შინაარსზე გადასვლა

ჯოვანი კამპანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოვანი კამპანო
დაბ. თარიღი 1220[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ნოვარა, Signoria of Milan[4]
გარდ. თარიღი 13 სექტემბერი, 1296[4]
გარდ. ადგილი Viterbo, პაპის ოლქი[5]
საქმიანობა ასტრონომი[5] , მათემატიკოსი[6] , ასტროლოგი, მწერალი, მთარგმნელი და ექიმი

ჯოვანი კამპანო (იტალ. Giovanni Campano; დ. 1220, ნოვარა — გ. 13 სექტემბერი, 1296, ვიტერბო) — იტალიელი მათემატიკოსი და ასტროლოგი, ევკლიდეს „ელემენტების“ ლათინურ ენაზე ერთ-ერთი თარგმანის (ან პერიფრაზის) ავტორი, რომელიც XIII-XVI საუკუნეების სტანდარტული თარგმანია.[7] კამპანოს „ელემენტების“ შესახებ შენიშვნები მოიცავს პენტაგრამას თეორიას, ხაზის საშუალო და უკიდურეს თანაფარდობებად დაყოფას, კუთხის სამწახნაგოვანი დაყოფის პრობლემას და წრეში ჩახაზული სწორი ნონაგონის აგებას.

კამპანოს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. კესტნერს მოჰყავს XVI-XVII საუკუნეების ავტორების შემდეგი მოსაზრებები.[8] დეშალი (კლოდ ფრანსუა მილიე დეშალი) წერს, რომ ტრანსალპელმა გალუს კამპანუსმა XI საუკუნეში თარგმნა ევკლიდე არაბულიდან ლათინურად. ფოსი მის სახელს იოანეს უწოდებს და მოგვითხრობს ასტრონომ კამპანოს ნოვარელის შესახებ რომელიც დაახლოებით 1200 წელს ცხოვრობდა. ტრითემიუსი იუწყება, რომ კამპანუსი ცნობილი ფილოსოფოსი და ასტროლოგი იყო ჰენრი III-ის დროს 1030 წელს. XIX საუკუნის ბოლოს კანტორის ვარაუდით იოჰან კამპანო ნავარელი იყო პაპ ურბან IV-ის (1261-1264) კაპელანი, შემდეგ კი პარიზში კანონიკოსი.[9]

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დააქრვეს კამპანუსი.

  1. ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2012.
  2. ↑ Autoritats UB
  3. ↑ Alvin
  4. 1 2 3 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
  5. 1 2 http://www-history.mcs.st-and.ac.uk/Biographies/Campanus.html
  6. ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118666797 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  7. ↑ Euclid’s Elements in the middle ages, by M. Folkerts დაარქივებული 2021-04-02 საიტზე Wayback Machine. Каталог средневековых латинских манускриптов Начал Евклида
  8. ↑ Kaestner, A. Geschichte der Mathematik[მკვდარი ბმული]თარგი:Недоступная ссылка. Bd. 2, с. 311
  9. ↑ Cantor, Moritz. Vorlesungen über geschichte der mathematik. Leipzig: B. G. Teubner, 1894—1908. Bd. 2, с. 100