შინაარსზე გადასვლა

ჯოის კეროლ ოუტსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოის კეროლ ოუტსი
ინგლ. Joyce Carol Oates
დაბადების თარიღი 16 ივნისი, 1938(1938-06-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] (87 წლის)
დაბადების ადგილი Lockport[16] [5]
ფსევდონიმი Rosamond Smith და Lauren Kelly
საქმიანობა დრამატურგი[17] , პოეტი[18] [19] , რომანისტი, ესეისტი, ავტობიოგრაფი, მწერალი[20] [21] [22] [17] [23] [24] [25] , სცენარისტი, პროფესორი[26] [27] [28] , დღიურის ავტორი და docent[25]
მოქალაქეობა  აშშ[29] [30] [31] [5]
ალმა-მატერი University of Detroit Mercy, რაისის უნივერსიტეტი, სირაკიუსის უნივერსიტეტი, მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი და Williamsville South High School
პერიოდი 1999[24]
Magnum opus შავი წყალი, Blonde და The Falls
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[32] , ო. ჰენრის პრემია, წიგნების ეროვნული პრემია[33] , სენტ-ლუისის ლიტერატურული პრემია, რეას პრემია მოკლე ისტორიისთვის, ბრემ სტოკერის პრემია რომანისათვის[34] , პენ/მალამუდის პრემია, Oprah's Book Club, ჰელმერიხის პრემია, კარლ სენდბერგის ლიტერატურული პრემია[35] , Common Wealth Award of Distinguished Service, Prix Femina étranger, წლის ჰუმანისტი[36] , Fernanda Pivano Award for American Literature, ეროვნული ჰუმანიტარული მედალი[37] , მადამ ფიგაროს გრან-პრი საუკეთესო უცხოური რომანისთვის, ჩინო დელ დუკას პრემია[38] , Pushcart Prize, Stone Award for Lifetime Literary Achievement, ნიუ-ჯერსის დიდების დარბაზი[39] , honorary doctor of Brandeis University, honorary doctor of the Northwestern University, Ivan Sandrof Lifetime Achievement Award[40] , Bram Stoker Award for Short Fiction, ფენტეზის მსოფლიო პრემია საუკეთესო მოთხრობისთვის[41] , ბრემ სტოკერის პრემია ცხოვრებისეული მიღწევებისთვის[42] , Bram Stoker Award for Best Fiction Collection[43] , Bram Stoker Award for Best Fiction Collection[44] , Bram Stoker Award for Best Fiction Collection[45] , Q24930544?, Q137641164?[46] და Lucien Barrière Literary Award[47]
მეუღლე რეიმონდ ჯოზეფ სმიტი[48] და Charles G. Gross[48]

ჯოის კეროლ ოუტსი (ინგლ. Joyce Carol Oates; დ. 16 ივნისი, 1938) — ამერიკელი მწერალი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო და მას შემდეგ 58 რომანი, პიესები, ნოველები, მემუარები და მრავალი მოთხრობების, ლექსებისა და ესეების კრებული გამოაქვეყნა. მისი ორი რომანი და ორი მოთხრობათა კრებული პულიცერის პრემიის ფინალისტებს შორის მოხვდა. მწერალი არაერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორისა წიგნის ეროვნული პრემია (1970), ორი ო. ჰენრის პრემია და იერუსალიმის პრემია (2019).

1978-2014 წელებში ოუტსი პრინსტონის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ამჟამად იგი მოწვეული პროფესორია კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც მცირე პროზას ასწავლის.[49]

2016 წელს ოუტსი ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი გახდა.[50]

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ლოკპორტში. იზრდებოდა მშობლების ფერმაში.

ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბებიასთან, ბლანშე ვუდსაიდთან.[51] მისი სიკვდილის შემდეგ, ოუტსმა შეიტყო, რომ მისმა მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რის შემდეგაც ბლანშე თავის ებრაულ წარმოშობას მალავდა. ოუტსმა ბებიის ცხოვრების შესახებ დაწერა რომანი „მესაფლავის ქალიშვილი“ (2007).[51]

ლიტერატურით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. ლუის კეროლის წიგნს „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“, რომელიც მას ბებიამ აჩუქა, ოუტსი „თავისი ბავშვობის უძვირფასეს საგანძურს და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ გავლენას“ უწოდებს.[52] მოზარდობის წლებში ეცნობოდა შარლოტა და ემილი ბრონტეების, ფიოდორ დოსტოევსკის, უილიამ ფოლკნერის, ერნესტ ჰემინგუეისა და ჰენრი დეივიდ თოროუს შემოქმედებას. ამ მწერლებმა მასზე ძლიერი გავლენა მოახდინეს.[53] ოუტსმა წერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როცა ბებიამ საბეჭდი მანქანა აჩუქა.[51]

სწავლობდა სოფლის სკოლაში, მოგვიანებით კი ქალაქის გარეუბნის სკოლებში გადაინაცვლა. 1956 წელს სკოლა დაამთავრა.[54] იგი პირველი იყო ოჯახში, ვინც სრული საშუალო განათლება მიიღო.[55]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.nndb.com/lists/507/000063318/
  2. SNAC — 2010.
  3. Encyclopædia Britannica
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 1 2 3 http://web.archive.org/web/20170324034050/http://jeugdliteratuur.org/auteurs/joyce-carol-oates
  6. NooSFere — 1999.
  7. Discogs — 2000.
  8. FemBio database
  9. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  10. Národní autority České republiky
  11. The Fine Art Archive — 2003.
  12. VIAF ID
  13. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  14. Babelio — 2007.
  15. Munzinger Personen
  16. http://www.theguardian.com/books/2012/aug/14/joyce-carol-oates-portrait-artist
  17. 1 2 abART
  18. http://muse.jhu.edu/journals/not/summary/v058/58.4adams.html
  19. https://muse.jhu.edu/journals/notes/v058/58.4adams.pdf
  20. http://www.nytimes.com/books/98/07/05/specials/oates.html
  21. http://www.theguardian.com/related/books/2012/sep/07/my-hero-joyce-carol-oates-rose-tremain
  22. http://www.theguardian.com/related/books/2014/jan/31/carthage-joyce-carol-oates-review
  23. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  24. 1 2 RKDartists
  25. 1 2 Catalog of the German National Library
  26. http://www.wordplays.com/crossword-solver/Longtime-%22Frasier%22-actress
  27. http://www.wordplays.com/crossword-solver/Professor-of-herbology-at-Hogwarts
  28. http://nymag.com/thecut/2014/03/princeton-faculty-denounces-princeton-mom.html
  29. http://www.nytimes.com/2005/10/13/books/13cnd-nobel.html?hp
  30. http://www.nytimes.com/2010/05/17/books/17arts-AWARDFORSPOR_BRF.html
  31. http://www.nytimes.com/interactive/2013/04/14/education/edlife/20130414.html?_r=0
  32. Guggenheim Fellows database
  33. https://www.nationalbook.org/books/them/
  34. https://bramstokerawards.horror.org/about-the-awards/1995-bram-stoker-award-winners-nominees/
  35. https://www.chipublib.org/chicago-public-library-foundation-awards/
  36. https://www.princeton.edu/news/2007/06/27/oates-named-humanist-year#:~:text=Joyce%20Carol%20Oates%2C%20the%20Roger,last%20month%20in%20Portland%2C%20Ore.
  37. https://www.neh.gov/about/awards/national-humanities-medals/joyce-carol-oates
  38. https://www.livreshebdo.fr/article/joyce-carol-oates-laureate-du-prix-mondial-cino-del-duca-2020
  39. https://njhalloffame.org/hall-of-famers/2012-inductees/joyce-carol-oates/
  40. https://www.bookcritics.org/past-awards/2009/
  41. https://www.sfadb.com/World_Fantasy_Awards_2011
  42. https://bramstokerawards.horror.org/lifetime-achievement-award/lifetime-achievement-award-2/
  43. https://www.sfadb.com/Bram_Stoker_Awards_2012
  44. https://www.sfadb.com/Bram_Stoker_Awards_2013
  45. https://www.sfadb.com/Bram_Stoker_Awards_2017
  46. https://ecrivainssportifs.fr/prix-etranger-sport-et-litterature/
  47. http://www.inthemoodfordeauville.com/prix_litteraire_2007/
  48. 1 2 https://detroithistorical.org/learn/encyclopedia-of-detroit/oates-joyce-carol
  49. Berkeley English Joyce Carol Oates Courses. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-14. ციტირების თარიღი: 2019-12-14
  50. APS Member History. ციტირების თარიღი: 2021-02-18
  51. 1 2 3 Reese, Jennifer (2007). „Joyce Carol Oates gets personal“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-02. ციტირების თარიღი: 2022-04-24.
  52. Oates, Joyce Carol (2003). The Faith of a Writer, გვ. 14. ISBN 9780060565534. 
  53. (1989) რედ. Milazzo, Lee: Conversations with Joyce Carol Oates. University Press of Mississippi, გვ. 143. 
  54. Kwiatkowski, Jane (1999). „The Williamsville that Joyce Carol Oates Knew“. The Buffalo News. Buffalo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-25. ციტირების თარიღი: 2022-04-24.
  55. Edemariam, Aida (2004). „The new Monroe doctrine“. The Guardian.