ჯოზეფ აშბრუკი
| ჯოზეფ აშბრუკი | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 4 აპრილი, 1918[1] |
| დაბ. ადგილი | ფილადელფია |
| გარდ. თარიღი | 4 აგვისტო, 1980[1] (62 წლის) |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ასტრონომი |
| მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი და იელის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი[2] |
ჯოზეფ აშბრუკი (ინგლ. Joseph Ashbrook; დ. 4 აპრილი, 1918, ფილადელფია — გ. 4 აგვისტო, 1980) — ამერიკელი ასტრონომი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეშბრუკი დაიბადა ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში. მან 1947 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიიღო და 1946-1950 წლებში იელის უნივერსიტეტში, ხოლო 1950-1953 წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტში ასწავლიდა. იგი Sky & Telescope-ში 1953 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა, რომელშიც 1954-1980 წლებში სვეტს „ასტრონომიული ალბომი“ წერდა; ის ასევე ჟურნალის რედაქტორი იყო 1964 წლიდან.[3]
ეშბრუკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ცეფეიდური ცვლადები შეისწავლა, როგორც გალაქტიკური მანძილების დადგენის ინსტრუმენტები. ის AAVSO-ს დიდი ხნის წევრი იყო.
მან საუკუნეების წინანდელი დაკვირვებების ძველი არქივები გადაათვალიერა, რათა მარსის ბრუნვის პერიოდისთვის ძალიან ზუსტი მნიშვნელობა, წამის რამდენიმე მეათასედის სიზუსტით დაედგინა.
1948 წელს მან პერიოდული კომეტა 47P/ეშბრუკ-ჯექსონი აღმოაჩინა.[3]
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად:
- მთვარის ერთ-ერთ კრატერს დააქრვეს აშბრუკი;
- მთავარი სარტყლის ერთ-ერთ მცირე ცთომილს დაარქვეს (2157) აშბრუკი.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ 3.0 3.1 3.2 "Ashbrook, Joseph", by Leif L. Robinson, pp. 65-66 in The Biographical Dictionary of Astronomers, eds. Thomas Hockey et al., Springer: New York, 2007, ISBN 978-0-387-31022-0, doi:10.1007/978-0-387-30400-7.