ჯონჯოლი
იერსახე
ჯონჯოლი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კოლხური ჯონჯოლი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Staphylea | ||||||||||||
|
ჯონჯოლი (ლათ. Staphylea) — მცენარეთა გვარი ჯონჯოლისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან პატარა ხეებია.
11-მდე სახეობა გავრცელებულია ამერიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზომიერ სარტყელში. კავკასიასა და საქართველოში ჯონჯოლის მხოლოდ ორი სახეობა გვხვდება: კოლხური ჯონჯოლი, რომელიც უმთავრესად დასავლეთ საქართველოში იზრდება, და ჩვეულებრივი ჯონჯოლი (ლათ. Staphylea pinnata), რომელიც კოლხეთის დაბლობის გარდა ქართლსა და კახეთშიც გვხვდება.
ჯონჯოლი იზრდება ხევებსა და ხეობებში, ქვიან ადგილებში, ზღვის დონიდან 1 300 მ-მდე. ჯონჯოლის გაუშლელ ყვავილებს ამწნილებენ, თესლისაგან მიღებულ ზეთს ხმარობენ მედიცინაში. ორივე სახეობა კარგი დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეა. მრავლდება თესლისა და ფესვის ამონაყრით. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ჯონჯოლის ყვავილები
-
ჯონჯოლის ნაყოფი
-
ჯონჯოლის ნაყოფი და თესლები
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. გურგენიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 572.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- EFloras: search results for Staphylea (ინგლისური)
- Flora Europaea: Staphylea (ინგლისური)
- Staphylea დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. - at desert-tropicals.com (ინგლისური)