055189483 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  4. https://www.google.cat/books?id=4E2rBgAAQBAJ&pg=PA144 — გვ. 144.