ჯონ ებოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სერ ჯონ ებოტი

სერ ჯონ-ჯოზეფ-კოლდუელ ებოტი (ინგლ. John Joseph Caldwell Abbott; დ. 12 მარტი, 1821, სენტ-ენდრიუსი, ახლანდ. კვებეკი, კანადა, — გ. 30 ოქტომბერი, 1893, მონრეალი) — კანადელი იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე, კანადის პრემიერ-მინისტრი 1891-1892 წლებში.

დაამთავრა მაკგილის უნივერსიტეტი (1847). ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და 1862 გახდა სამეფო ადვოკატი. იყო მაკგილის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის დეკანი (1855-1880), კანადის საკანონმდებლო კრების წევრი (1857–1874, 1880–1887). 1891 წლის ივნისში, ჯონ მაკდონადლის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს კანადის პრემიერ-მინისტრად, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო 1892 წლის ნოემბერში გადადგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]