ჯიმშერ ფხალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯიმშერ ფხალაძე (დ. 18 აპრილი, 1945, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1969–1972 წელს მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედსანნაწილის ქირურგიულ განყოფილებაში. 1972–1996 წელს თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს გულ–მკერდის ქირურგიულ განყოფილებაში. 1996 წლიდან თორაკო–აბდომინალურ კლინიკაში. არის 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი გულ–მკერდის კარდიო და ზოგადი ქირურგიის პრობლემებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მუდმივი ელექტროკარდიოსტიმულაცია ათეროსკლეროზული და გულის იშემიური დაავადებების დროს განვითარებული სრული ატრიოვენტრიკულარული ბლოკადების დროს“, დაიცვა 1981 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 279

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]