ჯოვანი მესე
ჯოვანი მესე | |
---|---|
1883-1968 | |
![]() | |
ეროვნება | იტალიელი |
დაბადების თარიღი | 10 დეკემბერი, 1883 |
დაბადების ადგილი | მეზანიე, იტალიის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 18 დეკემბერი, 1968 (85 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | რომი, იტალიის რესპუბლიკა |
კუთვნილება |
![]() ![]() |
სამხედრო სამსახურის წლები | 1901–1947 |
წოდება | იტალიის მარშალი |
ნაწილი |
![]() |
მეთაურობდა |
|
ბრძოლები/ომები |
იტალია-თურქეთის ომი პირველი მსოფლიო ომი იტალია-ეთიოპიის მეორე ომი მეორე მსოფლიო ომი |
ჯოვანი მესე ![]() |
ჯოვანი მესე (იტალ. Giovanni Messe; დ. 10 დეკემბერი, 1883 — გ. 18 დეკემბერი, 1968) — იტალიელი ფელდმარშალი და პოლიტიკოსი. მონაწილეობა მიიღო იტალია-თურქეთისა და პირველ მსოფლიო ომებში, იტალია-ეთიოპიის მეორე ომში, ალბანეთის კამპანიაში, იტალია-საბერძნეთის ომში, ოპერაცია ბარბაროსასა და შემდგომ ბრძოლებში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ბოლოს კი ტუნისში, ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიაში, გაიგზავნა. ტუნისის კამპანიის დროს მოკავშირეებმა მესე დაატყვევეს. თუმცა 1943 წლის ზავის შემდეგ, როდესაც იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელე III-მ მუსოლინი პრემიმინისტრობიდან გაათავისუფლა და მოკავშირეებს მიემხრო, მესე დაინიშნა სამხრეთ იტალიაში შექმნილი ჯარის გენშტაბის უფროსად, რომელიც მოკავშირეების მხარდამხარ ებრძოდა გერმანიასა და ჩრდილოეთ იტალიაში დაარსებულ იტალიის სოციალურ რესპუბლიკას. მოგვიანებით მესე აირჩიეს წარმომადგენლად იტალიის სენატში. ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ჯოვანი მესე მეორე მსოფლიო ომის საუკეთესო იტალიელი გენერალი იყო.