შინაარსზე გადასვლა

ჯომო კენიატას საერთაშორისო აეროპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯომო კენიატას საერთაშორისო აეროპორტი
Uwanja wa ndege wa kimataifa wa Jomo Kenyatta
Jomo Kenyatta International Airport
IATA-ს კოდი: NBOICAO-ს კოდი: HKJK
WMO: 63740
NBO — კენია
NBO
NBO
აეროპორტის მდებარეობა კენიაში
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო
ოპერატორი კენიის აეროპორტების ადმინისტრაცია
ემსახურება ნაირობი
ადგილმდებარეობა ემბაკასი, ნაირობი, კენია
ჰაბი
აშენდა 9 მარტი, 1958 (1958-03-09)
სიმაღლე ზდ 1624
კოორდინატები 01°19′07″ ს. გ. 36°55′33″ ა. გ. / 1.31861° ს. გ. 36.92583° ა. გ. / -1.31861; 36.92583
ვებ-გვერდი kaa.go.ke
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
06/24 4117 ასფალტი
სტატისტიკა (2020)
მგზავრი 984 769

ჯომო კენიატას საერთაშორისო აეროპორტი (IATA: NBO, ICAO: HKJK) — საერთაშორისო აეროპორტი კენიაში, რომელიც ემსახურება ქვეყნის დედაქალაქსა და უდიდეს ქალაქ ნაირობის. კენიაში სხვა სამი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აეროპორტია: კისუმუს საერთაშორისო აეროპორტი, მოის საერთაშორისო აეროპორტი და ელდორეტის საერთაშორისო აეროპორტი. აეროპორტი მდებარეობს ემბაკასის რაიონში, ნაირობის ცენტრალური ბიზნეს რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კილომეტრში და რეგულარულად სრულდება ფრენები 50-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით.[1] თავდაპირველად აეროპორტს ემბაკასის აეროპორტი ერქვა, თუმცა 1978 წელს კენიის პირველი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ჯომო კენიატას საპატივმცემლოდ აეროპორტს სახელი შეეცვალა. 2016 წელს აეროპორტმა 7 მილიონზე მეტი მგზავრი გაატარა,[2] რაც მას მგზავრთა რაოდენობის მიხედვით, აფრიკის კონტინენტზე მეშვიდე ყველაზე დატვირთულ აეროპორტად აქცევს.[3]

ჯომო კენიატას საერთაშორისო აეროპორტის საფოსტო კოდია 00501.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Jomo Kenyatta, Nairobi (NBO) flight index. ციტირების თარიღი: 7 August 2013
  2. JKIA passenger numbers hit record high. ციტირების თარიღი: 5 May 2017
  3. AfroVisual Data "Africa's Top 10 Busiest Airports in 2016". ციტირების თარიღი: 5 May 2017
  4. Nash. Nairobi Postal Code is 00100 - Complete List - 2023 [BEST] en-us. ციტირების თარიღი: 2023-03-19