შინაარსზე გადასვლა

ჯოდრელ-ბენკის ობსერვატორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოდრელ-ბენკის ობსერვატორია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2019  (43-ე სესია)
ნომერი 1594
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1594
ინგლ.რუს.ფრ.

ჯოდრელ-ბენკის ობსერვატორია — ობსერვატორიების ბაზა ჩეშირში, ინგლისი, სადაც განთავსებულია რამდენიმე რადიოტელესკოპი, რომლებიც წარმოადგენენ მანჩესტერის უნივერსიტეტის ჯოდრელ-ბენკის ასტროფიზიკის ცენტრის ნაწილს. ობსერვატორია დაარსდა 1945 წელს რადიოასტრონომის ბერნარდ ლოველის მიერ, რათა გამოეკვლია კოსმოსური სხივები, მეორე მსოფლიო ომში რადარებზე მუშაობის შემდეგ. ობსერვატორიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეტეოროიდების, კვაზარების, პულსარების, მაზერებისა და გრავიტაციული ლინზირების კვლევაში და აქტიურად მონაწილეობდა კოსმოსური ხომალდების თვალთვალში კოსმოსური ეპოქის დასაწყისში.

ობსერვატორიის მთავარი ტელესკოპი არის ლოველის ტელესკოპი. მისი დიამეტრი (76 მ) მას მსოფლიოში მესამე უდიდეს მართვად რადიოტელესკოპად აქცევს. ობსერვატორიაში კიდევ სამი აქტიური ტელესკოპია: მარკ II (13 მ) და 7 მ დიამეტრის რადიო ტელესკოპები. ჯოდრელ-ბენკის ობსერვატორია არის მრავალელემენტიან ინტერფერომეტრის ქსელის (MERLIN) ბაზა, ეროვნული ობიექტი, რომელსაც მართავს მანჩესტერის უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ობიექტების საბჭოს სახელით.

ჯოდრელ-ბენკის ვიზიტორთა ცენტრი და არბორეტუმი მდებარეობს ქვემო უიზინგტონში, ხოლო ლოველის ტელესკოპი და ობსერვატორია - გუსტრისა და ჰოლმს-ჩეპელის მახლობლად. ობსერვატორიამდე მისვლა შესაძლებელია A535 გზიდან. ობიექტთან ახლოს გადის კრიუ-მანჩესტერის სარკინიგზო ხაზი და ასევე ახლოს მდებარეობს გუსტრის სადგური. 2019 წელს ობსერვატორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.[1][2]

  1. Six cultural sites added to UNESCO's World Heritage List (7 July 2019).
  2. „Jodrell Bank gains Unesco World Heritage status“. BBC News. 7 July 2019. ციტირების თარიღი: 7 July 2019.