ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი
უნივერსიტეტის ლოგო
დევიზი Veritas vos liberabit - სიმართლე გაგათავისუფლებს
დაფუძნდა 1876 (1876)
ტიპი კერძო
მდებარეობა ბალტიმორი, მერილენდი აშშ
საიტი jhu.edu

ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი (ინგლ. Johns Hopkins University) — კერძო უმაღლესი სასწავლებელია ბალტიმორში, მერილენდი, აშშ. დაარსდა 1876 წელს. ჯონს ჰოპკინზის ძირითადი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები მის ჰოუმვუდ კამპუსშია(ბალტიმორი), უნივერსიტეტს კამპუსი აქვს ვაშინგტონში, ასევე იტალიაში, სინგაპურსა და ჩინეთში.

ჯონს ჰოპკინზს მიიჩნევენ ერთ-ერთ წამყვან კვლევით და აკადემიურ დაწესებულებად მსოფლიოში და რანგით ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტთა რიგშია. US News-ის კვლევის მიხედვით იგი შტატების უნივერსიტეტების ათეულში შედის. 2016 წელს Times Higher Education-მა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტს მე-11 ადგილი მიანიჭა მსოფლიოს მასშტაბით[1]. ამავე წელს QS World University-ის მიხედვით იგი მე-16 იყო. 2015 წელს Academic Ranking of World Universities-ის კვლევებში ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტმა მე-16 ადგილი დაიკავა, National Universities Rankings-საში კი მე-10.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]