ჯიმშერ პეტრიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯიმშერ პეტრიაშვილი (დ. 1933, ზემო ხოდაშენი, ახმეტის რაიონი — გ. 2009) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი. გამოჩენილი ქართველი ენერგეტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1955 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

დაიწყო მუშაობა „საქმთავარენერგოს“ ცენტრალურ ლაბორატორიაში. აქ მან განვლო გზა რიგითი ინჟინრიდან ავტომატიკის სამსახურის უფროსამდე. მას მრავალ მნიშვნელოვან ენერგოობიექტზე მოუწია მუშაობა, როგორიცაა „ლაჯანურჰესი“, „ხრამჰესი-I“, „ხრამჰესი-II“, „შაორჰესი“, „დიდი ნავთლუღის ელექტროქვესადგური“. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ჰესების დისტანციურ-ავტომატიზებული მართვა. თითქმის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „თბილსრესს“. მისი ძალისხმევით ამოქმედდა ექვსი ენერგობლოკი და „თბილსრესი“ მაშინ ყველაზე მძლავრი და საიმედო ელექტროსადგური გახდა მთელ კავკასიაში, რომელიც წელიწადში რვა მილიარდამდე კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. უკანასკნელ ხანს „საცხენჰესის“ ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს ენერგეტიკის დამსახურებული მუშაკი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები, თბ., 2012, გვ. 120-121

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]