ჯოზეფ ჩემბერლენი
იერსახე
| ჯოზეფ ჩემბერლენი Joseph Chamberlain | |
ჯოზეფ ჩემბერლენი მონოკლით | |
| ოპოზიციის ლიდერი თემთა პალატაში | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 6 თებერვალი, 1906 – 27 თებერვალი, 1906 | |
| მონარქი | ედუარდ VII |
| დაბადებული | 8 ივლისი, 1836 |
| გარდაცვლილი | 2 ივლისი, 1914 |
| პოლიტიკური პარტია | ლიბერალური1866—1886 ლიბერალი იუნიონისტები1886—1906 |
| მეუღლე | ჰარიეთ ქენრიკი (1861—63) ფლორენს ქენრიკი (1868—75) მერი ენდიქოთი (1888—14) |
| შვილები | ბეთრისი ოსტინი ნევილი იდა ჰილდა ეთელი |
| წოდება | „ჩვენი ჯო“ (Our Joe) |
| რელიგია | ბრიტანული უნიტარიზმი |
| ხელმოწერა | |
ჯოზეფ ჩემბერლენი (ინგლ. Joseph Chamberlain; დ. 8 ივლისი, 1836, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო — გ. 2 ივლისი, 1914, ბირმინგემი, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი მეწარმე, ვიქტორიას დროინდელი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და მინისტრთა კაბინეტის ერთადერთი წევრი, რომელსაც არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება. ბურების მეორე ომის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. იყო ნევილ და ოსტინ ჩემბერლენების მამა. ამ დროისთვის მის სახელს ატარებს ბირმინგემის ცენტრალური მოედანი.