ჯინი უისლი
ჯინი უისლი იგივე ჯინევრა მოლი (ინგლ.Ginny Weasly) — პერსონაჟი ჰარი პოტერიდან. პირველად ვხედავთ პირველ რომანში, "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა", როგორც არტურ და მოლი უისლის უმცროსი შვილი და ერთადერთი ქალიშვილი. რომანტიული ურთიერთობა აქვს ჰარი პოტერთან და საბოლოოდ ქორწინდებიან კიდეც. ჰარი პოტერის ფილმებში ჯინის განასახიერებს ბონი რაიტი.
შექმნა და განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნის ავტორს, ჯოან როულინგს სურდა, რომ სერიის განმავლობაში მკითხველებს თანდათან აღმოეჩინათ,რომ ჯინი თითქმის იდეალური გოგონაა ჰარისთვის. როულინგმა აღწერა ჯინი როგორც მკაცრი, გამბედავი, თბილი, თანამგრძნობი, სახალისო და ნიჭიერი ჯადოქარი.[1][2]
ფილმში მონაწილეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯინი პირველად ჩანს „ჰარი პოტერი და ფილოსოფიურ ქვაში“ (1997), როცა ჰარი პოტერი უისლების ოჯახს კინგს კროსის სადგურში ხვდება. როდესაც ჯინი აცნობიერებს,თუ ვინ არის ჰარი, სურს ჰოგვორტს ექსპრესში ასვლა, რომ ნახოს იგი,თუმცა დედა ამის საშუალებას არ აძლევს. ჯინი პირველ წელს ჯადოქართა სკოლა ჰოგვორტსში „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახში“ (1998) იწყებს. უერთდება გრიფინდორის ფაკულტეტს და უჩნდება სიყვარული ჰარისადმი. სიუჟეტის განვითარდებასთან ერთად, ჰარი და ჯინის ძმა რონი ამჩნევენ, რომ ჯინი უცნაურად იქცევა. თავდაპირველად ვარაუდობენ, რომ მას უბრალოდ აწუხებს თავდასხმები,რომელსაც მაგლთაშობილ სტუდენტებზე ახორციელებენ, თუმცა მალევე ეჭვობენ, რომ ჯინიმ შეიძლება რაღაც იცოდეს ამ თავდასხმების შესახებ. ბიჭები ეკითხებიან ჯინის, მაგრამ ჯინი უარს ამბობს საუბარზე. საბოლოოდ აღმოაჩენენ, რომ სწორედ ჯინიმ გახსნა საიდუმლო ოთახი და ტომ რიდლის მაგიური სასკოლო დღიურის გავლენის ქვეშ ყოფნის დროს ეხმარებოდა ბასილისკს სტუდენტებზე თავდასხმაში. ჰარი პოულობს ჯინის, იხსნის რიდლისგან და ანადგურებს დღიურს.
ჯინი ბრუნდება „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეში“ (1999). უკვე ჰოგვორტსის მეორე კურსის სტუდენტია და იქ იმყოფება, როდესაც ჰარის თავს ესხმიან დემენტორები ჰოგვორტს ექსპრესში. რომანის განმავლობაში ჯინი ავითარებს მეტად ახლო ურთიერთობას ჰერმიონ გრეინჯერთან.
"ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასში" (2000), ჯინი ესწრება ქვიდიჩის მსოფლიო თასს მამასთან, ძმებთან, ჰარისთან და ჰერმიონთან ერთად.
„ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენში“ როდესაც დოლორეს ამბრიჯი უკრძალავს ჰარის ქვიდიჩის გუნდში თამაშს, ჰარის ნაცვლად სიკერის პოზიციას იკავებს ჯინი.ასევე უერთდება საიდუმლო ჯგუფს სახელად "დამბლდორის არმიას" და თან ახლავს ჰარის საიდუმლოებათა დეპარტამენტში, როდესაც ჰარი ცდილობს გადაარჩინოს სირიუს ბლეკი.
"ჰარი პოტერი და ნახევარპრინცში" (2005), პროფესორი სლაგჰორნი იწვევს ჯინის, რომ შეუერთდეს მის "სლაგ კლუბს". ჯინი ხდება გრიფინდორის ქვიდიჩის გუნდის მუდმივი წევრი, შემტევის პოზიციაზე. ჯინის ურთიერთობა შეყვარებულ დინთან მთავრდება და როდესაც გრიფინდორი იგებს ქვიდიჩის თასს პირველი კოცნა აქვს ჰარისთან. ჯინი და ჰარი იწყებენ რომანტიულ ურთიერთობას, მაგრამ ჰარი ჯინის შორდება რამდენიმე თვის შემდეგ,რადგან შიშობს, რომ ჯინის საფრთხეში ჩააგდებს.
"ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების" (2007) დასაწყისში, ჯინი აღმოაჩენს, რომ ჰარი, რონი და ჰერმიონი გაემგზავრებიან მისიაზე, რომ იპოვონ ვოლდემორტის დარჩენილი ჰორკრუქსები. ჯინი კოცნის ჰარის საძინებელში და ორივენი აცნობიერებენ, რომ კვლავ აქვთ გრძნობები ერთმანეთის მიმართ. ჯინი ჰოგვორტსში მეექვსე წელს იწყებს. სადაც მუშაობს ნევილთან და ლუნა ლავგუდთან დამბლდორის არმიის აღსადგენად. მონაწილეობს ჰოგვორტსის ბრძოლაში და თითქმის დაეცემა მკვლელი წყევლით ბელატრიქსა ლესტრეინჯისგან. ამის მოლი უისლი კლავს ბელატრიქსს. რომანის ეპილოგში, ჰარი და ჯინი დაქორწინებულნი არიან და სამი შვილი ჰყავთ: ჯეიმსი, ალბუსი და ლილი. როულინგმა თქვა, რომ ჰოგვორტსის დატოვების შემდეგ, ჯინი უერთდება ქალთა ქვიდიჩის გუნდს. რამდენიმე წლის განმავლობაში სახელგანთქმული მოთამაშია,შემდეგ გადის პენსიაზე, რომ გახდეს Daily Prophet-ის უფროსი ქვიდიჩის კორესპონდენტი.[3] [4][5]
ფილმის ადაპტაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯინის განასახიერებს ბონი რაიტი ჰარი პოტერის ყველა რვა ფილმში. The Telegraph-თან ინტერვიუში, რაიტმა თქვა, რომ ძმამ შესთავაზე ქასთინგზე წასვლა, რადგან პერსონაჟ ჯინის ჰგავდა .[6]
სატელევიზიო სერიალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მომავალ სატელევიზიო სერიალში ჯინის გრეის კოკრეინი განასახიერებს.[7]
სცენური ადაპტაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პიესაში „ჰარი პოტერი და წყეულმოცული შვილი“ (2016), ჯინი ეხმარება ჰარის შერიგებაში თავიანთ შვილთან ალბუს სევერუს პოტერთან. მისი სამუშაო The Daily Prophet-ში მოკლედ არის ნახსენები, როცა დრაკო მალფოი მას ადანაშაულებს ყოფილი სიკვდილის მხვრელების მიმართ ეჭვის ხელშეწყობაში. [8] პიესის ორიგინალურ უესტ ენდის წარმოდგენაში ჯინი განასახიერა პოპი მილერმა.[9]
ვიდეო თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯინის ახმოვანებს ბონი რაიტი ფენიქსის ორდენის, ნახევარპრინცისა და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1-ის ვიდეო თამაშებში.
ჯინის ხმას „საიდუმლოებათა ოთახის“ თამაშში ახმოვანებს ვიქტუარ რობინსონი, ხოლო „სიკვდილის საჩუქრები“ - ნაწილი 2-ის თამაშში - ანაბელ სკოლი .[10]
დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯინის აქვს უისლებისთვის დამახასიათებელი წითური თმა. ტანით პატარაა და აქვს ნათელი ყავისფერი თვალები, როგორც დედას.[11] მამაცი, დამოუკიდებელი, ინტელექტუალური, მკაცრი, მეგობრული, დამხმარე და ძლიერია. პოპულარულია ბიჭებში და ნიჭიერი ქვიდიჩის მოთამაშეა. [12]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rowling, J. K. (16 July 2005). „The Leaky Cauldron and MN Interview Joanne Kathleen Rowling“. The Leaky Cauldron. ციტირების თარიღი: 8 February 2022.
- ↑ White, Hilary. (29 June 2016) Sorry Haters, Harry Potter and Ginny Weasley were destined for each other. ციტირების თარიღი: 1 June 2018
- ↑ Webchat with J.K. Rowling (30 July 2007).
- ↑ „Rowling Answers 10 Questions About Harry“. Time. 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 January 2017. ციტირების თარიღი: 3 August 2024.
- ↑ Rowling 2007.
- ↑ „Harry Potter Q&A“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 December 2008. ციტირების თარიღი: 5 April 2018.
- ↑ Ritman, Ellise Shafer,Alex. (2025-08-19) 'Harry Potter' HBO Series Reveals Weasley Children: Gracie Cochrane as Ginny, New Twins for Fred and George en-US. ციტირების თარიღი: 2025-08-23
- ↑ Tiffany, John; Thorne, Jack (2016) Harry Potter and the Cursed Child. Scholastic Inc.. ISBN 978-1-338-09913-3.
- ↑ „Cursed Child reveals first look at Harry, Ginny and Albus Potter in character“. Pottermore. 31 May 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 July 2016. ციტირების თარიღი: 5 April 2018.
- ↑ Harry Potter and the Half-Blood Prince (2009) Xbox 360 credits. MobyGames. ციტირების თარიღი: 2018-05-02
- ↑ Rowling (1997). „Chapter 17“, Harry Potter and the Philosopher's Stone. Bloomsbury Publishing. ISBN 0-7475-3269-9.
- ↑ Vivona, Veronica. (12 July 2017) Harry Potter: 15 Things You Never Knew About Ginny Weasley. ScreenRant. ციტირების თარიღი: 2018-06-08