ჯონ ბროდუს უოტსონი
Jump to navigation
Jump to search
ჯონ ბროდუს უოტსონი (დ. 9 იანვარი, 1878, გრინვილი, სამხრეთი კაროლინის შტატი — გ. 25 სექტემბერი, 1958, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ფსიქოლოგი, „ბიჰევიორიზმის“ ფუძემდებელი. ობიექტურ-ექსპერიმენტული მეთოდების გამოყენებით შეეცადა ფსიქოლოგია აეგო, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო მეცნიერება. მთელი ფსიქოლოგიური მოქმედება გაგებული ჰქონდა, როგორც „სტიმულ-რეაქციის“ კავშირთა ერთიანობა. უოტსონის ფსიქოლოგიური კონცეფცია შექმნილია ცხოველთა კვლევის საფუძველზე. მისმა იდეებმა და მეთოდებმა დიდი გავლენა მოახდინეს ფსიქოლოგიის შემდგომ განვითარებაზე, მაგრამ ამ კონცეფციის მექანისტური შეზღუდულობა კრიტიკის ობიექტად იქცა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Psychology as the behaviorist views it (1913). Watson, John B., Psychological Review, 20, pp. 158–177.
- Conditioned emotional reactions (The Little Albert study, 1920). Watson, John B. & Rayner, Rosalie, Journal of Experimental Psychology, 3(1), pp. 1–14.
- John B. Watson. His Life in Words and Pictures
- It's All in the Upbringing
- The Long Dark Night of Behaviorism