JIMSHER

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯიმშერი (ვისკი))
ქართული ვისკის საფირმო ნიშანი
ქართული ვისკის, JIMSHER-ის, სამი სახეობის პროდუქცია

JIMSHER — პირველი ქართული ვისკი[1], რომელიც დამზადებულია ქართველი მეღვინის, „ასკანელი ძმების“ დამფუძნებლის, ჯიმი ჩხაიძის მიერ[1]. ვისკი დამზადებულია ტრადიციული შოტლანდიური ვისკის ტექნოლოგიებით ქართული მარცვლეულისგან[2] და წარმოებაშია 2016 წლიდან[3]. სასმელის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შექმნა[2].

ახალი ქართული პროდუქტი სამი სახეობისაა:

  1. საფერავის კასრში დავარგებული;
  2. წინანდლის კასრში დავარგებული;
  3. ქართული ბრენდის კასრში დავარგებული.

პირველი ქართული ვისკის ავტორი მის შესახებ ამბობს:

ვიკიციტატა
„საუკეთესო შოტლანდიური ტრადიციების მიხედვით დამზადებული ვისკის განმეორებითი დავარგება ხდება წინანდლის, საფერავისა და ქართული ბრენდის მუხის კასრებში, რომლებშიც მანამდე, სწორედ აღნიშნული სახეობის სასმელების დავარგება ხდებოდა. შედეგად მივიღეთ 3 სახეობის ვისკი, რომლებიც ვისკის შესახებ სრულიად ახალ ისტორიას – ქართული აქცენტებით გვიყვება[2].“

ქართული ვისკის პირველი ექსპორტი განხორციელდა ჩინეთში[4], შემდეგ პოლონეთში[5], ყაზახეთში, უკრაინასა[6] და ბალტიისპირეთის ქვეყნებში[7].

2019 წლის 13 მარტს შევარდენის სარაგბო ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირსა და პირველი ქართული ვისკის, JIMSHER–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა[8].

კონკურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2017 წელს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სადეგუსტაციო კონკურსზე ლონდონში World whiskey Masters სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით კონკურსანტს შორის ქართულმა ვისკიმ ვერცხლის მედლები მოიპოვა სხვადასხვა კატეგორიაში[7]. World whiskey Masters-ში მონაწილეობდნენ ევროპის ქვეყნები, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ინდოეთი და სხვა[7].
  • 2017 წელს ქართული ვისკი კონკურსზე – The Global Travel Retail Spirits Masters პირველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ვისკი ბრენდის კასრში და წინანდალის კასრში ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა, ხოლო საფერავის კასრში კი მთავარი ჯილდოს, ოქროს მედლის მფლობელი გახდა[9][10].
  • 2017 წელს პირველი ქართული ვისკი დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „The Travel Retail Masters 2017“ ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა და ის მსოფლიოს საუკეთესო ალკოჰოლური სასმელების ათეულში მოხვდა[11].
  • 2018 წლის მარტში ქართული ვისკი „Jimsher“-ი ჯილდოს „Leader of the Year“ მფლობელი გახდა. დაჯილდოება შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციიისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა[12][13].
  • 2018 წელს პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე WHISKY COMPETITION, ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ვისკი საფერავის კასრში დავარგებული „JIMSHER“-ი მეორე ადგილის მფლობელი გახდა[11].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 როგორია პირველი ქართული ვისკი? – JIMSHER
  2. 2.0 2.1 2.2 JIMSHER - ახალი ქართული ვისკი[მკვდარი ბმული]
  3. საქართველოს რაგბის კავშირმა პირველ ქართულ ვისკი JIMSHER-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
  4. პირველი ქართული ვისკი JIMSHER ჩინეთის ბაზარზე გავიდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-24. ციტირების თარიღი: 2019-03-24.
  5. პირველი ქართული ვისკი „JIMSHER“-ი მალე ექსპორტზე გავა
  6. ქართული ვისკი „ჯიმშერი“ სამ კვირაში უკრაინაში გაიყიდება[მკვდარი ბმული]
  7. 7.0 7.1 7.2 ქართული ვისკი JIMSHER მსოფლიო სადეგუსტაციო კონკურსზე ვერცხლით დაჯილდოვდა
  8. ქართული ვისკი JIMSHER საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორი გახდა
  9. ვისკი JIMSHER პირველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა
  10. პირველი ქართული ვისკი Jimsher პირველი ოქროს მედლის მფლობელი გახდა
  11. 11.0 11.1 „JIMSHER“ მსოფლიოს საუკეთესო ვისკების სამეულში მოხვდა[მკვდარი ბმული]
  12. ქართული ვისკი Jimsher ჯილდოს Leader of the Year მფლობელი გახდა.
  13. პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“ შვეიცარიაში დაჯილდოვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-24. ციტირების თარიღი: 2019-03-24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=JIMSHER&oldid=4564058“-დან