ჯონდო ბაღათურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯონდი ბაღათურია)
ჯონდო (ჯონდი) ბაღათურია
დაბადების თარიღი 30 მარტი, 1964 (1964-03-30) (60 წლის)
დაბადების ადგილი ბათუმი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია ქართული დასი

ჯონდო (ჯონდი) ბაღათურია (დ. 30 მარტი, 1964, ბათუმი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980–1981 წლებში მუშაობდა ბათუმის მექანიზაციის სამმართველში ზეინკლად. 1987 წელს მუშაობდა N4 სასკოლო კვების კომბინატში მუშად. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. 1988-1989 წლებში მუშაობდა შულავერის ინერტულ მასალათა ქარხანაში. 1989–1995 წლებში მუშაობდა ტრესტ „საქსპეცმშენში“ სხვადასხვა თანამდებობებზე.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998–2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ედპ-ის“ თავმჯდომარე. 2007 წელს დააფუძნა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასი“, რომელიც იყო ეროვნული საბჭოს წევრი. საბჭო ბლოკის სახით მონაწილეობდა 2008 წლის არჩევნებში, სადაც ბაღათურიამ მოიპოვა საპარლამენტო მანდატი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]