ჯოანა ჰოგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯოანა ჰოგი
JoannaHogg.jpg
ჰოგი 2019 წელს
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1960
ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ბრიტანელი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1986-დღემდე

ჯოანა ჰოგი (ინგლ. Joanna Hogg; დ. 20 მარტი, 1960, ლონდონი, ინგლისი) — ბრიტანელი კინორეჟისორი და სცენარისტი. 2007 წელს გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „კავშირის გარეშე“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოგი ბირმინგემში, ვესტ ჰიტის სკოლა-პანსიონატში სწავლობდა, სადაც მისი კლასელები ტილდა სუინტონი და უელსის მომავალი პრინცესა, დაიანა სპენსერი იყვნენ.

სკოლის დასრულების შემდგომ იგი ფოტოგრაფიის შესასწავლად ერთი წლით ფლორენციაში გადავიდა.

15 წლის განმავლობაში ჰოგი მუსიკალურ კლიპებზე, საპნის ოპერებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებზე მუშაობდა, ხოლო 2007 წელს, 47 წლის ასაკში გადაიღო სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „კავშირის გარეშე“. მისი პრემიერა ლონდონის კინოფესტივალზე შედგა.

ჰოგის შემდგომი ფილმებია „არქიპელაგი“ (2010), „გამოფენა“ (2013) და „სუვენირი“ (2019). ჰოგის კინოკარიერაში ყველაზე მასშტაბური სწორედ „სუვენირი“ გამოდგა. მისი პრემიერა შედგა 2019 წელს სანდენსის ფესტივალზე. როგორც ჰოგი ამბობს, ფილმი ავტობიოგრაფიულია. იგი ჰყვება ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელსაც ურთიერთობა აქვს უფროს კაცთან. [1] ჰოგის პროტოტიპის, ჯულის როლს ტილდა სუინტონის ქალიშვილი, ჰონორ სუინტონ-ბირნი ასრულებს, რომელიც ჯოანა ჰოგის ნათლულია.

ჰოგის სტილზე გავლენა მოახდინეს ევროპელმა და აზიელმა რეჟისორებმა, როგორებიც არიან ერიკ რომერი და იასუძირო ოძუ. იგი იყენებს კამერის მინიმალისტურ მოძრაობას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დიალოგს. [2]

2015 წელს ჰოგმა ჰაროლდ პინტერის სცენარით რადიო 4-ისთვის ფილმი გადაიღო, რომელიც კარენ ბლიქსენის მოთხრობის, „მეოცნებე ბავშვის“ ადაპტაციაა. პროდუსერი იყო ლოურენს ბოუენი. მთავარ როლებში იყვნენ ბერტი კარველი და ლიდია ლეონარდი, რომელმაც ჰოგთან ერთად „არქიპელაგზე“ იმუშავა.

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის ოქტომბერში ჰოგი კინორეჟისორ შანტალ აკერმანის კინოკარიერის მიმართ მიძღვნილი რეტროსპექციის, „Chantal Akerman NOW“, ერთ-ერთი კურატორი იყო. რეტროსპექცია Ambika P3 გალერეაში გაიმართა.

ჰოგმა 2011 წელს ადამ რობერტსთან ერთად კინო-კოლექტივი A Nos Amours დააარსა.[3] ინტერვიუში ჰოგმა თქვა, რომ „ახალმა თაობამ არ იცის ისეთი რეჟისორების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ტარკოვსკი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია ამ კოლექტივის ჩამოსაყალიბებლად“.[4]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2007 „კავშირის გარეშე“ Unrelated რეჟისორი, სცენარისტი
2010 „არქიპელაგი“ Archipelago რეჟისორი, სცენარისტი
2013 „გამოფენა“ Exhibition რეჟისორი, სცენარისტი
2019 „სუვენირი“ The Souvenir რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]