ჯოვანი პიზანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ჯოვანი პიზანო (იტალ. Giovanni Pisano; დ. დაახლ. 1245–1250, პიზა — გ. 1314 წლის შემდეგ) — იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი. ნიკოლო პიზანოს ვაჟი, მოსწავლე და დამხმარე. დაახლოებით 1270–1276 წლებში, როგორც ჩანს, საფრანგეთს ეწვია, სადაც გოტიკური პლასტიკის გავლენა განიცადა. ჯოვანი პიზანოს სკულპტურული ნამუშევრებისათვის (ქანდაკებები სიენის ტაძრის ფასადზე, 1284–1299, კათედრა პისტოიას სანტ-ანდრეას ეკლესიაში, დასრულდა 1301 წელს; ორივე ნამუშევარი მარმარილოსია), რომლებიც მხურვალე ემოციური დაძაბულობითაა გამსჭვალული, დამახასიათებელია პროტორენესანსული პლასტიკის გოტიკურთან შეხამება კონტურების დაკლაკნილობით. გოტიკური ნაკადი ჭარბობს ჯოვანი პიზანოს არქიტექტურულ შემოქმედებაში (სიენის ტაძრის ფასადის ქვედა ნაწილი, 1284–1299).[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Пизано // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 19 — М., 1975.