ჯოვანი ბატისტა ძუპი
| ჯოვანი ბატისტა ძუპი | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 2 ნოემბერი, 1589[1] |
| დაბ. ადგილი | კატანძარო |
| გარდ. თარიღი | 26 აგვისტო, 1667[1] (77 წლის) |
| გარდ. ადგილი | ნეაპოლი |
| საქმიანობა | ასტრონომი და მათემატიკოსი |
| მუშაობის ადგილი | Collegio Massimo, Naples |
ჯოვანი ბატისტა ძუპი ან ცუპი (იტალ. Giovanni Battista Zupi; დ. 2 ნოემბერი, 1589, კატანზარო — გ. 26 აგვისტო, 1650, ნეაპოლი) — იტალიელი ასტრონომი და იეზუიტი მეცნიერი. ასევე ცობილი, ლათინიზირებული ფორმით ძუპუსი (ლათ. Zupus).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯოვანი ბატისტა ძუპი დაიბადა კალაბრიის რეგიონში, კატანზაროში. 1610 წელს შეუერთდა იეზუიტების ორდენს. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ნეაპოლში გაატარა, სადაც იეზუიტების კოლეჯში მასწავლებლად მუშაობდა.
მისი ძირითადი ნაშრომები ასტრონომიას ეხებოდა, სადაც მჭიდროდ თანამშრომლობდა ფრანჩესკო ფონტანასთან. 1639 წელს, გალილეის სისტემის ტელესკოპის გამოყენებით, მან აღმოაჩინა მერკურის ფაზები, რომლებიც იმავე თანმიმდევრობას მიჰყვება, რასაც გალილეოს მიერ აღმოჩენილი ვენერას ფაზები. მანვე დაადგინა, რომ მერკური ანათებს მზის სხივების არეკლილი შუქით და ბრუნავს მზის გარშემო. ჯოვანი რიჩოლი აღწერს ძუპის აღმოჩენას თავის ნაშრომში „Almagestum Novum“ (1651).
თავის წიგნში „Novae Coelestium“ ფონტანა ამტკიცებს, რომ ძუპი იყო პირველი, ვინც დააკვირდა იუპიტერის დისკოს ჰორიზონტალურ ზოლებს.