ჯოვანი სკუდიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯოვანი სკუდიერი
Mshrali khidi signboard.JPG
სამშენებლო წარწერა მშრალ ხიდზე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1817
დაბ. ადგილი პადუა, იტალია
გარდ. თარიღი 5 ივლისი 1851(1851-07-05)
გარდ. ადგილი თბილისი, რუსეთის იმპერია
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი

ჯოვანი სკუდიერი[a] (იტალ. Giovanni Scudieri; (დ. 1817, პადუა — გ. 5 ივნისი, 1851, თბილისი) — იტალიელი არქიტექტორი. მოღვაწეობდა რუსეთის იმპერიაში, კერძოდ ოდესასა და თბილისში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1831 წელს დაამთავრა უმაღლესი საიმპერატორო-სამეფო სასწავლებელი პადუაში. 1837 წელს გაემგზავრა რუსეთში. თავდაპირველად მუშაობდა ოდესაში. 1846 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა გადმოიყვანა თბილისში და დანიშნა თბილისის საქალაქო არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 1847 წლიდან იყო მეფისნაცვლის კანცელარიის საკარანტინო ნაწილის არქიტექტორი. დაიღუპა ხარაჩოებზე სამხედრო ტაძრის მშენებლობის დროს (შენდებოდა მისი პროექტით).

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკუდიერი ძირითადად იმ დროს რუსეთის იმპერიაში გავრცელებულ ისტორიულ სტილებში მუშაობდა: იტალიური რენესანსი, ბაროკო, რუსული კლასიციზმი. მისი პროექტით აშენდა ყოფილი ვორონცოვის ხიდი (იგივე მიხეილის ხიდი, ახლანდელი — მშრალი ხიდი და მისი გაგრძელება[1]), ქარვასლა და თეატრი (ოპერის ძველი შენობა) ყოფილ ერევანსკის მოედანზე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი). შენობა მონუმენტური მასშტაბის, შესრულებული იტალიური რენესანსის სტილში, იმ დროინდელ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ნაგებობას წარმოადგენდა[2]. ინტერიერი მოხატა და გააფორმა რუსმა მხატვარმა გ.გაგარინმა. შენობა 1874 წელს დაიწვა, აღადგინეს მხოლოდ ქარვასლა[3]. 1934 წელს შენობა აიღეს, მოედნის რეკონსტრუქციის მიზნით.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რუსეთში ივანე ბორისის ძედ იყო ცნობილი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უცვლელია მშრალი ხიდი, ხოლო გაგრძელებას საბჭოთა მმართველობის პერიოდში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაგანიერდა
  2. ალექსანდრე დიუმა (უმცროსი) მოხიბლული იყო თეატრის სილამაზით და ყველაზე ლამაზ თეატრად ასახელებდა ნანახთა შორის;
  3. შენობის მიწისზედა ნაწილი, სადაც იყო განთავსებული ქარვასლა