ჯონდო შარიქაძე
| ჯონდო შარიქაძე | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 14 იანვარი, 1932[1] |
| გარდ. თარიღი | 8 სექტემბერი, 2020[1] (88 წლის) |
| საქმიანობა | მათემატიკოსი[1] და ფიზიკოსი[1] |
ჯონდო შარიქაძე (დ. 14 იანვარი, 1932, გორი — გ. 8 სექტემბერი, 2020) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1956 წელს დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1961 წელს ასპირანტურა.
1961 წლიდან დაიწყო სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა: 1961-1966 წლებში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში, 1966-1972 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ, ხოლო 1972-1981 წლებში იყო მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორი. 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1981 წლიდან კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკის „საქართველოს კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენელი, პარტიული სიით. ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ავტორია ისეთი სამეცნიერო ნაშრომებისა, როგორიცაა: „დაგვიანებითი ოპტიმალური პროცესები“ და „აბსტრაქტული ვარიაციული თეორია და მისი გამოყენება დაგვიანებით ოპტიმალურ ამოცანებში“. 1984 წელს დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.
1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „ექსტრემალური ამოცანები წრფივ ტოპოლოგიურ სივრცეებში.“
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2001 - ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999 გვ. 410
- საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი. თბ. 2015 გვ. 404
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.