ჯონ მაკინროი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯონ მაკენროი)
ჯონ მაკინროი

მაკინროი 2007 წელს
სრული სახელი ჯონ პატრიკ მაკინროი უმცროსი
მშობლიური სახელი John Patrick McEnroe Jr.
ქვეყანა (სპორტი) აშშ-ის დროშა აშშ
საცხოვრებელი ადგილი ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
დაიბადა 16 თებერვალი, 1959 (1959-02-16) (65 წლის)
ვისბადენი, დასავლეთი გერმანია
სიმაღლე 180 სმ.
პროფესიონალი 1978
კარიერა დაასრულა 1994 (ერთეულები)
2006 (წყვილები)
თამაში მემარცხენე
ფულადი პრიზი 12,547,797 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 1999 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 881–198 (81.65%)
ტიტულები კარიერაში 77
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (3 მარტი, 1980)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (1983)
საფრანგეთის ღია პირველობა ფინალი (1984)
უიმბლდონი გამარჯვება (1981, 1983, 1984)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1979, 1980, 1981, 1984)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1978, 1983, 1984)
დიდი სლემის თასი მეოთხედფინალი (1992)
WCT-ის ფინალი გამარჯვება (1979, 1981, 1983, 1984, 1989)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 530–103 (83.73%)
ტიტულები კარიერაში 78
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (3 იანვარი, 1983)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (1989)
საფრანგეთის ღია პირველობა მეოთხედფინალი (1992)
უიმბლდონი გამარჯვება (1979, 1981, 1983, 1984, 1992)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1979, 1981, 1983, 1989)
წყვილთა სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1978, 1979, 1980, 1981, 1982, 1983, 1984)
შერეული წყვილები
ტიტულები კარიერაში 1
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1977)
უიმბლდონი ნახევარფინალი (1999)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (1978, 1979, 1981, 1982, 1992)
ჰოპმანის თასი ფინალი (1990)
ბოლოს განახლდა: 24 ოქტომბერი, 2018.

ჯონ პატრიკ მაკინროი უმცროსი (ინგლ. John Patrick McEnroe Jr.; დ. 16 თებერვალი, 1959, ვისბადენი, დასავლეთი გერმანია) — ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3][4].

მაკინროის ერთეულთა თანრიგში მოგებული აქვს 7 დიდი სლემის ტურნირი – 4 აშშ-ის ღია პირველობა და 3 უიმბლდონი. მან ასევე მოიგო 3 წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მას ATP-ის 77 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. მაკინროი 170 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს. მისი 1984 წლის სეზონი სტატისტიკურად საუკეთესოა მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში, როდესაც მან 85 მატჩიდან 82 მოიგო (96.5%).

ჯონ მაკინროი ასევე წარმატებული იყო წყვილთა თანრიგში. მან 9 დიდი სლემის ტურნირი მოიგო – 5 უიმბლდონი და 4 აშშ-ის ღია პირველობა. წლის შემაჯამებელ ტურნირზე, მან პიტერ ფლემინგთან ერთად 7-ჯერ გაიმარჯვა, რაც ტურნირის რეკორდია. მაკინროი 269 კვირის განმავლობაში იკავებდა წყვილთა რეიტინგში პირველ ადგილს, რაც მესამე საუკეთესო შედეგია. მან წყვილებში ATP-ის 78 ტურნირი მოიგო. ჯამში მაკინროის ერთეულებში და წყვილებში 156 ტურნირი აქვს მოგებული, რაც მამაკაცთა ჩოგბურთის რეკორდია. შერეულ წყვილებში ამერიკელმა ჩოგბურთელმა ერთხელ საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო.

სანაკრებო დონეზე, მან 5-ჯერ გაიმარჯვა დეივისის თასზე აშშ-ის ნაკრებთან ერთად. 1999 წელს, მაკინროი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა კომენტატორად დიდი სლემის ტურნირებზე.

სტატისტიკა და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთეულები: 11 (7–4)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1979 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი აშშ-ის დროშა ვიტას გერულაიტისი 7–5, 6–3, 6–3
მარცხი 1980 უიმბლდონი ბალახი შვედეთის დროშა ბიერნ ბორგი 6–1, 5–7, 3–6, 7–6(18–16), 6–8
გამარჯვება 1980 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი შვედეთის დროშა ბიერნ ბორგი 7–6(7–4), 6–1, 6–7(5–7), 5–7, 6–4
გამარჯვება 1981 უიმბლდონი (1) ბალახი შვედეთის დროშა ბიერნ ბორგი 4–6, 7–6(7–1), 7–6(7–4), 6–4
გამარჯვება 1981 აშშ-ის ღია პირველობა (3) ჰარდი შვედეთის დროშა ბიერნ ბორგი 4–6, 6–2, 6–4, 6–3
მარცხი 1982 უიმბლდონი ბალახი აშშ-ის დროშა ჯიმი კონორსი 6–3, 3–6, 7–6(7–2), 6–7(5–7), 4–6
გამარჯვება 1983 უიმბლდონი (2) ბალახი ახალი ზელანდიის დროშა კრის ლიუისი 6–2, 6–2, 6–2
მარცხი 1984 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა ჩეხოსლოვაკიის დროშა ივან ლენდლი 6–3, 6–2, 4–6, 5–7, 5–7
გამარჯვება 1984 უიმბლდონი (3) ბალახი აშშ-ის დროშა ჯიმი კონორსი 6–1, 6–1, 6–2
გამარჯვება 1984 აშშ-ის ღია პირველობა (4) ჰარდი ჩეხოსლოვაკიის დროშა ივან ლენდლი 6–3, 6–4, 6–1
მარცხი 1985 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი ჩეხოსლოვაკიის დროშა ივან ლენდლი 6–7(1–7), 3–6, 4–6

წყვილები: 12 (9–3)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი 1978 უიმბლდონი ბალახი აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ბობ ჰიუიტი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ფრიუ მაკმილანი
1–6, 4–6, 2–6
გამარჯვება 1979 უიმბლდონი (1) ბალახი აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი აშშ-ის დროშა ბრაიან გოტფრიდი
მექსიკის დროშა რაულ რამირესი
4–6, 6–4, 6–2, 6–2
გამარჯვება 1979 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი აშშ-ის დროშა ბობ ლუტცი
აშშ-ის დროშა სტენ სმითი
6–2, 6–4
მარცხი 1980 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი აშშ-ის დროშა ბობ ლუტცი
აშშ-ის დროშა სტენ სმითი
6–7, 6–3, 1–6, 6–3, 3–6
გამარჯვება 1981 უიმბლდონი (2) ბალახი აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი აშშ-ის დროშა ბობ ლუტცი
აშშ-ის დროშა სტენ სმითი
6–4, 6–4, 6–4
გამარჯვება 1981 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი შვეიცარიის დროშა ჰაინც გიუნტჰარდტი
ავსტრალიის დროშა პიტერ მაკნამარა
ტექნიკური მოგება
მარცხი 1982 უიმბლდონი ბალახი აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი ავსტრალიის დროშა პიტერ მაკნამარა
ავსტრალიის დროშა პოლ მაკნამი
3–6, 2–6
გამარჯვება 1983 უიმბლდონი (3) ბალახი აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი აშშ-ის დროშა ტიმ გალიკსონი
აშშ-ის დროშა ტომ გალიკსონი
6–4, 6–3, 6–4
გამარჯვება 1983 აშშ-ის ღია პირველობა (3) ჰარდი აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი აშშ-ის დროშა ფრიც ბიუნინგი
აშშ-ის დროშა ვან ვინიცკი
6–3, 6–4, 6–2
გამარჯვება 1984 უიმბლდონი (4) ბალახი აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი ავსტრალიის დროშა პეტ ქეში
ავსტრალიის დროშა პოლ მაკნამი
6–2, 5–7, 6–2, 3–6, 6–3
გამარჯვება 1989 აშშ-ის ღია პირველობა (4) ჰარდი ავსტრალიის დროშა მარკ ვუდფორდი აშშ-ის დროშა კენ ფლეკი
აშშ-ის დროშა რობერტ სეგუსო
6–4, 4–6, 6–3, 6–3
გამარჯვება 1992 უიმბლდონი (5) ბალახი გერმანიის დროშა მიხაელ შტიხი აშშ-ის დროშა ჯიმ გრაბი
აშშ-ის დროშა რიჩი რენებერგი
5–7, 7–6(7–5), 3–6, 7–6(7–5), 19–17

შერეული წყვილები: 1 (1–0)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1977 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა აშშ-ის დროშა მერი კარილიო რუმინეთის დროშა ფლორენცა მიჰაი
კოლუმბიის დროშა ივან მოლინა
7–6, 6–3

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთეულები: 4 (3–1)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1978 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (1) ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა არტურ ეში 6–7, 6–3, 7–5
მარცხი 1982 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი ხალიჩა (დ) ჩეხოსლოვაკიის დროშა ივან ლენდლი 4–6, 4–6, 2–6
გამარჯვება 1983 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (2) ხალიჩა (დ) ჩეხოსლოვაკიის დროშა ივან ლენდლი 6–3, 6–3, 6–4
გამარჯვება 1984 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (3) ხალიჩა (დ) ჩეხოსლოვაკიის დროშა ივან ლენდლი 7–5, 6–0, 6–4

(დ) – დახურული კორტი

წყვილები: 7 (7–0)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1978 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (1) ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი პოლონეთის დროშა ვოიცეხ ფიბაკი
ნიდერლანდების დროშა ტომ ოკერი
6–4, 6–2, 6–4
გამარჯვება 1979 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (2) ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი პოლონეთის დროშა ვოიცეხ ფიბაკი
ნიდერლანდების დროშა ტომ ოკერი
6–3, 7–6, 6–1
გამარჯვება 1980 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (3) ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი ავსტრალიის დროშა პიტერ მაკნამარა
ავსტრალიის დროშა პოლ მაკნამი
6–4, 6–3
გამარჯვება 1981 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (4) ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა კევინ ქარენი
აშშ-ის დროშა სტივ დენტონი
6–3, 6–3
გამარჯვება 1982 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (5) ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი აშშ-ის დროშა შერვუდ სტიუარტი
აშშ-ის დროშა ფერდი ტეიგენი
7–5, 6–3
გამარჯვება 1983 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (6) ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი ჩეხოსლოვაკიის დროშა პაველ სლოჟილი
ჩეხოსლოვაკიის დროშა ტომაშ შმიდი
6–2, 6–2
გამარჯვება 1984 მასტერსის გრან-პრი, ნიუ-იორკი (7) ხალიჩა (დ) აშშ-ის დროშა პიტერ ფლემინგი ავსტრალიის დროშა მარკ ედმონდსონი
აშშ-ის დროშა შერვუდ სტიუარტი
6–3, 6–1

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Tennis' Top 20 of All Time“. espn.com. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2018.
  2. „Top 10 Men's Tennis Players of All Time“. si.com. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2018.
  3. „THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA (M): NO. 9, JOHN MCENROE“. tennis.com. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2018.
  4. „Top 10 Tennis Players Of All Time: Rafael Nadal, Roger Federer Or Pete Sampras The Greatest Men's Player In Open Era?“. ibtimes.com. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2018.