ჯოზეფ კალეა
| ჯოზეფ კალეა | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 4 აგვისტო, 1897[1] [2] [3] [4] [4] [4] [4] [5] [6] |
| დაბ. ადგილი | Mdina ან Rabat[7] |
| გარდ. თარიღი | 31 ოქტომბერი, 1975[1] [2] [3] [4] [4] [4] [4] [5] [6] (78 წლის) |
| გარდ. ადგილი | სლიმა |
| დასაფლავებულია | Addolorata Cemetery[7] |
| მოქალაქეობა |
მალტის გვირგვინის კოლონია მალტის სახელმწიფო |
| საქმიანობა | მსახიობი[1] , მომღერალი, სცენარისტი, თეატრის მსახიობი და ტელემსახიობი |
ჯოზეფ კალეა (ინგლ. Joseph Calleia; /kəˈleɪə/; დაბადების სახელი ჯოზეფ ალექსნდრ კეისარ ჰერსტალ ვინსენტ კალეა; დ. 4 აგვისტო, 1897 — გ. 31 ოქტომბერი, 1975) — მალტური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, მოღვაწეობდა თეატრში, კინოში, რადიოსა და ტელევიზიაში.
პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ბრიტანეთის სატრანსპორტო სამსახურში. ომის შემდეგ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სცენაზე დაიწყო მოღვაწეობა. თავდაპირველად მონაწილეობდა მუსიკალურ კომედიებში, ხოლო შემდეგ ორიგინალურ ბროდვეის სპექტაკლებში, როგორიცაა ბროდვეი (1926), პირველი გვერდი (1928), უკანასკნელი მილი (1930) და გრანდ-ოტელი (1930). კალეა ნამდვილ ვარსკვლავად იქცა სპექტაკლით პატარა სასწაული (1934), სადაც მან პირველად განასახიერა უარყოფითი პერსონაჟი. ამის შემდეგ მსახიობმა კონტრაქტი გააფორმა კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer-თან.
ჰოლივუდურ ფილმებში კალეა წარმატებით ასრულებდა ბოროტმოქმედების როლებს, თუმცა აქტიურად იბრძოდა ერთი ტიპის პერსონაჟად ჩამოყალიბების წინააღმდეგ. მან შექმნა მრავალი რთული, იდუმალი და იუმორით სავსე პერსონაჟი ფილმებში: ალჟირი (1938), ხუთი დაბრუნდა უკან (1939), ოქროს ბიჭი (1939), შუშის გასაღები (1942) და გილდა (1946). მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კალეა ხელმძღვანელობდა მალტის დახმარების ორგანიზაციას აშშ-ში, მონაწილეობდა USO-ს და ჰოლივუდის გამარჯვების კომიტეტის ღონისძიებებში. ომის შემდეგ განაგრძო აქტიური კარიერა კინოსა და ტელევიზიაში. 1948 წელს მონაწილეობდა ლონდონში ართურ მილერი ტონის ჯილდოს მფლობელი პიესის ყველა ჩემი ვაჟი პრემიერაში. კალეას შესრულება ორსონ უელსის 1958 წლის ფილმში ბოროტების შეხება მიჩნეულია მისი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო როლად.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯოზეფ ალექსანდრ კეისარ ჰერსტალ ვინსენტ კალეა"[8][9] (ინგლ. Joseph Alexander Caesar Herstall Vincent Calleja) დაიბადა 1897[10] წლის 4 აგვისტოს ქალაქ ნოტაბილეში (ამჟამინდელი მდინა)[11], მალტის სამეფო კოლონიის საყაჯას ადმინისტრაციულ რეგიონში. მისი მშობლები იყვნენ პასკუალე და ელეონორე კალეიები[12]. მამამისი პროფესიით არქიტექტორი იყო[13]. კალეამ განათლება სენტ-ჯულიანსის და სენტ-ალოიზიუსის კოლეჯებში მიიღო. 12 წლის ასაკში საშობაოდ მიღებული ინგლისური ფუნტი გამოიყენა ორი ათეული ჰარმონიკის საყიდლად და ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც კვირაში დაახლოებით 100 ფუნტს გამოიმუშავებდა. მამამ იგი საინჟინრო საქმის შესასწავლად ლონდონში გაგზავნა, თუმცა კალეამ თავისი ძლიერი ტენორის ხმით მიუზიკ-ჰოლში დაიწყო გამოსვლა, სადაც ტრადიციულ შოტლანდიურ სამოსში გამოწყობილი, შოტლანდიურ ბალადებს ასრულებდა. ამ პერიოდში, მამამისთან წინააღმდეგობის გამო, იგი დედის გვარს იყენებდა და გამოდიოდა როგორც „ჯოზეფ სპურინი“.
1914 წელს კალეა გაწევრიანდა ბრიტანეთის სავაჭრო-სატრანსპორტო ფლოტში. ორი წელი იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო, სანამ მისი ხომალდი გერმანულმა წყალქვეშა ნავმა არ ჩაძირა ლა-მანშის სრუტეში. კალეა სამი თვის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა,[14] რის შემდეგაც სამხედრო მედლით დაჯილდოვდა. 1917 წელს იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.[15] უმუშევრობის პერიოდში წითელი ჯვრისა და ამერიკელი სამხედროებისათვის მღეროდა, ასევე მოხალისედ ჩაეწერა ამერიკულ სატანკო კორპუსში.[16]
კალეამ თავისი სასცენო კარიერა ზავის დღეს დაიწყო.[17] პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მცირე წარმატებები ჰქონდა ვოდევილში.[18]საარსებო ფულს გამოიმუშავებდა უნივერსალურ მაღაზიაში ღუმლის მომვლელად მუშაობით, ღამით კი ნიუ-იორკის ტრამვაის ვაგონებს რეცხავდა და არემონტებდა. დღის განმავლობაში თეატრების საგენტოებს სტუმრობდა. ჰენრი სევიჯის სააგენტომ კალეა დენვერში გაგზავნა, სადაც მისი თეატრალური დებიუტი შედგა ჯერომ კერნის მიუზიკლში „Have a Heart“. შემდეგ სეზონში მცირე როლი მიიღო სპექტაკლში „Pietro“ (1920), რომელიც ბროდვეიზე ექვსი კვირა და ტურებზე 40 კვირის განმავლობაში იდგმებოდა. ამ პერიოდში, დამატებითი შემოსავლისთვის, მუშაობდა სცენის მენეჯერის ასისტენტად და ჩემოდნების შემკეთებლად.

პირველი როლი დიალოგებით შეასრულა ბროდვეის კომედიაში „დამტვრეული ფრთა“ (1920), რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ჯორჯ ებოტი და ლუის ვოლჰაიმი. კალეას მცირე როლი ჰქონდა — ასრულებდა მექსიკელი გლეხის (პეონის) პერსონაჟს, უკრავდა გიტარაზე და მღეროდა სიმღერას „Adelai“, რომლის მელოდიაც თავად შექმნა, ტექსტი კი ჯორჯ ებოტს ეკუთვნოდა. სიმღერამ ორივე ავტორს ყოველწლიურად 2000 დოლარამდე ჰონორარი მოუტანა.[19] სპექტაკლმა დიდ წარმატებას მიაღწია. ნიუ-იორკში წარმატების შემდეგ, კალეა იმავე სპექტაკლით ლონდონშიც გაემგზავრა.
ოთხი თვის შემდეგ სპექტაკლი დასრულდა, კალეა მალტაზე დაბრუნდა და მამამისს შეურიგდა. მამის თხოვნით, მან საკუთარი გვარის გამოყენება დაიწყო და უკვე გამოდიოდა როგორც „ჯოზეფ სპურინ-კალეა“.[20]
1925 წლის 14 თებერვალს კალეამ სოლო-კონცერტი გამართა ნიუ-იორკის ცნობილ საკონცერტო დარბაზში Town Hall-ში. „ნიუ-იორკ თაიმსის“ მუსიკალურმა კრიტიკოსმა, ოლინ დაუნსმა აღნიშნა, რომ კალეას ჰქონდა „სასიამოვნო მაღალი ხმა“, რომლითაც შესანიშნავად ასრულებდა იტალიურ არიებს, მათ შორის პუჩინის „ლა ბოჰემადან“ და ვერდის „ტრუბადურიდან“ და „რიგოლეტოდან“.[21] 1926 წლის 21 თებერვალს გამართული კონცერტის დროს კალეამ საკუთარი კომპოზიციებიც წარმოადგინა.
ბროდვეიზე 1925 წელს, კალეამ ესპანეთის ელჩის როლი შეასრულა მიუზიკლში „პრინცესა ფლავია“, ზიგმუნდ რომბერგის მუსიკალურ ვერსიაში „ზენდას ტყვე“. [22]სანამ დადგმა მზადდებოდა, კალეა პიანინოებს ყიდდა. მას იმდენად დიდი წარმატება ჰქონდა, რომ მაღაზიის მეპატრონემ საკუთარი მაღაზიის გახსნაც კი შესთავაზა.
სასცენო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1926 წელს კალეამ მიიღო თავისი პირველი მნიშვნელოვანი სასცენო როლი ჯორჯ ებოტისა და ფილიპ დანინგის ძალიან წარმატებულ სპექტაკლში „ბროდვეი“.[23] მან ითამაშა მონეტებით მოშრიალე, უჩვეულო მიმტანი ამ მელოდრამაში, რომელსაც „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კრიტიკოსმა, ბრუკს ატკინსონმა მოგვიანებით უწოდა „ხმაურიანი, დინამიკური პანორამა კულისებს მიღმა ცხოვრების შესახებ, რომელიც კვლავ რჩება ამერიკული თეატრის ღირსშესანიშნაობად“.[24] კალეა ასევე მუშაობდა დასის სასცენო მენეჯერად და, პროდიუსერ ჯედ ჰარისის ხელმძღვანელობით, ხელმძღვანელობდა „ბროდვეის“ დაახლოებით ათ ერთნაირ დადგმას აშშ-სა და საზღვარგარეთ.
ამის შემდეგ კალეა მონაწილეობდა რამდენიმე წარმატებულ ბროდვეის პიესაში, სადაც მის მიერ შესრულებული როლები კრიტიკოსთა მიერ მაღალი შეფასებებით აღინიშნა: ის განასახიერებდა გაზარმაცებულ გაზეთის რეპორტიორს „პირველი გვერდი“ (1928), მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პატიმარს „უკანასკნელ მილში“ (1930) და ავისმომასწავებელ მძღოლს „გრანდ-ოტელში“ (1930). კალეა ბროდვეის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა სპექტაკლით „პატარა სასწაული“ (1934), რომლის შესახებაც ჟურნალმა „ნიუ-იორკერმა“ დაწერა:
„„ეს არის მეტად დამაკმაყოფილებელი მელოდრამა, რომელშიც ჯოზეფ სპურინ-კალეა თამაშობს ყველაზე სასიამოვნო მკვლელს, რომელიც კი ოდესმე გინახავთ.“[25]“ |

„რა შესანიშნავი მსახიობია — ჯოზეფ კალეა“, თქვა ორსონ უელსმა, რომელმაც რეჟისორობა გაუწია და მასთან ერთად ითამაშა ფილმში „ბოროტების შეხება“ (1958):
„მე მისით ათი წლის ასაკში მოვიხიბლე, როცა ვნახე ერთ სპექტაკლში ნიუ-იორკში“ |
კარიერა კინოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კალეას პირველი რეალური უარყოფითი პერსონაჟის როლი სპექტაკლში „პატარა სასწაული“ (Small Miracle) ჰქონდა, ამ სპექტაკლში მისი წარმატება გახდა ჰოლივუდში გადასვლის მიზეზი. კალეას კონტრაქტი სტუდია „Metro-Goldwyn-Mayer“-თან აძლევდა უფლებას, რომ ყოველწლიურად ექვსთვიანი პაუზა აეღო, რათა სცენაზე მუშაობაც გაეგრძელებინა.„Coming and Going“. The Film Daily. January 15, 1936. ციტირების თარიღი: September 17, 2016. ეს არ იყო მისი პირველი გამოჩენა ფილმებში — მან უკვე ითამაშა სამ მხატვრულ ფილმში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, თუმცა MGM-მა მისი პირველი ფილმი „საზოგადოებრივი გმირი ნომერი 1“ (Public Hero No. 1, 1935) წარადგინა, როგორც მისი დებიუტი კინოში. Public Hero No. 1 trailer. Internet Archive. Event occurs at 0:15. https://archive.org/details/PublicHeroNo1Trailer. კალეას მიერ განსახიერებული შეიარაღებული ბანდიტის როლი „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კინოკრიტიკოსმა ანდრე სენვალდმა წლის 10 საუკეთესო მამაკაც როლს შორის დაასახელა.Sennwald, Andre (January 5, 1936). „Best Ten, More or Less“. The New York Times. ციტირების თარიღი: November 16, 2015.Sennwald, Andre (June 8, 1935). „Movie Review: Public Hero No. 1“. The New York Times. ციტირების თარიღი: November 16, 2015.
კალეა წარმატებული იყო ბოროტმოქმედთა როლებში, თუმცა მას სურდა შეექმნა პერსონაჟები, რომლებიც სიმპათიას გამოიწვევდნენ.
„„მსურს, ცოტა დავშორდე უარყოფითი პერსონაჟების როლებს“,“ |
- თქვა მან 1936 წელს ერთ ინტერვიუში.
„„მაგრამ გმირობა სულაც არ მიზიდავს. მომწონს პერსონაჟები, რომლებსაც ცოტა სცემენ კიდეც. ბევრად საინტერესოა იმ გმირის თამაში, რომელიც არ არის მთლიანად ცუდი ან მთლიანად კარგი.““ |
„Amusements“. Somerset Daily American. Somerset, Pennsylvania. September 8, 1936. p. 5. მან შექმნა ბნელი, იუმორით სავსე პერსონაჟები ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „ალჟირი“ (1938), „ხუთი დაბრუნდა“ (1939), „ოქროს ბიჭი“ (1939), „შუშის გასაღები“ (1942) და „გილდა“ (1946).Halliwell, Leslie (1984). Halliwell's Filmgoer's Companion, 8th, New York: Charles Scribner's Sons, გვ. 103. ISBN 0-684-18183-5.
1935 წლის ივნისში MGM-მა გამოაცხადა, რომ კალეა მთავარი როლს, ხოაკინ მურიეტას, შეასრულებდა ფილმში „მე ვარ ხოაკინი“ (I Am Joaquin, მოგვიანებით ცნობილი როგორც Robin Hood of El Dorado), რომლის სცენარიც მან თავად დაწერა. თუმცა, სტუდიამ ის უორნერ ბაქსტერით შეცვალა, ოფიციალურად ასაკის მიზეზით, მიუხედავად იმისა, რომ ბაქსტერი ექვსი წლით უფროსი იყო.Robin Hood of El Dorado. American Film Institute. ციტირების თარიღი: September 17, 2016 კალეამ მთავარი როლი ითამაშა ფილმში „ხალხის კაცი“ (Man of the People, 1937), რომელიც ახალგაზრდა ადვოკატზეა, რომელიც კორპორაციულ რეკეტს ებრძვის.„Has New Type Picture Role; Joseph Calleia The Hero of 'Man of the People', at Queen“. Big Spring Daily Herald. April 16, 1937.
კალეა კვლავ განაგრძობდა სტერეოტიპული როლების თავიდან არიდებას, უარს ამბობდა კარგად ანაზღაურებად უარყოფით როლებზე, რათა უფრო რთული პერსონაჟები შეექმნა.Coons, Robbin (July 24, 1939). „Hollywood Sights and Sounds“. Big Spring Daily Herald. მისი როლი, პოლიციის ინსპექტორი სლიმანის პერსონაჟი ფილმში „ალჟირი“ (1938), აღიარეს კინოკრიტიკოსთა ეროვნული საბჭომ. 1939 წელს კალეამ RKO Pictures-ში რეჟისორ ჯონ ფაროუსთან ერთად შექმნა დასამახსოვრებელი ანარქისტის პერსონაჟი ფილმში „ხუთი დაბრუნდა“ (1939),Soanes, Wood (July 9, 1939). „Unusual Film Fare Offered This Week“. Oakland Tribune. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება) ასევე მღვდლის როლი ფილმში „სრული აღსარება“. იგეგმებოდა კალეა, როგორც მამა დამიენის როლის შემსრულებელი RKO-ს პროექტში, მაგრამ ეს პროექტი არ განხორციელდა.„'Damien the Leper' Purchased by RKO; Robert Sisk to Be the Producer“. The New York Times. May 17, 1939. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
კალიეა კიდევ 20 წლის განმავლობაში აქტიურად განაგრძობდა მუშაობას კინოში. 1948 წელს მან ლონდონის თეატრში მონაწილეობა მიიღო არტურ მილერის პიესის „ყველა ჩემი შვილი“ („All My Sons“) პრემიერაში. მისი შესრულება კრიტიკოსების ერთხმად დადებითი შეფასებით აღინიშნა.[26] მის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1958 წელს გადაღებულ ორსონ უელსის ფილმში „ბოროტების შეხება“ („Touch of Evil“) განსახიერებულ პიტ მენზისის როლს, რომელიც კორუმპირებული პოლიციის კაპიტნის, ჰენკ ქვინლანის (ორსონ უელსი) ერთგული პარტნიორია. ეს როლი მის საუკეთესო შესრულებად ითვლება.[27][28][29]
ორსონ უელსის ბიოგრაფის, საიმონ კელოუს თქმით,
„„უელსის ფილმებში იშვიათი არ არის, როდესაც ერთი მსახიობი მთლიან სიუჟეტს სცდება და განასახიერებს ნამდვილ ადამიანურ სიმართლეს. „ბოროტების შეხებაში“ ეს ორი მსახიობია – მარლენ დიტრიხი და ჯოზეფ კალიეა, რომელიც ასრულებს მენზისის როლს, კაპიტან ქვინლანის მოტყუებული კოლეგისა. კალიეას გამომსახველი, ღრმა სახე უფრო და უფრო მეტად იკავებს ეკრანს, რადგან ის თანდათან აცნობიერებს ქვინლანის სიმართლეს და აცნობიერებს, რომ მისი ღალატი მოუწევს... კალიეას ძლიერი შინაგანი განცდები ფილმს უფრო და უფრო მეტ დაძაბულობას ანიჭებს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს უელსის მუდმივ თემას: ღალატს.“[30]“ |
სიცოცხლის ბოლო წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1963 წელს ჯოზეფ კალიეა მალტის ქალაქ სლიემაში დასახლდა.[31] მისი მეუღლე ელეონორ ვასალო კალიეა, რომელზეც 1929 წელს იქორწინა, სლიემაში გარდაიცვალა 1967 წელს. ჯოზეფ კალიეა გარდაიცვალა 1975 წლის 31 ოქტომბერს, 78 წლის ასაკში, ქალაქ სენტ-ჯულიანსში.
თეატრალური როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯოზეფ კალეას თეატრალური როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Have a Heart გუნდის წევრი შეუერთდა გასტროლირებადი დასს დენვერში[32]

- 1920 (იანვარი–მარტი)
Pietro მიგელი კრიტერიონ თეატრი, ნიუ-იორკი

The Broken Wing ბასილიო 48-ე ქუჩის თეატრი, ნიუ-იორკი
The Broken Wing ბასილიო იორკის ჰერცოგის თეატრი, ლონდონი

Zander the Great ხუანი ემპაიერ თეატრი, ნიუ-იორკი
Princess Flavia სენიორ პონჩო, ვურფნერი ცენტური და შუბერტის თეატრები, ნიუ-იორკი
Broadway ჯო ბროდჰერსტის თეატრი, ნიუ-იორკი; ასევე სცენის მენეჯერი და უცხოური ვერსიების ხელმძღვანელი
The Front Page კრუგერი ტაიმს-სქვერის თეატრი, ნიუ-იორკი
The Last Mile ტომ დ’ამორო სემ ჰარისის თეატრი, ნიუ-იორკი
Grand Hotel მძღოლი ასევე სცენის მენეჯერი; ნიუ-იორკის ნაციონალური თეატრი
Clear All Wires სცენის მენეჯერი; ტაიმს-სქვერის თეატრი
Honeymoon ნიკოლა ლიტლ თეატრი, ნიუ-იორკი
Ten Minute Alibi ჰანტერი ეთელ ბერიმორის თეატრი, ნიუ-იორკი
The Bride of Torozko ვესტპორტის ქანთრი პლეიჰაუსი, კონექტიკუტი [33]
Small Miracle ტონი მაკო ჯონ გოლდენისა და 48-ე ქუჩის თეატრები, ნიუ-იორკი[34][35]
Small Miracle ტონი მაკო ელ კაპიტან თეატრი, ლოს-ანჯელესი; წარმოებული ჰენრი დაფის მიერ[36][37][38]
All My Sons ჯო კელერი ლირიკისა და გლობუსის თეატრები, ლონდონი; პარტნიორობით მარგალო გილმორთან[39][40]
All My Sons ჯო კელერი ალი თეატრი, ჰიუსტონი[41]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]




- My Sin (1931) — ხუანი.
- His Woman (1931) — აგენტი.
- The Divorce Racket (1932) — სტივენ არნო.
- Public Hero #1 (1935) — სონი ბლეკი.
- Riffraff (1936) — ნიკ ლუისი.
- Exclusive Story (1936) — ეისი აცელო.
- Tough Guy (1936) — ჯო კალერნო.
- Robin Hood of El Dorado (1936) — სცენარის ავტორი.
- His Brother's Wife (1936) — ფიშ-აი.
- Sworn Enemy (1936) — ჯო ემერალდი.
- Sinner Take All (1936) — ფრენკ პენი.
- After the Thin Man (1936) — „დანსერი“.
- Man of the People (1937) — ჯეკ მორენო.
- The Bad Man of Brimstone (1937) — პორტუგალიელი ბენი.
- Algiers (1938) — ინსპექტორი სლიმანი.
- Marie Antoinette (1938) — ჟან-ბატისტ დრუე.
- Juarez (1939) — ალეხანდრო ურადი.
- The Gorilla (1939) — უცნობი.
- Five Came Back (1939) — ვასკესი.
- Golden Boy (1939) — ედი ფუზელი.
- Full Confession (1939) — მამა ლომა.
- My Little Chickadee (1940) — ჯეფ ბაჯერი.
- Wyoming (1940) — ჯონ ბაკლი.
- The Monster and the Girl (1941) — დეკონი.
- Sundown (1941) — პალინი.
- Rudyard Kipling's Jungle Book (1942) — ბულდეო.
- The Glass Key (1942) — ნიკ ვარნა.
- For Whom the Bell Tolls (1943) — ელ სორდო.
- The Cross of Lorraine (1943) — ანტონიო როდრიგესი.
- The Conspirators (1944) — კაპიტანი პერეირა.
- Deadline at Dawn (1946) — ვალ ბარტელი.
- Gilda (1946) — დეტექტივი მორის ობრეგონი.
- The Beginning or the End (1947) — ენრიკო ფერმი.
- Lured (1947) — დოქტორი მორიანი.
- The Noose Hangs High (1948) — მაიკ კრეიგი.
- Four Faces West (1948) — მონტე მარკესი.
- Noose (1948) — სუჯიანი. (აშშ-ის ვერსია: The Silk Noose)
- Captain Carey, U.S.A. (1950) — დოქტორი ლუნატი.
- The Palomino (1950) — მიგელ გონსალესი.
- Branded (1950) — მატეო რუბრიზი.
- Vendetta (1950) — გუიდო ბარაჩინი.
- Valentino (1951) — ლუიჯი ვერდუჩი.
- Plitzer Prize Playhouse (1951) — დონ ფერნანდო (ეპიზოდი: Night Over Taos).
- The Light Touch (1951) — ლეიტენანტი მასირო.
- When in Rome (1952) — აგიუნტო ბოდული.
- Yankee Buccaneer (1952) — გრაფი დომინგო დელ პრადო.
- The Iron Mistress (1952) — ხუან მორენო.
- The Caddy (1953) — პაპა ენტონი.
- Underwater! (1955) — რიკო ერერა.
- The Treasure of Pancho Villa (1955) — კაპიტანი პაბლო მორალესი.
- The Littlest Outlaw (1955) — მამაო.
- Hot Blood (1956) — პაპა თეოდორ კალდაში.
- Serenade (1956) — მაესტრო მარკატელო.
- Wild Is the Wind (1957) — ალბერტო.
- Touch of Evil (1958) — პიტ მენზისი.
- The Light in the Forest (1958) — ბელადი კუილოგა.
- Have Gun – Will Travel (1958) — შერიფი სემ ტრუეტი (ეპიზოდი: The Manhunter).
- Zorro (1959) — მამაო სიმეონი (ეპიზოდი: The Sergeant Sees Red).
- Cry Tough (1959) — პაპა ესტრადა.
- The Alamo (1960) — ხუან სეგინი.
- Johnny Cool (1963) — ტურისტი.
- Bob Hope Presents the Chrysler Theatre (1963) — კეჯვა (ეპიზოდი: A Killing at Sundial)."[42][43]
რადიო მოხსენებებიდან შერჩეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1939 წლის 2 მარტი — Kraft Music Hall — მოწვეული ვარსკვლავი. კალეია ასრულებს სიმღერას "Adelai", რომელიც მან Broadway-ს სპექტაკლისთვის „The Broken Wing“ (1920–21) დაწერა ჯორჯ ებოტთან ერთად.[44]
- 1940 წლის 25 თებერვალი — The Screen Guild Theater — ჰალ უილსონი. მონაწილეობს გადაცემაში „Blind Alley“, ედუარდ ჯი. რობინსონთან ერთად.[45][46][47]
- 1943 წლის 12 ნოემბერი — Stage Door Canteen — მოწვეული ვარსკვლავი.[48]
- 1944 წლის 18 თებერვალი — Stage Door Canteen — მოწვეული ვარსკვლავი.[48]
- 1944 წლის 24 ნოემბერი — Stage Door Canteen — მოწვეული ვარსკვლავი.[48]
- 1948 წლის 7 ნოემბერი — Theatre Guild on the Air — როლი არ არის მითითებული. მონაწილეობს სპექტაკლში „Criminal Code“ მსახიობ პატ ო’ბრაიენთან ერთად.[49]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯოზეფ კალეია, სიკვდილის შემდეგ დიდი პატივისცემით აღიარა მალტის საფოსტო ადმინისტრაციამ და მის სახელზე 1997 წელს ორი საფოსტო მარკა გამოუშვა მისი სახით.[31][50][51] 2005 წელს, მალტაში, კალეიას მშობლიურ სახლში, მისი ბიუსტი დადგა სკულპტორმა ანტონ აგიუსმა. ინიციატორი იყო იმ დროს 15 წლის ემან ბონიჩი.[31][52][53] ქალაქ სენტ-ჯულიანსში, მისამართზე Mrabat Street, სადაც კალეია ცხოვრობდა 1963 წლიდან, სახლი დაინგრა 2023 წლის სექტემბერში.[54]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯოზეფ კალეია — ვიკიმედიის საერთო საცავში
- ჯოზეფ კალეია — Internet Movie Database
- ჯოზეფ კალეია — Turner Classic Movies
- ჯოზეფ კალეია — Internet Broadway Database
- https://www.findagrave.com/memorial/6771633/joseph-calleia
- ჯოზეფ კალეია — Find a Grave
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #141982225 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 3 4 5 6 7 8 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- 1 2 Find a Grave — 1996.
- 1 2 filmportal.de — 2005.
- 1 2 Bonnici E. Cimiterju Ta’ Santa Marija Addolorata – Storja, Arti u Personalitajiet — Kalkara: Heritage Malta, 2019. — გვ. 354. — ISBN 978-99932-57-75-2
- ↑ Across from Malta". The New York Times. October 21, 1934. Retrieved November 11, 2015.
- ↑ Katz, Ephraim (1998). The Film Encyclopedia (3rd ed.). New York: HarperPerennial. p. 208. ISBN 0-06-273492-X.
- ↑ The National Archives at Riverside; Riverside, California, USA; Petitions for Naturalization, U.S. District Court for the Central District of California (Los Angeles), 1940–1991; NAI: 594890; Record Group Title: Records of District Courts of the United States, 1685–2009; Record Group Number: 21. Ancestry.com, California, Naturalization Records, 1887–1991 [database online]. Provo, Utah: Ancestry.com Operations Inc., 2014. Retrieved November 11, 2015.
- ↑ "Film Actor Heads Malta War Relief". Pittsburgh Press. November 22, 1942. Retrieved November 13, 2015.
- ↑ "Joseph Calleia - Malta's Hollywood actor". The Malta Independent. May 21, 2013. Retrieved September 9, 2016.
- ↑ "Joseph Calleia's Father Dies". The New York Times. July 4, 1945. Retrieved November 11, 2015.
- ↑ "The Front Page". Playbill. October 1, 1928. p. 47. Archived from the original on May 20, 2016. Retrieved November 29, 2016.
- ↑ "Joseph Calleia". Ancestry.com. Web: UK, Campaign Medals Awarded to WWI Merchant Seamen, 1914–1925 [database on-line]. Provo, Utah, USA: Ancestry.com Operations, Inc., 2014. Retrieved November 11, 2015.
- ↑ "Joseph Calleia Spurin". Ancestry.com. U.S., World War I Draft Registration Cards, 1917–1918 [database on-line]. Provo, UT, USA: Ancestry.com Operations, Inc., 2005. Retrieved November 11, 2015.
- ↑ The Broken Wing (The Magazine Theatre Program). New York: New York Theatre Program Corporation. March 21, 1921. p. 23.
- ↑ Weiler, A. H. (November 21, 1943). "A True Chip Off the Old Maltese Block". The New York Times. Retrieved November 11, 2015.
- ↑ Abbott, George (1963). Mister Abbott. New York: Random House. p. 99. OCLC 330940.
- ↑ "Double Jointed Film Name Has Unusual Story". Chicago Tribune. April 28, 1935. Retrieved January 16, 2016.
- ↑ Downes, Olin (February 15, 1925). "Opera: Joseph Calleia, Tenor, in Debut". The New York Times. Retrieved November 20, 2015.
- ↑ "Joseph Calleia, Tenor, Pleases". The New York Times. February 22, 1926. Retrieved November 20, 2015.
- ↑ Berger, Marilyn (February 2, 1995). „George Abbott, Broadway Giant With Hit After Hit, Is Dead at 107“. The New York Times. ციტირების თარიღი: November 21, 2015.
- ↑ Berger, Marilyn (July 22, 1968). „Philip Dunning, Playwright, 76, Co-Author of 'Broadway,' Dies“. The New York Times. ციტირების თარიღი: November 21, 2015.
- ↑ „Goings On About Town“. The New Yorker. X (46): 2. December 29, 1934.
- ↑ „'All My Sons' a Hit“. The New York Times. May 12, 1948. ციტირების თარიღი: September 18, 2016.
- ↑ (1998) „Interview with Charlton Heston“, Touch of Evil. Rutgers University Press, გვ. 215. ISBN 0-8135-1097-X. „There were some fine performances, especially Joe Calleia. I think it's one of the very best pieces of work he did in his whole career.“
- ↑ Brady, Frank (1989). Citizen Welles: A Biography of Orson Welles. New York: Charles Scribner's Sons, გვ. 500. ISBN 0-385-26759-2.
- ↑ McGilligan, Patrick (2015). Young Orson. New York: Harper, გვ. 297. ISBN 978-0-06-211248-4.
- ↑ Callow, Simon (2015). Orson Welles: One Man Band. New York: Viking, გვ. 255–256. ISBN 978-0-670-02491-9.
- 1 2 3 Joseph Calleia - Malta's Hollywood actor. The Malta Independent (May 21, 2013). ციტირების თარიღი: September 9, 2016
- ↑ Have a Heart. Internet Broadway Database. ციტირების თარიღი: November 12, 2015
- ↑ „'Bride of Torozko' Scores at Opening“. The New York Times. July 10, 1934. ციტირების თარიღი: November 17, 2015.
- ↑ Small Miracle. Internet Broadway Database. ციტირების თარიღი: November 12, 2015
- ↑ Small Miracle. Playbill. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 17, 2015. ციტირების თარიღი: November 12, 2015
- ↑ „News of the Stage“. The New York Times. February 8, 1935. ციტირების თარიღი: January 16, 2016.
- ↑ Hart, Enid (February 15, 1935). „Theatrical Chi-Chat“. The San Marino Tribune. ციტატა: „Mr. Spurin-Calleia justifies the advance news of his ability. The rest of the cast also is first class. Small Miracle should have a record run.“
- ↑ Soanes, Wood (February 22, 1935). „Curtain Calls“. Oakland Tribune. ციტატა: „Spurin-Calleia ... has started a run for Henry Duffy at El Capitan in his original role in Small Miracle.“
- ↑ „'All My Sons' a Hit“. The New York Times. May 12, 1948. ციტირების თარიღი: November 26, 2015.
- ↑ Wearing, J. P. (2014). The London Stage 1940–1949: A Calendar of Productions, Performers, and Personnel. Lanham, Maryland: Rowman & Littlefield, გვ. 368. ISBN 978-0-8108-9306-1.
- ↑ Parson, Louella O. (January 27, 1955). „Louella Parsons in Hollywood“. The Indianapolis Star. International News Service. ციტირების თარიღი: September 9, 2016.
- ↑ A Killing at Sundial. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: November 13, 2015
- ↑ Bob Hope Presents the Chrysler Theatre, Season One. Classic Television Archive. ციტირების თარიღი: November 13, 2015
- ↑ „Ethel Waters and Joe Cook Will be Guests of Vallee; Crosby Signs Joan Bennett and Joseph Calleia“. The Lima News. March 2, 1939.
- ↑ The Gulf Screen Guild Theatre. RadioGOLDINdex. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 5, 2018. ციტირების თარიღი: November 16, 2015
- ↑ Screen Guild Theater. Internet Archive. ციტირების თარიღი: November 16, 2015
- ↑ „Sunday Caller“. Harrisburg Telegraph. Harrisburg Telegraph. February 24, 1940. p. 17. ციტირების თარიღი: November 16, 2015 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
- 1 2 3 Stage Door Canteen. Jerry Haendiges Vintage Radio Logs. ციტირების თარიღი: November 26, 2015
- ↑ Theatre Guild on the Air. Digital Deli Too. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 2, 2015. ციტირების თარიღი: November 26, 2015
- ↑ Anniversaries 1997 - 6c Joseph Calleia and film reel. Malta Post. ციტირების თარიღი: November 10, 2015
- ↑ Anniversaries 1997 - 6c Joseph Calleia and film camera. Malta Post. ციტირების თარიღი: November 10, 2015
- ↑ Letters: Calleia's bust vandalised (February 12, 2006). ციტირების თარიღი: February 11, 2017
- ↑ Letters: Bust of Joseph Calleia (July 15, 2007). ციტირების თარიღი: February 11, 2017
- ↑ Carabott, Sarah (September 28, 2023). „Home of 'Maltese legend' Joseph Calleia demolished to make way for guest house“. Times of Malta. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 28, 2023.
- დაბადებული 4 აგვისტო
- დაბადებული 1897
- გარდაცვლილი 31 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1975
- მალტელი კინოს მსახიობები
- XX საუკუნის მალტელი მომღერლები
- მალტელი თეატრის მსახიობები
- Metro-Goldwyn-Mayer-ის კონტრაქტორი მსახიობები
- მალტელი ტელევიზიის მსახიობები
- მალტიდან აშშ-ში ემიგრირებულები
- მდინის მკვიდრნი
- დაფლულნი ადდოლორატას სასაფლაოზე, პაოლა
- მალტელები
- მალტელები საქმიანობის მიხედვით
- მალტელი მომღერლები
- მალტელი მუსიკოსები
- მსახიობები ანბანის მიხედვით
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით