შინაარსზე გადასვლა

ჯოი ადამსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოი ადამსონი
ინგლ. Joy Adamson
დაბადების თარიღი 20 იანვარი, 1910(1910-01-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი ოპავა[1] [8]
გარდაცვალების თარიღი 3 იანვარი, 1980(1980-01-03)[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი Shaba National Reserve
საქმიანობა მწერალი, ბუნებისმეტყველი[9] , მხატვარი[9] , გარემოსდამცველი[9] , ბოტანიკის ილუსტრატორი[9] , ecologist, ავტობიოგრაფი[10] , ბოტანიკური კოლექციონერი[11] [12] [13] [14] [15] , სამეცნიერო მხატვარ-ილუსტრატორი[11] , cartoonist[5] , მხატველი[8] და პროზაიკოსი[8]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
 ავსტრია
ცისლეიტანია
ალმა-მატერი ვენის სახვითი ხელოვნების აკადემია[8]
Magnum opus Born Free
ჯილდოები ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“[10] და Grenfell Medal[10] [11]
მეუღლე Victor von Klarwill[16] , Peter René Oscar Bally[16] [12] და George Adamson[9]

ჯოი ადამსონი (ინგლ. Joy Adamson, დაბადებიდან ფრიდერიკე ვიქტორია გესნერი ( გერმ. Friederike Victoria Gessner ( დ. 20 იანვარი, 1910, ტროპაუ, ავსტრია-უნგრეთი, ამჟამად ოპავა, ჩეხეთის რესპუბლიკა — გ. 3 იანვარი, 1980, შაბას ეროვნული ნაკრძალი, კენია ) — ნატურალისტი, მწერალი, მხატვარი და ბუნების დამცველი. მან გაზარდა და ველურ ბუნებაში გაუშვა ლომი და გეპარდი. ჯოი ადამსონს პოპულარობა მოუტანა წიგნებმა, სადაც აღწერდა თავის ცხოვრებას აფრიკაში გარეულ ცხოველებს შორის და მათი ბრაკონიერებისგან დაცვის მცდელობებს.

ფრიდერიკე ვიქტორია დაიბადა მდიდარი მეწარმის ოჯახში. ბავშვობაში მისი საყვარელი თამაში ლომებზე ნადირობა იყო. თორმეტი წლის ასაკიდან სწავლობდა დახურულ ექსპერიმენტულ სკოლაში. გოგონა გულმოდგინედ სწავლობდა და ადვილად უმკლავდებოდა სკოლის საგნებს. მომავალი მწერალი ხშირად სტუმრობდა ვენის ზოოპარკს, მოგზაურობდა, აკვირდებოდა ცხოველებს. გადადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში. ცხოვრების მანძილზე მან არაერთხელ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ერთი ქვეყნიდან მეორეში. ის და მისი პირველი ქმარი, ვიქტორი, შეთანხმდნენ, რომ თუ ფრიდერიკეს მოეწონებოდა კენია, ვიქტორიც ჩავიდოდა იქ საცხოვრებლად.

1937 წლის 12 მაისს ფრიდერიკე გენუადან კენიაში გაემგზავრა. გემზე მან გაიცნო ბრიტანელი პიტერ ბეილი. იგი გაშორდა ვიქტორს და დაქორწინდა პიტერზე. პიტერმა ცოლს არა მხოლოდ გვარი მისცა, არამედ დაარქვა ახალი სახელი — ჯოი. მათ ხუთი წელი გაატარეს ერთად. წყვილი აფრიკაში გაემგზავრა, ჯოი ბეილი ცხოველებს, მცენარეებს და ძირძველ ხალხს ტრადიციულ სამოსში ხატავდა.

ერთ-ერთ წვეულებაზე ჯოიმ გაიცნო ჯორჯ ადამსონი. მან სწრაფად მიიღო განქორწინების გადაწყვეტილება და ორ თვეში ცოლად გაჰყვა ჯორჯ ადამსონს.

ერთ დღეს ჯორჯს დაავალეს მოეკლა ლომი, რომელიც თავს ესხმოდა რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს. დავალების შესრულების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ლომს სამი პატარა ლომის ბოკვერი ჰყავდა. ჯორჯმა ისინი სახლში წაიყვანა. მათგან ორი გაგზავნეს ზოოპარკში, მაგრამ ჯოიმ ვერ დათმო დედალი ბოკვერი. ბოკვერს ელსა დაარქვეს. როდესაც ელსა სამი წლის გახდა, ჯოი და ჯორჯი თანდათანობით აჩვევდნენ თავისუფლებას. იგი შორს წაიყვანეს ბანაკიდან და ნადირობის ინსტინქტის გაღვიძების მიზნით, დაჭრილ ცხოველებზე დაგეშეს. ელსა ბევრჯერ დაბრუნდა ხალხთან, მაგრამ ბოლოს ახალგაზრდა ლომს შეხვდა და მასთან ერთად წავიდა. მანამდე არასოდეს ყოფილა შესაძლებელი ტყვეობაში გაზრდილი მტაცებლის ველურ ბუნებაში დაბრუნება. ერთი წლის შემდეგ, ელსა დაბრუნდა ადამსონებთან სამი ლომის ბოკვერით.

1960 წელს ჯოი ადამსონმა გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი Born Free: A lioness of two worlds, სადაც ავტორი აღწერდა საკუთარი შრომის შედეგებს. მომდევნო წლებში ჯოი ადამსონმა დაწერა კიდევ ორი წიგნი ცხოველებზე, რომლებიც ელსას ისტორიის ერთგვარი გაგრძელება იყო: Forever Free: Elsa’s Pride (1964) და Living Free: The story of Elsa and her cubs (1966). 1964 წელს ჯოის სთხოვეს მდედრი გეპარდის აყვანა. მწერალს ახარებდა მისდამი ნდობა და გადაწყვიტა ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ეს გეპარდიც ველურ ბუნებაში დაბრუნებულიყო. მათი საოცარი მეგობრობის მოთხრობილია ჯოი ადამსონის წიგნში „ლაქებიანი სფინქსი“ (The Spotted Sphinx) (1969). ჯოი ადამსონის უახლესი ბესტსელერი იყო ავ)ტობიოგრაფია სახელწოდებით Wild Heart.

1980 წლის 3 იანვარს მწერალი გარდაცვლილი იპოვეს კენიაში, შაბას ნაკრძალში. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯოი ადამსონს ლომი დაესხა თავს. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საბოლოოდ, დამნაშავედ ცნეს 18 წლის მუშა ნაკვერ ესაი, რომლის მოტივი ან ყაჩაღობა იყო ან შურისძიება სამსახურიდან გათავისუფლებისთვის. ახალგაზრდას, რომელსაც არასოდეს უღიარებია დანაშაული, მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.

მეუღლის ანდერძის თანახმად ჯორჯ ადამსონმა ჯოის ცხედრის კრემაცია მოახდინა და ფერფლი ჯოის საყვარელი ცხოველების, ლომი ელსას და გეპარდი პიპას საფლავებზე მიმოფანტა. ჯორჯ ადამსონი გარდაიცვალა ცხრა წლის შემდეგ.

  1. 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #104530138 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 Find a Grave — 1996.
  5. 1 2 3 Národní autority České republiky
  6. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  7. 1 2 ПроДетЛит — 2019.
  8. 1 2 3 4 5 6 Vědecká knihovna v Olomouci REGO
  9. 1 2 3 4 5 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 1. — P. 8. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  10. 1 2 3 Who's who(untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
  11. 1 2 3 https://plants.jstor.org/stable/10.5555/al.ap.person.bm000123760
  12. 1 2 https://plants.jstor.org/stable/10.5555/al.ap.person.bm000123764
  13. https://www.smithsonianmag.com/blogs/national-museum-of-natural-history/2022/12/20/2022-in-review-the-national-herbarium-goes-digital/
  14. Bionomia — 2018.
  15. Bionomia — 2018.
  16. 1 2 http://www.freiheit.cz/2-freiheit---je-hezky-cesky-Svoboda-nad-Upou/299-bily-kur-a-lvice-elsa.html