ვახტანგ ჯობაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯობაძე, ვახტანგ)
ვახტანგ ჯობაძე
მშობლიური სახელი გერმ. Wachtang Djobadze
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1917
გარდაცვალების თარიღი 10 თებერვალი, 2007 (89 წლის)[1]
კარლსბადი
ეროვნება დროშა: საქართველო საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი, არქეოლოგი

ვახტანგ ჯობაძე (გერმ. Wachtang Djobadze; დ. 18 მარტი, 1917 — გ. 10 თებერვალი, 2007, კარლსბადი) — ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1966).

1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩავარდა ტყვედ და დარჩა გერმანიაში. სწავლობდა გიოტინგენისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. 1950 წლიდან ამერიკაშია და მუშაობდა იუტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში. ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში, განაგებდა ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტს. ჯობაძე იყო ერთადერთი იმდროინდელი ქართველი მკვლევარი, რომელსაც, ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ, საშუალება ჰქონდა ემოგზაურა და შეესწავლა ტაო-კლარჯეთის და ანტიოქიის ძეგლები. ავტორია მრავალი მონოგრაფიისა ქართული არქიტექტურის შესახებ, რომლებიც იბეჭდებოდა ქართულ და უცხოურ ენებზე. მასვე ეკუთვნის კვიპროსზე ღალიის ქართული მონასტრის ნანგრევების აღმოჩენა (1981). შეისწავლა ანტიოქიაში ქართველ მონაზონთა ცხოვრება, აგრეთვე შავ მთაზე ძელიცხოვლის მონასტერი.

ვახტანგ ჯობაძე გარდაიცვალა კარლსბადში; დაკრძალულია თბილისში.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოშკის ტაძარი,(ორი წერილი ოშკის ტაძარზე) თბ., „მეცნიერება“, 1981
  • შენიშვნები ოთხთა ეკლესიაში სიონის ალეგორიული გამოსახულების სიუხვის რქების შესახებ, ლიტერატურა და ხელოვნება. თბ., 1999, №1. გვ.69-76
  • ოთხთა ეკლესიის ერთი გამოსახულების არსის შეცნობის ცდა , ხელოვნებათმცოდნეობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული., 2005, №6. გვ.292-301. რეზიუმე ინგლისურ ენაზე. გვ. 302-307
  • ხანძთის მონასტრის წმ. გიორგის ეკლესიის ჯვარი და მისი არსი, „შრომები“, ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი. 2003. ტ. 349. გვ.416-417
  • ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში, თბილისი, „უნივერსალი“, 2007, ISBN 978-99940-61-11-2
  • წმ. ბარლაამის მონასტერი კასიუსის მთაზე: 1962-67 წლებში გათხრების დროს გამოვლენილი ქართული სკულპტურის ნიმუშები და ეპიგრაფიკული მასალა, „მრავალთავი“, 2001, №19, გვ.418-435

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვახტანგ ჯობაძე, ჩემი თავგადასავალი[მკვდარი ბმული], თბ. 2009, ISBN 978-9941-0-1905-0 (წიგნის ფოტომასალა)
  • 100 ქართველი უცხოეთში. თბ., 2011. გვ.326-327
  • პ. ზაქარაია, ვახტანგ ჯობაძე: ხელოვნებათმცოდნე და არქეოლოგი, „ხელოვნებათმცოდნეობა“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული, 2002, №4, გვ.5-14

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახტანგ ჯობაძე. ქართველები უცხოეთში. ციტირების თარიღი: 6 22 ივლისი, 2018.