ჯიმლა
იერსახე
| ჯიმლა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Marasmius oreades | ||||||||||
| ||||||||||
ჯიმლა, წკრიალა სოკო (ლათ. Marasmius oreades) — ქუდიანი სოკო. ქუდის დიამეტრი 2-6 სმ; ნორჩი ზარისებრია, შემდეგ კი გაშლილი, შუაში ბორცვაკი აქვს, კიდეები — დაღარული, ფერად მოყვითალო-ყავისფერია; ქვედა მხარეს მეჩხრად განლაგებული სქელი ფირფიტები აქვს. ფეხი ქუდის ფერია, ხავერდოვანი. რბილობს სასიამოვნო სუნი აქვს. იზრდება ტყის პირებზე, მინდორში, მდელოზე; ხშირად ქმნის „ქაჯის რგოლს“. საჭმელად იხმარება ახალი (შემწვარი) და გამხმარი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 565.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯიმლა Index Fungorum-ზე (ინგლისური)