ჯიურჯიულეშტის პორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯიურჯიულეშტის პორტი
ადგილმდებარეობა
ქვეყანა მოლდოვა
ადგილმდებარეობა ჯიურჯიულეშტი
კოორდინატები 45°28′12″ ჩ. გ. 28°12′36″ ა. გ. / 45.47000° ჩ. გ. 28.21000° ა. გ. / 45.47000; 28.21000კოორდინატები: 45°28′12″ ჩ. გ. 28°12′36″ ა. გ. / 45.47000° ჩ. გ. 28.21000° ა. გ. / 45.47000; 28.21000
ინფორმაცია
გაიხსნა 26 ოქტომბერი, 2006

ჯიურჯიულეშტის პორტი (რუმ. Portul Giurgiulești; ოფიციალურად ჯიურჯიულეშტის საერთაშორისო თავისუფალი პორტი რუმ. Portul Internațional Liber Giurgiulești) ― მოლდოვის ერთადერთი პორტი. მდებარეობს მდინარე დუნაისა და პრუტის შესართავთან.[1][2]

ჯიურჯიულეშტის პორტი მოლდოვის ერთადერთი პორტია, საიდანაც შავ ზღვაში გასვლაა შესაძლებელი. მდებარეობს მოლდოვის სამხრეთ ნაწილში, დუნაიდან 133.8 კმ-ის (72.2 საზღვაო მილი) დაშორებით.[3] პორტში ფუნქციონირებს მარცვლეულის, ნავთობისა და სამგზავრო ტერმინალები.[4] ნავთობტერმინალის მშენებლობა 1996 წელს დაიწყო და 2006 წლის 26 ოქტომბერს გაიხსნა. ჯიურჯიულეშტის სამგზავრო პორტი ოფიციალურად 2009 წლის 17 მარტს გაიხსნა, როდესაც პირველი სამგზავრო ტური ჯიურჯიულეშტი-სტამბოლი-ჯიურჯელეშტი შესრულდა. მარცვლეულის ტერმინალი 2009 წლის 24 ივლისს ამოქმედდა. 2012 წელს პორტს კონტეინერების დაწესებულება გაიხსნა. 2015 წლისთვის მარცვლეულის მეორე ტერმინალი მშენებლობის პროცესში იყო. პორტის სიგრძე მდინარის სანაპიროს გასწვრივ 450 მეტრია და კიდევ ერთი დამატებითი ტერმინალის მოწყობაა შესაძლებელი. 2014 წელს პორტის ტვირთბრუნვა 65%-ით გაიზარდა.[5]

ჯიურჯიულეშტის პორტი 2005 წელს უკრაინასთან ტერიტორიის გაცვლის შედეგად აშენდა, რის შემდეგაც მოლდოვამ დუნაისა და პრუტის სანაპიროს 430 მეტრიანი სანაპირო მიიღო.[6] [7][8]

2030 წლამდე პორტს თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი აქვს.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Giurgiuleşti დაარქივებული 2014-01-02 საიტზე Wayback Machine.
  2. Navigaţia pe râul Prut a fost reluată დაარქივებული 2012-06-29 საიტზე Wayback Machine.
  3. Giurgiulesti International Free Port დაარქივებული 2014-01-02 საიტზე Wayback Machine.
  4. Expansion of Giurgiulesti Port in the Republic of Moldova დაარქივებული 2014-01-02 საიტზე Wayback Machine.
  5. Kit Gillet (2 September 2015). „Time-Worn Village in Moldova Springs Back to Life, Thanks to Port“. The New York Times. ციტირების თარიღი: 3 September 2015. ციტატა: „So far, around $60 million has been invested in the port, which is being developed by the Dutch company Danube Logistics with support from the European Bank for Reconstruction and Development.“
  6. Как украинцы молдаванам кусок Родины отдали, а взамен получили фигу ru. ციტირების თარიღი: 2021-03-25
  7. Как украинцы молдаванам кусок Родины отдали, а взамен получили фигу ru. ციტირების თარიღი: 2021-03-25
  8. Danube River Basin. International Waterway Governance. ციტირების თარიღი: 30 June 2018.)
  9. Giurgiulesti International Free Port. ციტირების თარიღი: 20 November 2016.