ჯოზეფ ლეფოინთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯოზეფ ლეფოინთი
Joseph Lapointe
2 ივლისი, 19482 ივნისი, 1969
Joseph G LaPointe.jpg
სპეციალისტი ჯოზეფ ლეფოინთი
დაბადების თარიღი 2 ივლისი, 1948
დაბადების ადგილი დეითონი, ოჰაიო
გარდაცვალების თარიღი 2 ივნისი, 1969
გარდაცვალების ადგილი ქუან-ტინის პროვინცია, ვიეტნამი
კუთვნილება ამერიკის შეერთებული შტატების არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1968–1969
წოდება კაპრალი
ნაწილი 17–ე საკავალეიო პოლკი, 101–ე დივიზია
ჯილდოები ღირსების ორდენი
ვერცხლის ვარსკვლავი
ბრინჯაოს ვარსკვლავი
მეწამული ჯვარი
ვიეტნამის კამპანიის მედალი
ვიეტნამის რესპუბლიკის ჯილდო თავდადებისათვის

ჯოზეფ გაი ლეფოინთ ჯუნიორი (დ. 2 ივლისი, 1948 — გ. 2 ივნისი, 1969) — ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ექიმი, რომელიც ვიეტნამის ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთის სიკვდილის შემდეგ დააჯილდოეს ღირსების ორდენით.

ჯოზეფ ლეფოინთი, მეტსახელად „გაი“, დაიბადა და გაიზარდა დეიტონში (ოჰაიო). ნორთრიჯის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან ენგელვუდში ფოსტალიონად დაიწყო მუშაობა. ლეფოინთს უყვარდა ბუნება და ლაშქრობა[1].

1968 წელს ლეფოინთი ჯარში გაიწვიეს და მან თავი conscientious objector-ად გამოაცხადა (ადამიანი, რომელიც რელიგიური მოტივით ან პირადი იდეური თვალსაზრისით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე). ფორტ სემ ჰოუსტონის სამხედრო-სამედიცინო საწვრთნელ ცენტრში  სწავლისას, ლეფოინთი სინდი ფეილორზე დაქოწინდა პირველ ბაპტისტურ ეკლესიაში (დეიტონი, ოჰაიო)[2]. 1968 წლის ნოემბერში, როდესაც ჯოზეფი სამხედრო ექიმი გახდა, გაგზავნეს ვიეტნამში. შემდეგი წლის 2 ივნისს ის მსახურობდა მეორე ესკადრონში (მე–17 საკავალერიო პოლკი, 101–ე დივიზია). სწორედ ამ დღეს მონაწილეობდა იგი 376-ე სიმაღლის პატრულზე (ქუან-ტინის პროვინცია). ლეფოინთის დანაყოფი ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოყვა და რამდენიმე მებრძოლი დაიჭრა. ჯოზეფი არ შეუშინდა მტრის ტყვიას და თავისი ორი თანამებრძოლისკენ გაიქცა, რომლებიც თავში იყვნენ დაჭრილნი. მიუხედავად იმისა, რომ ლეფოინთი ორჯერ დაიჭრა, ის მაინც აგრძელებდა დაშავებული მეგობრების დახმარებას იქამდე სანამ მტრის ყუმბარამ არ იმსხვერპლა სამივე სამხედრო. სწორედ ამ ქმედების გამო, 1972 წელს ჯოზეფ გაი ლეფოინთი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით სიკვდილის შემდეგ[3]. მას დარჩა მეუღლე და შვილი, ჯოზეფ ლეფოინთი, რომელსაც არასდროს უნახავს მამა.

ღირსების ორდენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოზეფ ლეფოინთის დაჯილდოვების ცერემონიისას წარმოთქმული სიტყვა:


Cmoh army.jpg
სამაგალითო სიმამაცისა და თავგანწირვისთვის ბრძოლაში. მეორე ესკადრონის სანიტარმა ჯოზეფ ლეფოინთმა თავი გამოიჩინა საბრძოლო დავალებისას. ლეფოინთის პატრული გადაადგილდებოდა დასაფრენი ზონიდან, როდესაც კარგად გამაგრებული მტრის ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოყვა. მალევე ორი მოწინავე სამხედრო მძიმედ დაიჭრა. დაშავებული თანამებრძოლის ხმის გაგონებისას ლეფოინთი მაშინვე გაიქცა მისკენ. დაჭრილთან მისაღწევად ჯოზეფს მტრის ბუნკეის წინ მოუწია გახოხება. მისი თანამებრძოლები ცდილობდნენ საპასუხო ცეცხლით დაზღვევას. ლეფოინთი თავისი ტანით ერთ მებრძოლს ეფარებოდა სხეულით და მეორეს პირველად დახმარებას უწევდა რა დროსაც მტრის ტყვიამ დაჭრა იგი. მტკივნეული ჭრილობის მიუხედავად ლეფოინთი აგრძელებდა დახმარებას რა დროსაც კიდევ დაიჭრა ის. ჯოზეფი ისევ მიხოხდა დაშავებულ თანამებრძოლებთან. მტრის მიერ გადმოგდებულმა ყუმბარამ სამივე მებრძოლი იმსხვერპლა. ლეფოინთის მამაცურმა საქციელმა, რომელიც სიცოცხლის ფასად დაუჯდა მას,შთააგონა თანამებრძოლები. მის მიერ გამოჩენილი სიმამაცე და თავდადება დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის ტრადიციებთან და აისახება ძლიერ რწმენაში როგორც საკუთარი თავის ისე მისი დანაყოფისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მიმართ.

მოხსენიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოზეფ გაი ლეფოინთ უმცროსის მომერიალური გზატკეცილი

ფორტ-კემბელში (კენტუკი) არსებული სამედიცინო კომპლექსი, ფორტ ბენინგის (ჯორჯია) სამედიცინო შვეულფრენების სადგური და არმიის რეზერვის ცენტრი (რივერსაიდი, ოჰაიო) ჯოზეფ ლეფოინთის სახელს ატარებს. ასევე, ოჰაიოს 49-ე გზატკეცილის ნაწილს (მონტგომერის ოლქი) მიენიჭა „ჯოზეფ გაი ლეფოინთ უმცროსის მომერიალური გზატკეცილის“ სახელი. 2009 წლის 2 ივნისს, „ლეფოინთის სახელობის რეზერვის ცენტრში“ გამართულ ცერემონიაზე ჯოზეფის ქვრივსა და შვილს გადაეცათ ღირსების ორდენის დროშა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Virtual Wall. წაკითხვის თარიღი: September 29, 2010.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Huffman, Dale. “Flag ceremony recalls medic's sacrifice 40 years ago“, Dayton Daily News, June 2, 2009. წაკითხვის თარიღი: June 8, 2009. 
  2. Joseph Guy LaPointe Jr. Timeline. წაკითხვის თარიღი: 5 August 2014.
  3. Medal of Honor recipients – Vietnam (A–L). United States Army Center of Military History (June 8, 2009). წაკითხვის თარიღი: June 8, 2009.