ჯოისტიკი

ჯოისტიკი (ინგლ. Joystick), ზოგჯერ მოისხსენიება როგორც ფლაიტსტიკი (ინგლ. flight stick) — შეყვანის მოწყობილობა, რომლის მბრუნავი ღერძი ბაზაზეა დამაგრებული და მისი საშუალებით კონტროლირებად მოწყობილობას გადაეცემა მონაცემები კუთხისა და მიმართულების შესახებ. ასევე ცნობილი როგორც საჭის სვეტი, იგი მრავალი სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავის კაბინაში ძირითადი მართვის ელემენტია, რომელიც შეიძლება განლაგდეს ცენტრში ან გვერდზე. იგი აღჭურვილია მრავალი გადამრთველით, რომლებიც გამოიყენება თვითმფრინავის იმ ფუნქციების სამართავად, რომელთაც პილოტი და პირველი ოფიცერი ახორციელებენ.
ჯოისტიკები ხშირად გამოიყენება ვიდეო თამაშების სამართავად და ჩვეულებრივ აქვთ ღილაკები, რომელთა მდგომარეობის აღქმა კომპიუტერს შეუძლია. 1967 წელს Magnavox Odyssey-ის გამომგონებელმა რალფ ბაერმა შექმნა პირველი სათამაშო ჯოისტიკი, რომელსაც შეეძლო ეკრანზე გამოსახული წერტილის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მდებარეობის კონტროლი.[1] თანამედროვე ვიდეო თამაშების კონსოლებზე გამოყენებული ჯოისტიკის პოპულარული ვარიაციაა ანალოგური ჩხირი. ჯოისტიკები ასევე გამოიყენება ისეთი მანქანების სამართავად, როგორიცაა ამწეები, სატვირთო მანქანები, წყალქვეშა უპილოტო აპარატები, ინვალიდის ეტლები, სათვალთვალო კამერები და ნულოვანი ბრუნვის მქონე სათიბები. მინიატურული თითებით სამართავი ჯოისტიკები განთავსებულია მცირე ზომის ელექტრონულ მოწყობილობილობებშიც, მაგალითად, მობილური ტელეფონებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fire-Control and Human-Computer Interaction: Towards a History of the Computer Mouse (1940–1965). მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, Program in Science, Technology, and Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-28. ციტირების თარიღი: 2021-08-24. (11 გვერდი)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯოისტიკი“ ვიკისაწყობში.
- ჯოისტიკი — PCMAG
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Edwards, Benj. (2007-05-15) Video Games Turn Forty. ციტირების თარიღი: 2019-08-27.