ჯონ მაიკლ ბიშოპი
| ჯონ მაიკლ ბიშოპი | |
|---|---|
| ინგლ. John Michael Bishop | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 22 თებერვალი, 1936[1] [2] [3] [4] [5] [6] |
| დაბ. ადგილი | York[1] [4] |
| გარდ. თარიღი | 20 მარტი, 2026[7] (90 წლის) |
| გარდ. ადგილი | სან-ფრანცისკო[7] |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ვირუსოლოგი[9] , იმუნოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ონკოლოგი[8] [8] , ქიმიკოსი[8] [8] , მიკრობიოლოგი[8] [8] და ექიმი[8] |
| მუშაობის ადგილი | კალიფორნიის უნივერსიტეტი[10] [4] და ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი (აშშ) |
| ალმა-მატერი | ჰარვარდის სამედიცინო სკოლა[11] და Gettysburg College[4] |
| ჯილდოები | ალბერტ ლასკერის პრემია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებისათვის[12] , ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[13] [14] , გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, მეცნიერების ეროვნული მედალი[15] , ალფრედ სლოუნის პრემია[16] , დიქსონის პრემია მედიცინაში, ASCB Public Service Award[17] , ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[18] , honorary doctor of the University of Miami[19] და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[20] [21] |
ჯონ მაიკლ ბიშოპი (ინგლ. John Michael Bishop, J. Michael Bishop; დ. 22 თებერვალი, 1936, იორკი, პენსილვანია, — გ. 20 მარტი, 2026, სან-ფრანცისკო) — ამერიკელი იმუნოლოგი და მიკრობიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (ჰაროლდ ვარმუსთან ერთად, 1989).
დაამთავრა ჰარვარდის მედიცინის სკოლა 1962 წელს. 1968 წლიდან მუშაობდა სან-ფრანცისკოში კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (1972 წლიდან სრული პროფესორი). 1998-2009 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის კანცლერი.
1970 წლიდან ბიშოპი და ჰაროლდ ვარმუსი ერთობლივად მუშაობდნენ რეტროვირუსულ კიბოს გამომწვევ გენებზე (ონკოგენებზე). მათ აღმოაჩინეს, რომ ონკოგენები უჯრედის ნორმალური გენებისგან — პროტო-ონკოგენებისგან წარმოდგება და ამ ტრანსფორმაციას მუტაციები ან სხვადასხვა ქიმიური სტიმული იწვევს. ამ აღმოჩენისთვის მათ ნობელის პრემია მიენიჭათ 1989 წელს. ბიშოპი ასევე დაჯილდოებულია მეცნიერების ეროვნული მედლით (2003). იმავე წელს მან გამოაქვეყნა წიგნი: „როგორ მოვიგოთ ნობელის პრემია: მოულოდნელი ცხოვრება მეცნიერებაში“ (How to Win the Nobel Prize: An Unexpected Life in Science). ეს არის მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ერთგვარი ანალიზი, რომელიც ასევე ეხება მეცნიერების ისტორიულ ასპექტებსა და თანამედროვე კვლევების ინტელექტუალურ გარემოს. ბიშოპი გარდაიცვალა 2026 წლის 20 მარტს, 90 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯონ მაიკლ ბიშოპი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 J. Michael Bishop - Facts — ნობელის ფონდი.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Encyclopædia Britannica
- 1 2 3 4 5 NNDB — 2002.
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ Munzinger Personen
- 1 2 Bass E. J. Michael Bishop, who illuminated genetic roots of cancer, dies at 90 — Washington Post, 2026. — ISSN 0190-8286
- 1 2 3 4 5 6 7 8 Deutsche Nationalbibliothek Record #12834833X // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 Národní autority České republiky
- ↑ The Academic Family Tree — 2005.
- ↑ J. Michael Bishop - Biographical — ნობელის ფონდი.
- ↑ 1982 Winners — Lasker Foundation.
- ↑ The Nobel Prize in Physiology or Medicine 1989 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ The President's National Medal of Science: Recipient Details — National Science Foundation.
- ↑ GM Cancer Previous Prize Winners
- ↑ Public Service Award
- ↑ History of honorary degrees — ჰარვარდის უნივერსიტეტი.
- ↑ Honorary Degree and President's Medal Recipients — მაიამის უნივერსიტეტი.
- ↑ https://web.archive.org/web/20080609081629/http://royalsociety.org/publication.asp?id=7719
- ↑ https://web.archive.org/web/20080609053844/http://royalsociety.org/publication.asp?tip=1&id=7696