ჯომაღისწყალი
იერსახე
| ჯომაღისწყალი | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ჯავის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
| სათავე |
მაღრან-დვალეთის კავკასიონი 42°35′12″ ჩ. გ. 44°01′05″ ა. გ. / 42.58667° ჩ. გ. 44.01806° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2995 მ |
| შესართავი |
დიდი ლიახვი 42°31′59″ ჩ. გ. 44°05′41″ ა. გ. / 42.53306° ჩ. გ. 44.09472° ა. გ. |
| სიგრძე | 11,2 კმ |
| აუზის ფართობი | 67,8 კმ² |
| მდინარის სისტემა | ლიახვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 1,93 მ³/წმ |
|
| |
ჯომაღისწყალი — მდინარე საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2995 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადს. სიგრძე 11,2 კმ, აუზის ფართობი 67,8 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობაა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში, წყალმცირობა — ზამთარში, ადრე შემოდგომაზე იშვიათად იცის წყალმოვარდნა. მდინარე ჯომაღისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 2040 მ სიმაღლეზე მდებარეობს სოფელი მაღი. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,93 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 571.