შინაარსზე გადასვლა

ჯინა როულენდსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯინა როულენდსი

ჯინა როულენდსი 1959 წელს
დაიბადავირჯინია კეტრინ როულენდსი
19 ივნისი, 1930
მედისონი, უისკონსინის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნებაამერიკელი
განათლებადრამატული ხელოვნების ამერიკული აკადემია
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე ჯონ კასავეტესი (1954-1989; კასავეტესის გარდაცვალებამდე) რობერტ ფორესტი (2012-)
შვილები ნიკ კასავეტესი, ალექსანდრა კასავეტესი, ზოი კასავეტესი

ვირჯინია კატრინ „ჯინა“ როულენდსი (ინგლ. Virginia Cathryn Gena Rowlands; დ. 19 ივნისი, 1930, მედისონი, უისკონსინის შტატი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. ემის ჯილდოს მფლობელი, ოქროს გლობუსის ლაურეატი. ცნობილია მისი კოლაბორაციებით ამერიკელ მსახიობთან და რეჟისორთან, ჯონ კასავეტესთან. მათ ერთად ათი ფილმი გადაიღეს, მათ შორის „ქალი გავლენის ქვეშ“ (1974) და „გლორია“ (1980), რომელშიც როულენდსმა ოსკარი მოიპოვა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში.

უთამაშია ვუდი ალენის ფილმში „სხვა ქალი“ (1988) და თავისი შვილის, რეჟისორი ნიკ კასავეტესის ფილმში, „უბის წიგნაკი“. 2015 წელს მან საპატიო ოსკარი მიიღო თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი კარიერისათვის.

ჯინა როულენდსი 19 ივნისს, 1930 წელს დაიბადა. როულენდსის მამა, ედვინ მირვინ როულენდსი ბანკირი და პოლიტიკოსი იყო, დედამისი, მერი ალენ ნილი (სასცენო სახელი - ლედი როულენდსი) კი - მსახიობი.

როულენდსი 1947-1950 წლებში უისკონსინის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1950 წელს იგი ნიუ-იორკში გადავიდა და დრამატული ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში განაგრძო სწავლა, სადაც იგი შეხვდა ჯონ კასავეტესს, სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტს. 1954 წელს ისინი დაქორწინდნენ.

ჯინა როულენდსი კანის კინოფესტივალზე

როულენდსს თავისი სატელევიზიო დებიუტი 1954 წელს ჰქონდა, ხოლო ორი წლის შემდეგ, 1956 წელს, იგი ბროდვეის თეატრის სცენაზე გამოჩნდა სპექტაკლში „შუაღამე“. ამის შემდეგ იგი ხშირად იყო ჩართული სატელევიზიო საქმიანობაში.

პირველი ემის ჯილდო მან ფილმისთვის „ადრეულ ყინვაში“ მოიპოვა, რომელშიც როულენდსი ასრულებს დედის როლს, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ მისი შვილი ჰომოსექსუალია და აივ-ინფექციისგან კვდება.

როულენდსის დებიუტი კინემატოგრაფში 1958 წელს შედგა, როცა მან როლი მიიღო კომედიურ ფილმში „შეყვარების მაღალი ფასი“. ასევე ჰქონდა როლი ჯონ კასავეტესის 1959 წელს გამოსულ ფილმში „ჩრდილები“. წყვილის მნიშვნელოვან კოლაბორაციებს ასევე მიეკუთვნება „სახეები“ (1968), „მინი და მოსკოვიჩი“ (1971), „სიყვარულის ნაკადები“ (1984).

როულენდსის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმებია „ქალი გავლენის ქვეშ“ (1974) და „გლორია“ (1980). ორივე როლისთვის მან ოსკარი მიიღო.

როულენდსი 1954 წლის 9 აპრილიდან 1989 წლის 3 თებერვლამდე (კასავეტესის სიკვდილამდე) ჯონ კასავეტესზე იყო დაქორწინებული. შეეძინათ სამი შვილი, მათგან ყველა მსახიობი ან რეჟისორია: ნიკ კასავეტესი, ალექსანდრა კასავეტესი და ზოი კასავეტესი. 2012 წელს როულენდსი დაქორწინდა ბიზნესმენ რობერტ ფორესტზე.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1958ფ„შეყვარების მაღალი ფასი“The High Cost of Lovingჯენი ფრაი
1959ფ„ჩრდილები“Shadowsქალი ღამის კლუბში
1962ფ„მარტოსულები გაბედულები არიან“Lonely Are the Braveჯერი ბონდი
1962ფ„სულიერი გზა“The Spiral Roadელსი
1963ფ„ბავშვი იცდის“A Child Is Waitingსოფი ვიდიკომბი
1967ფ„ტონი რომი“Tony Romeრიტა კოსტერმანი
1968ფ„სახეები“Facesჯენი რეპი
1969ფ„ტყვიამფრქვევი მაკკეინი“Machine Gun McCainროზმარი სკოტი
1971ფ„მინი და მოსკოვიჩი“Minnie and Moskowitzმინი მური
1974ფ„ქალი გავლენის ქვეშ“A Woman Under The Influenceმეიბელ ლონგეტი
1976ფ„ორწუთიანი გაფრთხილება“Two-Minute Warningჯანეტი
1977ფ„გახსნის საღამო“Opening Nightმირტლი გორდონი
1980ფ„გლორია“Gloriaგლორია სვენსონი
1982ფ„ქარიშხალი“Tempestანტონია დიმიტრიუსი
1984ფ„სიყვარულის ნაკადები“Love Streamsსარა ლავსონი
1984ფ„თითქმის არ ვარ შეშლილი: ჯონ კასავეტესი, კაცი და მისი შემოქმედება“I'm Almost Not Crazy: John Cassavetes, the Man & His Workთავისი თავი
1987ფ„დღის სინათლე“Light Of Dayჯანეტ რასნიკი
1988ფ„სხვა ქალი“Another Womanმარიონ პოსტი
1991ფ„ღამე დედამიწაზე“Night On Earthვიქტორია სნელინგი
1991ფ„ტედი და ვენერა“Ted & Venusმისის ტარნერი
1995ფ„საუბრის თემა“Something To Talk Aboutჯორჯია კინგი
1995ფ„ნეონის ბიბლია“The Neon Bibleმეი მორგანი
1997ფ„ის ძალიან საყვარელია“She's So Lovelyმის ჯეინ გრინი
1998ფ„პაული“Paulieივი
1998ფ„გულით თამაში“Playing by Heartჰანა
1999ფ„უიკენდი“The Weekendლორა პონტი
2004ფ„მკვლელობა“Taking Livesმისის აშერი
2004ფ„უბის წიგნაკი“The Notebookმოხუცი ელი ქოლჰოუნი
2005ფ„ჩონჩხის გასაღები“The Skeleton Keyვაიოლეტ დევერეუ
2006ფ„პარიზო, მიყვარხარ“Paris, je t'aimeჯინა
2007ფ„დამტვრეული ინგლისური“Broken Englishვაიოლეტ დევერეუ
2007ფ„პერსეპოლისი“Persepolisბებია
2011ფ„ოლივი“Olive
2012ფ„ყვითელი“Yellowმიმი
2013ფ„მილიარდის ერთი ნაწილი“Parts Per Billionესთერი
2014ფ„ექვსი ცეკვის გაკვეთილი ექვს კვირაში“Six Dance Lessons in Six Weeksლილი ჰარისონი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]