ჯინა ჰასპელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯინა ჰასპელი
Gina Haspel
ჯინა ჰასპელი Gina Haspel
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 მაისი, 2018 – 20 იანვარი, 2021
პრეზიდენტი  დონალდ ტრამპი
წინამორბედიმაიკ პომპეო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 თებერვალი, 2017 – 17 მაისი, 2018
წინამორბედიდევიდ კოენი
მემკვიდრესტივენ კეიპსი

დაბადებული1 ოქტომბერი, 1956
აშლენდი, კენტუკი, აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
განათლებაკენტუკის უნივერსიტეტი, ლუისვილის უნივერსიტეტი

ჯინა ჩერი ჰასპელი (ინგლ. Gina Cheri Haspel, დ. 1 ოქტომბერი, 1956[1]) — ამერიკელი სპეცსამსახურების თანამშრომელი. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი 2018 წლის 17 მაისიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. პირველი ქალი, რომელმაც დაიკავა აღნიშნული თანამდებობა.

ჯინა ჰასპელი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობს 1985 წლიდან და სააგენტოში მთელი რიგი ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 2002 წელს ჰასპელი ხელმძღვანელობდა ტაილანდში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეს. აღნიშნულ ციხეში, რომლის კოდური სახელწოდებაც იყო „კატის თვალი“ გარკვეული დროით აკავებდნენ საუდის არაბეთის მოქალაქეებს აბდელ-რაჰიმ ალ-ნასირისა და აბუ ზუბაიდას, რომლებზეც ეჭვობდნენ, რომ თანამშრომლობდნენ ალ-ყაიდასთან. აშშ-ის სენატის კომისიის დასკვნით მოხსენებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შესახებ, ნათქვამია, რომ პატიმრებს ტაილანდის ციხეშ აწამებდნენ და იკითხებოდნენ არასამართლიანი მეთოდებით. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული მასალები შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუბაიდი წყლით აწამეს 83-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.

2014 წლის 17 დეკემბერს კონსტიტუციური სამართლისა და ადამიანის უფლებათ ევროპულმა ცენტრმა, მას შემდეგ რაც სენატმა თავისი ანგარიში გამოაქვეყნა, სამმართველოს თანამშრომლებს ბრალდებები წაუყენა. მსგავსი ბრალდება ევროპულმა ცენტრმა აბუ ზუბაიდას საქმესთან დაკავშირებითაც წაუყენა.

მოგვიანებით ჯინა ჰასპელს ეკავა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორის ხოსე როდრიგესის შტაბის უფროსის თანამდებობა. 2013 წელს სამმართველოს მაშინდელმა დირექტორმა ჯონ ბრენანმა, ჰასპელი დანიშნა ეროვნული საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოადგილედ, რომლის მოვალეობებშიც შედიოდა საიდუმლო ოპერაციების ორგანიზება მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ჰასპელის კანდიდატურა არ დაამტკიცეს.

2017 წლის 15 თებერვალს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯინა ჰასპელი დანიშნა ცენტრალური სადაზვერვო სამმართელოს დირექტორის მოადგილედ. 2017 წლის 8 თებერვალს სენატის რამდენიმე წევრმა მოუწოდა ტრამპს გადაეხედა აღნიშნული გადაწყვეტილებისათვის, თუმცა პრეზიდენტმა მათი რჩევა არ გაითვალისწინა.

2018 წლის 13 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერის საშალებით გამოაცხადა, რომ ცენტრალური სადაზვერვოი სამმართველოს დირექტორად ნიშნავდა ჯინა ჰასპელს. ჰასპელი პიირველი ქალი იყო სამმართელოს ისტორიაში, რომელმაც მიაღწია დირექტორის მოადგილეობას, ხოლო კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში იგი გახდებოდა პირველი ქალი დირექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 17 მაისს აშშ-ის სენატმა ჰასპელის კანდიდატურა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცა.

2021 წლის 20 იანვარს თანამდებობიდან გადადგა.[2]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯინა ჰასპელი გათხოვილი იყო ჯეფ ჰასპელზე, რომელიც მსახურობდა აშშ-ის არმიაში 1976 წლიდან. მასთან ქორწინება გაშორებით დასრულდა 1985 წელს[3]. ჰასპელი დაჯილდოებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მედლით: მას გადასცეს ჯორჯ ბუშის პრემია ტერორიზმთან ბრძოლის გამო; ასევე ეკუთვნის დონოვანის პრემია, მედალი დაზვერვაში მსახურობისათვის და საპრეზიდენტო სამსახურის პრემია. ამჟამად ჰასპელი ცხოვრობს ვირჯინიის ქალაქ ეშბურნში[4] და არ იყენებს სოციალურ მედიას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯინა ჰასპელის ბიოგრაფია
  2. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-08. ციტირების თარიღი: 2021-01-20.
  3. Manson, Katrina (March 16, 2018). „Gina Haspel, the undercover spy picked to head the CIA“. Financial Times. ციტირების თარიღი: March 22, 2018.
  4. „Trump Names Gina Cheri Haspel to Head CIA“. Newsmax. Associated Press. March 13, 2018. ციტირების თარიღი: May 8, 2018.