ჯონ ივლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ივლინი

ივლინის პორტრეტი — გოდფრი ნელერი (1687 წ.)
დაბადების თარიღი 31 ოქტომბერი, 1620
გარდაცვალების თარიღი 27 თებერვალი, 1706
ეროვნება ინგლისელი
საქმიანობა მწერალი, მემუარისტი

ჯონ ივლინი (ინგლ. John Evelyn; დ. 31 ოქტომბერი, 1620 — გ. 27 თებერვალი, 1706) — ინგლისელი მწერალი, მებაღე და მემუარისტი.

ჯონ ივლინის დღიური (მემუარები) მოიცავს მისი ზრდასრულობის პერიოდს 1640 წლიდან, როცა ის სტუდენტი იყო, 1706 წლამდე, როცა ის გარდაიცვალა. იმის გამო, რომ ამ პერიოდში რეგულარულად არ გამოიცემოდა ჟურნალები და გაზეთები, რომლებიც იმდროინდელ ცხოვრებასა და მოვლენებს აღწერდა, ივლინის დღიური ბევრად უფრო დიდი ინტერესის საგნად იქცა, ვიდრე გვიანი პერიოდის მსგავსი ნაშრომები. ივლინის ნაწერი ფარავს ხელოვნების, კულტურის და პოლიტიკის საკითხებს. მათში შესულია: ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯა, ოლივერ კრომველის აღზევება და საბოლოოდ ბუნებრივი სიკვდილი, ლონდონის შავი ჭირი და დიდი ხანძარი.

ივლინის თანამედროვე „მეტოქე“ მემუარისტი სემიუელ პიპსი განსხვავებული სახის დღიურს აწარმოებდა, რომელიც ბევრად მოკლე პერიოდს ფარავდა 1660-დან 1669 წლამდე, თუმცა ჰქონდა ბევრად დიდი სიღრმე. წლების შემდეგ ივლინის დღიური პიპსის ქრონიკების ჩრდილქვეშ მოექცა მე-17 საუკუნის ცხოვრების აღსაწერად.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chris Roberts, Heavy Words Lightly Thrown: The Reason Behind Rhyme, Thorndike Press, 2006 (ISBN 0-7862-8517-6)