ჯონი ქეიჯი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჯონი ქეიჯი}} |
"" „“ | ამ სტატიაში/სექციაში გამოყენებული სასვენი ნიშანი ბრჭყალები (გაიგეთ მეტი ბრჭყალების შესახებ) არ შეესაბამება ქართული ენის ნორმებს. |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ჯონი ქეიჯი ― „Mortal Kombat“-ის საბრძოლო ვიდეო თამაშებისა და ფილმების პერსონაჟი, შექმნილი „Midway Games“-ისა და „NetherRealm Studios“-ის მიერ. იგი პირველად გამოჩნდა 1992 წლის ფილმში, როგორც კინოვარსკვლავი, რომელმაც იმდენად კარგად იცოდა საბრძოლო ხელოვნება, რომ ჟურნალისტები ტყუილსა და მონტაჟში ადანაშაულებდნენ. მოგვიანებით, ჯონის უწევს, დაიცვას დედამიწა ლიუ კენგსა და სონია ბლეიდთან ერთად გარე სამყაროს დაპყრობითი ომებისგან. „Mortal Kombat 10“-ში ის სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცრის, სონია ბლეიდის ქმარი და მისი შვილის მამაა. ქეიჯი დაფუძნებულია ჟან-კლოდ ვან დამზე, განსაკუთრებით ვან დამის პერსონაჟ ფრენკ დუქსზე 1988 წლის ფილმიდან „Bloodsport“. ყველა თამაშსა თუ ფილმში ჯონი გამოირჩევა ნარცისიზმითა და იუმორით სერიოზულ სიტუაციებში.
შექმნის პროცესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქეიჯის ნამდვილი სახელი, ჯონ კარლტონი, აღებულია „Midway Games“-ის მხატვრისა და პროგრამისტის, ჯონ კარლტონისგან, რომელიც მუშაობდა „NBA Jam“-ის არკადული თამაშების სერიაზე. ქეიჯი იყო „Mortal Kombat“-ისთვის შექმნილი პირველი პერსონაჟი და ორიგინალი თამაშის სატესტო პროტოტიპში მხოლოდ ორი ჯონის მოდელი იბრძოდა ერთმანეთთან.
როგორც ნარცისი ჰოლივუდის ვარსკვლავი, ქეიჯი კომიკოსის როლს ასრულებს, განსხვავებით თამაშების უფრო სერიოზული პერსონაჟებისგან, როგორებიც არიან ლიუ კენგი და რეიდენი. 2011 წლის „Mortal Kombat“-ში ჯონის საკუთარი სახელიც კი აქვს ტატუირებული მკერდზე. ჯონის მთავარი როლი „Mortal Kombat X“-ში არის სპეცრაზმის კონსულტანტი და არა მსახიობი. მისი ქალი ვერსია ალტერნატიული სამყაროდან (ჯანეტ ქეიჯი), გამოჩნდა „Mortal kombat 1“-ის განახლებაში და ასრულებს კამეო (დამხმარე) პერსონაჟის როლს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„Mortal Kombat“-ში (1992) ჯონი არის ჰოლივუდის მსახიობი, რომელსაც ჯადოქარი შენგ ცუნგი მოტყუებით შეიყვანს ტურნირში. ჯონის მთავარი მოტივაციაა, დაამტკიცოს, რომ არ ეყრდნობა ეფექტებს თავის ფილმებში და გააუმჯობესოს საკუთარი მარკეტინგული შესაძლებლობები.
ფილმის გაგრძელებაში, „Mortal Kombat II“-ში (1993), ჯონი მიდის ფილმის გადასაღები მოედნიდან, რათა შეუერთდეს დედამიწელ მეომრებს ჩემპიონი ლიუ კენგის მეთაურობით. მებრძოლები გაემგზავრებიან გარესამყაროში და დაამარცხებენ მის ტირანულ იმპერატორს, შაო ხანს.
მიუხედავად იმისა, რომ ქეიჯი არ ჩანს „Mortal Kombat 3“-ში (1995) და „Ultimate Mortal Kombat 3“-ში, 1996 წლის კრებულში, „Mortal Kombat Trilogy“-ში ვიგებთ, რომ იგი შაო ხანისთვის მებრძოლებმა მოკლეს. ჯონის სული აღდგება და საშუალება ეძლევა, დაეხმაროს მოკავშირეებს შაო ხანის კიდევ ერთხელ დამარცხებაში. „Mortal Kombat 4“-ში (1997) რეიდენი მას ფიზიკურადაც აცოცხლებს, რათა ერთად ებრძოლონ დაცემულ, ყოფილ ღვთაება შინოკს.
„Mortal Kombat: Deadly Alliance“-ში (2002) ჯონი იღებს ფილმს საკუთარ სიკვდილზე, სახელწოდებით „The Death of Johnny Cage“, რომლითაც უკმაყოფილოა. რეიდენი მას ახალ მისიაზე გზავნის გარე სამყაროში. ჯონი და სხვა დედამიწელი მეომრები კიდევ ერთხელ დაიღუპნენ, როდესაც ცდილობდნენ შეეჩერებინათ სასიკვდილო ალიანსის მიერ ჩატარებული დრაკონი მეფის, ონაგას გაცოცხლების რიტუალი. „Mortal Kombat: Deception“-ში (2004) ისინი კვლავ გაცოცხლდებიან.
„Mortal Kombat“-ში (2011), რეიდენმა სამყარო შეცვალა, რათა თავიდან აეცილებინა არმაგედონი. ჯონი ანტიკური ხმელთაშუა ზღვის ტომის წევრთა შთამომავალი აღმოჩნდება, რაც ხსნის მის განსაკუთრებულ ძალას. თამაშის ისტორიის ბოლოს, მხოლოდ სონია და ჯონი გადარჩებიან.
„Mortal Kombat X“-ში (2015), რომელიც ვითარდება წინა თამაშიდან ორი წლის შემდეგ, ჯონი აღმოაჩენს თავის განსაკუთრებულ ძალას შინოკისგან სონიას გადარჩენისას და ეხმარება რეიდენს, შინოკი ჩაამწყვდიოს ჯადოსნურ ამულეტში. ჯონი და სონია მოგვიანებით დაქორწინდნენ და გაუჩნდათ ქალიშვილი, ქესი ქეიჯი, მაგრამ ისინი განქორწინდნენ სონიას კარიერისადმი თავდადების გამო. ოცდახუთი წლის შემდეგ, ჯონი უერთდება საიდუმლო სპეცდანიშნულების რაზმს სონიას მეთაურობით. საკუთარი მიმდევრების დახმარებით, შინოკი ამოვა ამულეტიდან, იტაცებს ჯონის და მიითვისებს დედამიწის სასიცოცხლო ძალის წყაროს. მამის ძალების წყალობით, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა, ქესი ამარცხებს შინოკს, იხსნის ჯონის და აერთიანებს ოჯახს.
„Mortal Kombat 11“-ში (2019), რომელიც ხდება წინა თამაშიდან ორი წლის შემდეგ, ჯონი და ქესი გლოვობენ სონიას, რომელიც გარდაიცვალა სპეცრაზმის თავდასხმის შემდეგ მიწისქვეშა სამყაროზე. მას შემდეგ, რაც დროის მცველი კრონიკა იწვევს დროის ქარიშხალს რეიდენის სამყაროს ისტორიიდან ამოშლის მცდელობაში, ჯონისა და სონიას წარსული ვერსიები აწმყოში გადმოდიან. ახლანდელი ჯონი ცდილობს, საკუთარ ახალგაზრდა ვერსიას სონიასთან სწორად მოქცევა ასწავლოს. მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ჯონი წარმატებით დაიცავს სპეცრაზმის ბაზას კრონიკას ძალებისგან, ის დაშავდება ბრძოლაში, ხოლო მის და სონიას უმცროს ვარიანტებს გაიტაცებენ და აიძულებენ, იბრძოლონ „შავი დრაკონის“ კრიმინალური ბანდის გასართობად. ქესი სათავეში უდგება სპეცდანიშნულების რაზმს მათ გადასარჩენად, ხოლო უმცროსი ჯონი შთაგონებულია, რომ უფრო დაემსგავსოს თავის მომავალს.
„Mortal Kombat 1“-ის ახალ ვერსიაში (2023), მას შემდეგ, რაც ცეცხლის ღმერთი ლიუ კენგი ქმნის ახალ სამყაროს, ჯონი წარუმატებელი მსახიობი ხდება, რომლის ძვირადღირებული ცხოვრების წესი აშორებს თავის ყოფილ მეუღლეს, კრისტინას. მაშინვე, მას დაუპირისპირდება იაკუზას ყოფილი წევრი, კენში ტაკაჰაში, რომელიც ეძებს ჯონის ნაყიდ წმინდა ხმალს, სენტოს. მათ ბრძოლას წყვეტს ლიუ კენგი, რომელიც ოთხ მებრძოლს გასაწვრთნელად უშვებს შაოლინებთან. მიუხედავად იმისა, რომ რეიდენი აირჩევა ჩემპიონად, ლიუ კენგი აგზავნის ოთხივე წევრს ტურნირში საბრძოლველად. მას შემდეგ, რაც კენში ბრმავდება ტარკატით დაავადებული პრინცესის, მილინას თავდასხმის გამო, ჯონი საკუთარი ნებით აძლევს სენტოს კენშის. შენგ ცუნგის დამარცხების შემდეგ, ჯონი აქტიურად იღებს ფილმებს და იბრუნებს პოპულარობას. მისი ქალი ვერსია, ჯენეტ ქეიჯი, ჩნდება კამეო (დამხმარე) პერსონაჟად. ხოლო მეორე მსოფლიო ომის პოლკოვნიკი ჯონათან ქეიჯი გამოჩნდება „Khaos Reigns DLC“-ში.
მარკეტინგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს ჯონის მრავალი ფიგურა, რომლებიც წარმოებულია „Hasbro“-ს, „Toy Island“-ისა და „Jazwares“-ის მიერ. „Advanced Graphics“-მა გამოუშვა მისი რეალური ზომის მუყაოს სტენდები 2011 წელს, ხოლო „Syco Collectibles“-მა შექმნა მისი ქვის ქანდაკება 2012 წელს.