შინაარსზე გადასვლა

ჯიმ კლას ჰიროუზი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯიმ კლას ჰიროუზი

ბიოგრაფია
საიტი gymclassheroes.com
ჯიმ კლას ჰიროუზი ვიკისაწყობში

ჯიმ კლას ჰიროუზი (ინგლ. Gym Class Heroes) — ამერიკული რეპ-როკ ჯგუფი ჟენევიდან, ნიუ-იორკის შტატიდან. ჯგუფი 1997 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ტრევის მაკკოი და დრამერი მეტ მაკგინლი ერთმანეთს საშუალო სკოლის ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შეხვდნენ. ჯგუფის მუსიკა გავლენების ფართო სპექტრს აერთიანებს, მათ შორის ჰიპ-ჰოპს, როკს, ფანკსა და რეგის.

ჯიმ კლას ჰიროუზმა სადებიუტო ალბომი დამოუკიდებლად გამოუშვა. 2003 წელს გიტარისტ დისაი ლუმუმბა-კასონგოსა და ბასისტ ერიკ რობერტსის შემოერთების შემდეგ, მუსიკალურმა კოლექტივმა კონტრაქტი ლეიბლთან „ფიუელდ ბაი რამენი“ (Fueled by Ramen) გააფორმა და ალბომი „ზე პეიპერკატ ქრონიკლზი“ (The Papercut Chronicles, 2005) წარადგინა. მოგვიანებით ჯგუფი „დეკეიდანს რეკორდსს“ (Decaydance Records — ჯგუფ „ფოლ აუტ ბოის“ ბასისტის, პიტ ვენცის დამოუკიდებელი ლეიბლი) შეუერთდა. ალბომის პოპულარიზაციის პერიოდში ჯიმ კლას ჰიროუზმა ერთგული მსმენელთა ბაზა ჩამოაყალიბა და ისეთ ფესტივალებზე წარსდგა, როგორებიცაა „ზე ბამბუზლი“ (The Bamboozle) და „ვენს ვორპდ ტური“ (Vans Warped Tour).

2006 წელს მუსიკალურმა კოლექტივმა „ოქროს“ სტატუსის მქონე ალბომი „აზ ქრუელ ეზ სქულ ჩილდრენ“ (As Cruel as School Children) გამოუშვა. ჯიმ კლას ჰიროუზმა მეინსტრიმში პოპულარობა სინგლით „ქიუპიდს ჩოუქჰოლდ“ (Cupid's Chokehold) მოიპოვა, რომელმაც „ბილბორდ ჰოტ 100“-ში (Billboard Hot 100) მეოთხე პოზიციას მიაღწია და სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს ჩარტების ათეულში მოხვდა. ჯგუფის მომდევნო სინგლი „ქლოუზ ოფ!!“ (Clothes Off!!) ასევე მოხვდა გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო ათეულში.2007 წელს ჯიმ კლას ჰიროუზმა MTV-ის ვიდეო მუსიკალური დაჯილდოებაზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა.

2008 წელ ჯიმ კლას ჰიროუზმა მესამე ალბომი, The Quilt, გამოუშვა, რის შემდეგაც 2009 წელს შემოქმედებითი პაუზა აიღო. აღნიშნული პერიოდი ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა სოლო პროექტებს დაუთმეს. ტრევის მაკკოიმ სოლო დებიუტი 2010 წელს, ალბომით Lazarus, განახორციელა. ლუმუმბა-კასონგო საკუთარ პროექტზე, სახელწოდებით Soul, მუშაობდა, ხოლო მაკგინლი ამჟამად როკ-ჯგუფში, Kill the Frontman, უკრავს.2011 წელს Gym Class Heroes-მა ალბომი The Papercut Chronicles II წარადგინა. ამ ალბომის მთავარმა სინგლმა, „Stereo Hearts“, Billboard Hot 100-ის ჩარტებში მე-4 პოზიციას მიაღწია. 2025 წელს Gym Class Heroes როჩესტერის მუსიკის დიდების დარბაზში (Rochester Music Hall of Fame) შეიყვანეს.[1]

ჯგუფის ჩამოყალიბება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეპერი ტრევის მაკკოი და დრამერი მეტ მაკგინლი ერთმანეთს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ჟენევის საშუალო სკოლაში, მეცხრე კლასში სწავლისას დაუმეგობრდნენ.[2] ოფიციალურად ისინი 1997 წელს გაერთიანდნენ.[3] ჯგუფი მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც ბასისტი რაიან გეიზი და დრამერი მეტ მაკგინლი ერთ-ერთ წვეულებაზე ინსტრუმენტული ბენდით (ვოკალის გარეშე) გამოდიოდნენ. ტრევის მაკკოი, რომელიც ამ წვეულებას ესწრებოდა, სცენაზე ავიდა, მიკროფონი აიღო და რეპი დაიწყო.[4] ერთი კვირის შემდეგ ჯგუფი შეიკრიბა და მუსიკის შექმნა დაიწყო.

1998–2001: Hed Candy, Greasy Kid Stuff და ...For the Kids

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ჯგუფი კოლეჯის წვეულებებზე, ბარბექიუებზე, დაბადების დღეებზე, კლუბებსა და ფესტივალებზე გამოდიოდა, რამაც საბოლოოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკის უფრო დიდ სცენებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ოთხწლიანი მონაწილეობა Warped Tour-ზე (2003, 2004, 2006, 2008 წლებში).მაკკოიმ გაიმარჯვა MTV-ის Direct Effect MC Battle-ში, რის პრიზადაც რეპერ Styles P-ს კლიპში "Daddy Get That Cash" გამოჩნდა.[5] 1999 წლიდან 2004 წლამდე ჯგუფმა კიდევ სამი ნამუშევარი გამოუშვა: Hed Candy, Greasy Kid Stuff და ...For the Kids.

2002–2005: The Papercut EP, The Papercut Chronicles და ბონაჩისა და გეიზის წასვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს ჯგუფმა ტურნეს დროს ალბომი The Papercut Chronicles ჩაწერა. წევრებს ალბომზე მუშაობა დასრულებული არ ჰქონდათ, როდესაც ჩანაწერმა Fall Out Boy-ის ბასისტის, პიტ ვენცის ყურადღება მიიპყრო. ვენცმა კოლექტივი საკუთარ ლეიბლზე, Decaydance Records[5] (რომელიც Fueled By Ramen-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენდა[6]), დაარეგისტრირა.

ამავე პერიოდში გიტარისტი მილო ბონაჩი (რომელმაც მოგვიანებით Ra Ra Riot ჩამოაყალიბა) ჯგუფს გამოეყო. ბონაჩი შეცვალა ამჟამინდელმა გიტარისტმა, დისაში ლუმუმბა-კასონგომ (რეპერ Sammus-ის ძმამ), რომელიც იმ დროს კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ,[7]. ლუმუმბა-კასონგოსთან პირველივე რეპეტიციის დღეს დაიწერა "Cupid's Chokehold" რომელიც ალბომის პირველ სინგლად იქცა[7]. მაკგინლი იხსენებდა: „გვქონდა განზრახვა, ახალი წევრი ძველ სიმღერებში ჩაგვერთო, თუმცა Supertramp-ის მელოდიაზე იმპროვიზაციამ გაგვიტაცა და სიმღერა დავწერეთ.[8]

ჯგუფმა ოთხსიმღერიანი Papercut Chronicles EP გამოუშვა, ხოლო 2005 წლის თებერვალში საბოლოოდ წარადგინა ალბომი The Papercut Chronicles. მას შემდეგ, რაც ბასზე ერიკ რობერტსმა რაიან გეიზი ჩაანაცვლა, კოლექტივი 2005 წლის განმავლობაში მუდმივ ტურნეებში იმყოფებოდა და SXSW, The Bamboozle და Warped Tour ფესტივალებზე გამოდიოდა. სიმღერისთვის "Taxi Driver" მუსიკალური ვიდეოც გადაიღეს.

ჯიმ კლას ჰიროუზის პერფორმანსი სან დიეგოს სპორტულ არენაზე, 1 დეკემბერი, 2007

2006 წლის მაისში, მილუოკის რადიოსადგურმა WXSS-მა სიმღერა "Cupid's Chokehold"-ის გაჟღერება ჯგუფის მეორე სრულფორმატიანი ალბომის, As Cruel as School Children, გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. ჯგუფის მენეჯერმა, სკოტ ნაგელბერგმა, აღნიშნა: „რაც უფრო მეტი რადიოსადგური ამატებდა ამ სიმღერას, მით უფრო აშკარა ხდებოდა: ეს იყო შანსი ამ ბენდის წარმატებისთვის“.[9] მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ალბომის მთავარ სინგლად სხვა სიმღერის, "The Queen and I"-ის პოპულარიზაციას გეგმავდა, ლეიბლმა ყურადღება "Cupid's Chokehold"-ზე გადაიტანა. კოლექტივს ამ სიმღერასთან ასოცირება იმედგაცრუებას ჰგვრიდა მას შემდეგ, რაც Jimmy Kimmel Live!-ზე დაგეგმილი გამოსვლა ბოლო წუთს "The Queen and I"-ის ნაცვლად "Cupid's Chokehold"-ით შეიცვალა.[9] თუმცა, მაკგინლიმ მოგვიანებით განაცხადა: „საბოლოოდ, ლოგიკა დავინახეთ. ცოტა უხერხულია, მაგრამ ეს მაინც Gym Class Heroes-ია. საბოლოო ჯამში, ეს კარგი სიმღერაა, რომლისაც ყველას გვჯერა, ამიტომ გვიხარია დიდი ყურადღების მიპყრობა“.[9] ნამუშევარი ბენდის ყველაზე წარმატებულ სინგლად იქცა და Billboard Hot 100-ში მე-4 პოზიციას მიაღწია.[10]

2006 წლის 25 ივლისს Gym Class Heroes-მა ალბომი As Cruel as School Children გამოუშვა. ჩანაწერში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ პატრიკ სტამპი (Fall Out Boy) და უილიამ ბეკეტი (The Academy Is...). ალბომმა ჯგუფის ჟღერადობაში ცვლილებები შეიტანა: ბენდისთვის დამახასიათებელი ცოცხალი ინსტრუმენტული მუსიკის ნაცვლად, გამოყენებულ იქნა დრამ-მანქანები და სინთეზატორები.

ბენდმა პოპულარობა ასევე მაშინ მოიპოვა, როდესაც მაკკოიმ მონაწილეობა მიიღო Cobra Starship-ის სიმღერაში "Snakes on a Plane (Bring It)", რომელიც ფილმის საუნდტრეკში შევიდა.[11] მათი შემდეგი სინგლი, "Clothes Off!!", 2007 წელს Billboard Hot 100-ში 46-ე ადგილზე მოხვდა. ევროპაში ამ სიმღერამ ფინეთის, ირლანდიის რესპუბლიკისa და გაერთიანებული სამეფოს ჩარტების საუკეთესო ათეულს მიაღწია. 2007 წლის MTV Video Music Awards-ზე Gym Class Heroes-მა ფანების გამოკითხვით საუკეთესო ახალი შემსრულებლის (Best New Artist) ჯილდო მოიპოვა.[12][13]

ჯიმ კლას ჰიროუზი ვარპედ ტურნეზე (20 ივნისი, 2008).

შვიდკვირიანი ამერიკული ტურნეს, სახელწოდებით „Daryl Hall for President Tour '07“, დასრულების შემდეგ მუსიკალური კოლექტივი ახალი მასალის ჩასაწერად სტუდიას დაუბრუნდა. მუშაობის შედეგად შეიქმნა ალბომი The Quilt, რომელიც გაყიდვაში 2008 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა. აღნიშნული ნამუშევარი სხვადასხვა შემსრულებელთან, მათ შორის დერილ ჰოლთან (Hall & Oates-იდან), The-Dream-თან, ესტელთან და ბასტა რაიმზთან მრავალრიცხოვან კოლაბორაციებს მოიცავდა. გიტარისტმა დისაში ლუმუმბა-კასონგომ ალბომის შესახებ განაცხადა:

„ნამდვილად ვიტყოდი, რომ ეს გახლავთ ყველაზე კოლაბორაციული ალბომი, რომელიც კი ბენდთან ერთად დამიკვრავს. მახსოვს სიმღერებზე მუშაობისა და იმპროვიზაციის დაწყების პირველივე დღე. გავიფიქრე, რომ მსგავსი განცდა საშუალო სკოლაში, გარაჟში დაკვრის შემდეგ არ მქონია. ეს ყოველივე ძალიან მაგარი გახლდათ, რადგან იგივე ემოციას ვგრძნობდი, ოღონდ ამჯერად ჩაწერა მნიშვნელოვანი ალბომისთვის მიმდინარეობდა“.[3]

სინგლმა "Cookie Jar", The-Dream-ის მონაწილეობით, Billboard Hot 100-ში 59-ე, ხოლო ბრიტანეთის სინგლების ჩარტში მე-6 პოზიციას მიაღწია.[14]

Gym Class Heroes 2008 წლის Warped Tour-ის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი გახლდათ ლეიბლ Fueled by Ramen-ის პარტნიორ ბენდთან, Paramore-თან ერთად.[15] სანამ ჯგუფი 2008 წლის 2 ივლისს სენტ-ლუისში სცენაზე გამოდიოდა, ტრევის მაკკოი დააპატიმრეს ბრბოდან იმ მამაკაცის ცემის გამო, რომელიც ტრევის მაკკოის მისამართით რასისტულ შეურაცხყოფას ყვიროდა.[16] განცხადებაში ტრევის მაკკოის პუბლიცისტმა აღნიშნა, რომ მამაკაცმა ტრევის მაკკოის მუხლში ჩაარტყა, რომელიც ტრავმის გამო ფიქსატორით ჰქონდა დამაგრებული.[16]

Gym Class Heroes-მა და The Roots-მა 2008 წლის ოქტომბრიდან ერთთვიანი ამერიკული ტურნე ერთობლივად გამართეს.[17][18]

2009-2011: დამატებითი პროექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯიმ კლას ჰიროუზის პეფორმანსი ტენესის უნივერსიტეტში, 24 აპრილი, 2009

ტრევის მაკკოიმ სოლო კარიერა განაგრძო. 2010 წელს ტრევის მაკკოიმ ბრუნო მარსთან ერთად გამოუშვა ჰიტი სინგლი "Billionaire", რომელიც 2010 წლის მაისის დასაწყისში ბრიტანეთში გამოჩენის შემდეგ წარმატებას ინარჩუნებს. ტრევის მაკკოი ასევე მონაწილეობდა ტაიო კრუზის სინგლში "Higher". პირველი სოლო ალბომი, Lazarus, ტრევის მაკკოიმ 2010 წლის 8 ივნისს წარადგინა.

ლუმუმბა-კასონგომ 2008 წელს გვერდითი პროექტი Soul შექმნა, რომელზეც დისაში ლუმუმბა-კასონგო ამჟამად, Gym Class Heroes-ის შესვენების დროს, მუშაობას განაგრძობს. ალბომ The Quilt-ის სიმღერები "Live a Little" და "No Place Left to Run" თავდაპირველად მხოლოდ ლუმუმბა-კასონგოს გვერდითი პროექტისთვის იგეგმებოდა, თუმცა ტრევის მაკკოიმ სიმღერები მოისმინა და ლუმუმბა-კასონგო დაარწმუნა, რომ კომპოზიციები Gym Class Heroes-ს გამოეყენებინა.[7] მეტ მაკგინლი როკ-ჯგუფ Kill the Frontman-ში უკრავდა დრამზე.[19]

2011–2019: The Papercut Chronicles II და შემოქმედებითი პაუზა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრევის მაკკოიმ ჯგუფის ახალი ალბომი, The Papercut Chronicles II, შემდეგნაირად დაახასიათა: „დაახლოებით 12 დემო-ჩანაწერი გვაქვს მომზადებული. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნამუშევარი ნამდვილად უბრუნდება Gym Class Heroes-ის არსს — ოთხი ბიჭი ერთ ოთახში ზის, ერთმანეთისგან ენერგიას იღებს და ქმნის ორგანულ, ბნელ მეტალს“.[20] 2011 წლის 9 ივნისს Gym Class Heroes-მა გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით "Stereo Hearts", რომელშიც ადამ ლევინი (Maroon 5-დან) მონაწილეობს. აღნიშნული კომპოზიცია The Papercut Chronicles II-დან გამოშვებულ პირველ სინგლს წარმოადგენდა. სიმღერა iTunes-ზე ჩამოსატვირთად 2011 წლის 14 ივნისს გახდა ხელმისაწვდომი. ჩანაწერმა Billboard Hot 100-ში მე-4 პოზიციას მიაღწია. 2011 წლის 18 ოქტომბერს Gym Class Heroes-მა წარადგინა სიმღერა "Life Goes On" Oh Land-ის მონაწილეობით. ეს კომპოზიცია The Papercut Chronicles II-ის პირველ და ერთადერთ პრომო-სინგლს წარმოადგენს. 31 ოქტომბერს ბენდმა iTunes-ის საშუალებით ალბომის მეორე სინგლი, "Ass Back Home", ნეონ ჰიტჩთან ერთად გამოუშვა.[21] მესამე სინგლი, "The Fighter", რომელშიც რაიან ტედერი (OneRepublic-დან) მონაწილეობს, 2011 წლის 8 ნოემბერს გამოვიდა,[22] ალბომის 15 ნოემბრის რელიზამდე ერთი კვირით ადრე. 2011 წლის 20 ნოემბერს Gym Class Heroes-მა ადამ ლევინთან ერთად "Stereo Hearts" American Music Awards 2011-ზე შეასრულა. მეოთხე სინგლის, "Martyrial Girls"-ის ვიდეო Fueled by Ramen-ის YouTube არხზე 2012 წლის 27 აგვისტოს გამოჩნდა. სინგლის გამოშვების შემდეგ ჯგუფმა საქმიანობა შეწყვიტა და შემოქმედებით პაუზაში გადავიდა.

2018 წელს ბენდი ცოცხალ შესრულებას დაუბრუნდა და 311-ისა და The Offspring-ის ტურნეს, „Never Ending Summer Tour“, გახსნაზე გამოდიოდა. მუსიკოსები ატლანტიკ-სითიში Vans Warped Tour-ის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ შოუზე გამოსვლას გეგმავდნენ, თუმცა მოულოდნელად კვლავ დაიშალნენ.[23] 2019 წელს ტრევის მაკკოიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ Gym Class Heroes კვლავ გაურკვეველი ვადით შემოქმედებით პაუზაში იმყოფებოდა.[24]

2023 წლიდან დღემდე: გაერთიანება და გამოსვლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის 11 ოქტომბერს When We Were Young ფესტივალმა მუსიკალური კოლექტივი 2023 წლის ღონისძიების მონაწილეთა სიაში წარადგინა.[25] 2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ Gym Class Heroes ჯგუფ All Time Low-სთან ერთად ტურნეში, სახელწოდებით „The Sound of Letting Go on Tour“, გაემგზავრებოდა.[26]

2025 წლის აპრილში Gym Class Heroes როჩესტერის მუსიკის დიდების დარბაზში (Rochester Music Hall of Fame) შეიყვანეს.[27][28]

მუსიკალური სტილი და გავლენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

AllMusic მუსიკალურ კოლექტივს ახასიათებს, როგორც „უნიკალურ ალტერნატიულ-ფანკ-რეპ გაერთიანებას“ და ასევე აღნიშნავს, რომ ჯგუფის ჟღერადობა რეპის, როკის, R&B-ისა და ფანკის ელემენტებს ერთიან, მელოდიურ მთლიანობად აქცევს.[5] მუსიკალური სტილი ასევე აღწერილია, როგორც ალტერნატიული ჰიპ-ჰოპისა და პოპ-რეპის ნაზავი.[29] ტრევის მაკკოი ბენდის სტილის შესახებ ამბობს: „მთელი კარიერის განმავლობაში თეთრი ყვავებივით ვიყავით. Fueled by Ramen-თან კონტრაქტის გაფორმებამდეც კი, კონცერტებს დეს-მეტალ და ჰარდქორ ბენდებთან ერთად ვმართავდით — ყველასთან, ვინც დაკვრის ნებას დაგვრთავდა. საკუთარ თავს ჰიპ-ჰოპ ბენდადაც კი არ მივიჩნევ. მუსიკალურად ყველაფერი არეულია“.[3] ჯგუფი საკუთარ ჟღერადობაზე უმთავრეს გავლენად 80-იანი წლების ფანკით შთაგონებულ R&B შემსრულებლებს, მაგალითად, პრინცსა და Ready for the World-ს ასახელებს.[30] თითოეული წევრი შთაგონებას მუსიკის სხვადასხვა მიმართულებიდან იღებს, რის გამოც დრამერი მეტ მაკგინლი აღნიშნავს, რომ „არ არსებობს ბევრი მუსიკალური ჟანრი, რომელზეც ჯგუფის წევრები ვთანხმდებით“.[2] ტრევის მაკკოი 1970-იანი წლების „blue-eyed soul“ ჯგუფს, Hall & Oates-ს, საკუთარ უდიდეს მუსიკალურ გავლენად მიიჩნევს.[31]

გიტარისტი დისაში ლუმუმბა-კასონგო ძირითადად როკ-მუსიკის გავლენის ქვეშ იმყოფება და გიტარაზე დაკვრისას შთაგონების წყაროდ ჯიმი ჰენდრიქსსა და Muse-ს ასახელებს.[2][32] ბასისტი ერიკ რობერტსი საკუთარ შესრულებაში რეგისა და ისეთი მეტალ-ბენდების სტილს აერთიანებს, როგორიცაა The Dillinger Escape Plan და Meshuggah.[32] მეტ მაკგინლი უპირატესობას ფანკსა და როკ-სტილისტიკას ანიჭებს, რაც შთაგონებულია ისეთი ჯგუფებით, როგორიცაა Green Day, Red Hot Chili Peppers და 311..[2] გარდა ამისა, მუსიკალური კოლექტივი ცნობილია ჰიპ-ჰოპში გავრცელებული სემპლების გამოუყენებლობით. ტრევის მაკკოი აცხადებს: „ცოცხალი შოუების დროს ეს უფრო მხიარული და ორგანულია. ნამდვილად არსებობს ბევრი შემსრულებელი, ვისაც შეუძლია DJ/MC ფორმატის წარმატებით შესრულება, თუმცა ბევრს ეს არ გამოსდის. ასევე, ალბათ, ეს ერთადერთია, რაც ვიცით“.[2] თუმცა, ალბომი As Cruel as School Children მაინც შეიცავს სემპლებს, რაზეც მეტ მაკგინლი განმარტავს: „ყოველთვის ბენდი ვიყავით და ადრე სემპლინგს საერთოდ არ ვიყენებდით, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მიდგომა უფრო მეტად მივიღეთ. პატრიკ სტამპთან ერთად ჩაწერილ სიმღერებში სემპლები გამოვიყენეთ“.[2]

ჯგუფის შემადგენლობა ამჟამინდელი წევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ტრევის მაკკოი – წამყვანი ვოკალი (1997–2013, 2018–2019, 2023–დღემდე)
  • მეტ მაკგინლი – დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია (1997–2013, 2018–2019, 2023)
  • რაიან გეიზი – ბასი (1997–2005)
  • მილო ბონაჩი – გიტარა, ვოკალი (1997–2004)
  • სტივ დეკერი – სემპლერი (1997–2003)
  • ჯეისონ ამსელი – გიტარა (2000–2001)
  • დისაში ლუმუმბა-კასონგო – გიტარა, ბექ-ვოკალი (2004–2013, 2018–2019, 2023)
  • ერიკ რობერტსი – ბასი, ბექ-ვოკალი (2005–2013, 2018)
  • რალფი ვალენსია – ბასი (2018–2019)

ამჟამინდელი ტურნეს წევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ტაილერ პერსელი – კლავიშებიანი ინსტრუმენტები, რიტმ-გიტარა, ბექ-ვოკალი (2006–2013, 2018–2019, 2023–დღემდე)[33]
  • მაიკ ბენჯი – დასარტყამი ინსტრუმენტები (2025)
  • ლედარის "LJ" ჯონსი – ბასი, სინთეზატორი (2025)

ყოფილი ტურნეს წევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მარკ დეჟესუსი – ჰაიპ-მენი (2006–2013)[34]
  • ჯოზეფ ვიზი – ჰაიპ-მენი, ვოკალი (2018–2019)[35]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. Cotterill, Greg. (2025-04-13) Geneva's Gym Class Heroes To Be Inducted Tonight Into the Rochester Music Hall of Fame en-US. ციტირების თარიღი: 2025-07-18
  2. 1 2 3 4 5 6 Reay, Cathy. (2006-10-23) Gym Class Heroes Interview. Crossfire. ციტირების თარიღი: 2010-12-28
  3. 1 2 3 Bayer, Jonah. New Friend Request – Gym Class Heroes. Inked Magazine. Inked Media Group. ციტირების თარიღი: 2010-12-27
  4. Pascarella, Tony. (2005-04-19) Interview: Travis McCoy from Gym Class Heroes. The Trades. ციტირების თარიღი: 2010-12-27
  5. 1 2 3 Apar, Corey. Gym Class Heroes Biography. Allmusic. ციტირების თარიღი: 2010-12-27
  6. Cover Story, Rolling Stone.
  7. 1 2 3 Gillespie, Blake. (2009-10-19) The Flipside of Fame. Submerge. ციტირების თარიღი: 2010-12-29
  8. Mansfield, Brian (March 19, 2007), "Life after high school turns 'Cruel' for Gym Class Heroes; Band's surprise hit 'Cupid's Chokehold' grips the charts", USA Today
  9. 1 2 3 Mansfield, Brian (March 19, 2007), "Life after high school turns 'Cruel' for Gym Class Heroes; Band's surprise hit 'Cupid's Chokehold' grips the charts", USA Today
  10. Apar, Corey. Gym Class Heroes Biography. Allmusic. ციტირების თარიღი: 2010-12-27
  11. Collis, Clark. (August 8, 2006) Snakes on a Plane: The folks behind its theme song en. ციტირების თარიღი: 2025-07-18
  12. Staff, Billboard (2007-09-10). „Timberlake, Rihanna Take Top MTV VMA Honors“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-07-18.
  13. Best New Artist Winners at the MTV Video Music Awards (August 16, 2018). ციტირების თარიღი: 2025-07-18
  14. „Billboard Hot 100 - September 27, 2008“. Billboard (ინგლისური). 2013-01-02. ციტირების თარიღი: 2025-07-12.
  15. Peters, Mitchell (2008-03-26). „Paramore, Gym Class Heroes Lead Warped Lineup“. Billboard. ციტირების თარიღი: 2010-12-28.
  16. 1 2 Michel, Dan (2008-07-02). „Gym Class Heroes Frontman Arrested For Assault After Reacting to Racial Slur“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-04. ციტირების თარიღი: 2008-07-07.
  17. Hasty, Katie (2008-08-11). „Gym Class Heroes, The Roots Team For Fall Tour“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-07-18.
  18. Serpick, Evan (2008-10-06). „The Roots, Gym Class Heroes Fire Up Big Jams, Political Messages at Baltimore Tour Kick-Off“. Rolling Stone (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-07-18.
  19. Nicholson, Rip. (2010-01-20) Interview With Gym Class Heroes. HipHip.sh. ციტირების თარიღი: 2010-12-29
  20. Travis McCoy Says Gym Class Heroes Are Getting Back To Basics. MTV News.
  21. [მკვდარი ბმული]
  22. Shotwell, James. (November 8, 2011) STREAM/DOWNLOAD: Gym Class Heroes ft. Ryan Tedder – The Fighter. Under the Gun Review. ციტირების თარიღი: July 22, 2019
  23. KevinLyman. (2019-04-01) They broke up Buy Travie will be performing. en. ციტირების თარიღი: 2019-04-02
  24. Q&A WITH TRAVIE MCCOY FROM GYM CLASS HEROES (September 2019). ციტირების თარიღი: April 23, 2020
  25. Herbert, Geoff. (2022-10-11) Gym Class Heroes, rap-rock kings from Upstate NY, reuniting for When We Were Young festival. ციტირების თარიღი: 2023-09-02
  26. All Time Low announce 'The Sound of Letting Go on Tour': See the dates en (2023-04-25). ციტირების თარიღი: 2023-09-02
  27. Cotterill, Greg. (2025-04-13) Geneva's Gym Class Heroes To Be Inducted Tonight Into the Rochester Music Hall of Fame en-US. ციტირების თარიღი: 2025-07-18
  28. Cotterill, Greg. (2025-04-14) Rochester Music Hall of Fame Ceremony (Photos) en-US. ციტირების თარიღი: 2025-07-18
  29. Gym Class Heroes: The Papercut Chronicles II. dailycal (17 November 2011).
  30. Leeuwis, Jeremy. (2006-11-01) Gym Class Heroes to release As Cruel as School Children. Music Remedy. ციტირების თარიღი: 2010-12-27
  31. Herndon, Jessica. (2008-08-18) Travis McCoy Shows Off His Hall & Oates Tattoos. People. ციტირების თარიღი: 2010-12-28
  32. 1 2 Caramanica, Jon. (2008-09-10) Following a New Route to Crossover Gold. The New York Times. ციტირების თარიღი: 2010-12-28
  33. [მკვდარი ბმული]
  34. Gym Class Heroes Tour Diary, Part I: Don't Eat Eight Slices of Pizza at a Meet and Greet (18 October 2011). ციტირების თარიღი: 27 November 2018
  35. Joseph Veazie. ციტირების თარიღი: 27 November 2018