ჯონ ბენვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ბენვილი
დაბადების თარიღი 8 დეკემბერი, 1945(1945-12-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (78 წლის)
დაბადების ადგილი უექსფორდი
ფსევდონიმი Benjamin Black
საქმიანობა სცენარისტი, რომანისტი, მწერალი[6] , დრამატურგი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ჟურნალისტი და ავტორი[8]
მოქალაქეობა  ირლანდიის რესპუბლიკა
ალმა-მატერი საერთაშორისო სამწერლო პროგრამა და St Peter's College, Wexford
ჟანრი რომანი
Magnum opus The Book of Evidence, აჩრდილები, დაბნელება, Shroud, ზღვა, The Infinities და Ancient Light
ჯილდოები ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია, ფრანც კაფკას პრემია, ასტურიის პრინცის ლიტერატურული პრემია[9] , Irish PEN Award, ბუკერის პრემია[10], ნონინოს საერთაშორისო პრემია, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[11]
გავლენა მოახდინეს
საიტი john-banville.com

ჯონ ბენვილი (ინგლ. John Banville; დ. 8 დეკემბერი, 1945) — ირლანდიელი მწერალი, მოთხრობების ავტორი და სცენარისტი.[12]ბუკერის, ფრანც კაფკასა და მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების, ასევე ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი.

დაიბადა 1945 წლის 8 დეკემბერს, უექსფორდში, უექსფორდის საგრაფოში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და კოლეჯი. სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ირლანდიის ნაციონალურ ავიაკომპანიაში — Aer Lingus. 1960-იანი წლების ბოლოს ის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი მიიღო რედაქტორის ასისტენტის თანამდებობა გაზეთ „The Irish Press“-ში, სადაც მუშაობდა მის დახურვამდე.

ჯონ ბენვილის პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული, სახელწოდებით „Long Lankin“, გამოიცა 1970 წელს.

2005 წელს ბენვილმა მიიღო ბუკერის პრემია რომანისთვის „ზღვა“.

მას პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი, ხოლო მეორე ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.

ამჟამად ის დუბლინში ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]