შინაარსზე გადასვლა

ჯიმი მორალესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯიმი მორალესი
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1969(1969-03-18)[1] [2] (57 წლის)
დაბადების ადგილი გვატემალა
მოქალაქეობა  გვატემალა
განათლება გვატემალის სან-კარლოსის უნივერსიტეტი
მეუღლე/ები Patricia Marroquín
ჯილდოები Order of Brilliant Jade
jimmymorales.gt

ჯიმი მორალესი (დ. 18 მარტი, 1969) — გვატემალელი პოლიტიკოსი, მსახიობი და კომიკოსი, რომელიც იყო გვატემალის 50-ე პრეზიდენტი 2016 წლიდან 2020 წლამდე.

ადრეული და პირადი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორალესი დაიბადა ქალაქ გვატემალაში, ხოსე ევერარდო მორალეს ორელიანასა და სელიტა ერნესტინა კაბრერა ასევედოს ოჯახში.[3] იგი ცირკის მსახიობთა ოჯახიდანაა და არის ევანგელისტი ქრისტიანი.[4][5] მამამისი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც ჯიმი სამი წლის იყო, რის გამოც ის, დედამისი და მისი სამი და-ძმა ბებია-ბაბუის სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მან ბავშვობა გაატარა.[6] ათი წლის ასაკში ის და მისი ძმა სემი ბაბუასთან ერთად სანტა-ლუსია-მილპას-ალტასის ბაზარში ბანანებსა და მეორად ტანსაცმელს ყიდდნენ.[6][7]

მას ფლობს ხარისხები ბიზნესის ადმინისტრირებასა და თეოლოგიაში გვატემალის სან-კარლოსის უნივერსიტეტიდან.[5] მორალესს ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი სტრატეგიულ კვლევებში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სპეციალიზაციით მარიანო გალვესის უნივერსიტეტიდან. მან სწავლა სტრატეგიული კვლევების მიმართულებით კვლავ სან-კარლოსის უნივერსიტეტში განაგრძო.[3]

მორალესმა სახელი გაითქვა, როგორც ტელეკომიკოსმა, თავის ძმა სემისთან ერთად სერიალში "Moralejas" („იგავები“).[8] 2011 წელს მან ოფიციალურად შეიცვალა სახელი „ჯეიმსიდან“ „ჯიმიზე“.[9]

მორალესი სამი ათწლეულია დაქორწინებულია პატრისია მაროკინზე და ჰყავს სამი შვილი.[10][11]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს ის კენჭს იყრიდა მიქსკოს (გვატემალის გარეუბანი) მერობის კანდიდატად მცირე მემარჯვენე პარტიიდან „ეროვნული განვითარების მოქმედება“. მან მესამე ადგილი დაიკავა.[10][12]

2013 წელს მორალესი შეუერთდა მცირე პარტიას „ეროვნული კონვერგენციის ფრონტი“ (FCN/Nation) და გახდა მისი გენერალური მდივანი.

2015 წლის საპრეზიდენტო კამპანია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს მორალესი იყო FCN-ის პრეზიდენტობის კანდიდატი. მისი პრიორიტეტები იყო კორუფციასთან ბრძოლა, ქრონიკული არასათანადო კვების პრობლემის მოგვარება, განათლების დაბალი დონე და უსაფრთხოება.[7] მისი სლოგანი იყო: „არც კორუმპირებული, არც ქურდი“ (Ni corrupto, ni ladrón).[4][5] იგი კონსერვატიული ღირებულებებისა და ანტიკორუფციული პლატფორმით გამოვიდა.[3] იგი თავს ნაციონალისტად მიიჩნევს, მხარს უჭერს სიკვდილით დასჯას, ეწინააღმდეგება აბორტს და ნარკოტიკების ლეგალიზაციას, და უარყოფს, რომ იხილ-მაიას ტომის წინააღმდეგ გენოციდი განხორციელდა.[13][14][8]

თავიდან მას აუტსაიდერად მიიჩნევდნენ, თუმცა მოულოდნელად არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ტურში ყოფილ პირველ ლედისთან, სანდრა ტორესთან ერთად გადავიდა.[4] მორალესის წარმატება მოჰყვა მოვლენებს, როდესაც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი როქსანა ბალდეტი და მოქმედი პრეზიდენტი ოტო პერეს მოლინა იძულებულნი გახდნენ გადამდგარიყვნენ და დაპატიმრებულიყვნენ თაღლითობისა და კორუფციის ბრალდებით („ლა ლინეას“ კორუფციული საქმე).[4]

მეორე ტურში მორალესმა ხმების 67,4 პროცენტით დაამარცხა ტორესი.[15] მორალესის წარმატება განიხილებოდა, როგორც მრავალი გვატემალელის უნდობლობის ნიშანი ტრადიციული პოლიტიკური ელიტის მიმართ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ამომრჩეველთა რისხვამ და სამხედროების მხარდაჭერამ მას გამარჯვება მოუტანა უფრო გამოცდილ პოლიტიკოსებზე, რომლებსაც ამომრჩევლები კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის ნაწილად აღიქვამდნენ.[4][5]

ინაუგურაცია და პირველი დღეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორალესმა გვატემალის 50-ე პრეზიდენტის ფიცი 2016 წლის 14 იანვარს დადო. მისი საინაუგურაციო სიტყვის პირველი სიტყვები იყო: „მადლობა, ღმერთო ჩემო, იმ პრივილეგიისთვის, რომელიც მომეცი, რათა ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს“. ანალიტიკოსების აზრით, მან მესიანისტური გეზი აიღო და ინაუგურაციაზე დამსწრე ყველა პირი აიძულა დაეფიცა, რომ ერთგულნი იქნებოდნენ „ახალი“ გვატემალის მიმართ.[16]

ახალი ადმინისტრაციის მუშაობის პირველ დღეებში, წინასწარი სასამართლო განხილვის მოთხოვნა შევიდა ახლად დანიშნული კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურისა და საბინაო მეურნეობის მინისტრის, შერი ორდონიესის წინააღმდეგ, რადგან ის სახელმწიფო კონტრაქტორი იყო. ორდონიესი და მორალესი უარყოფდნენ, რომ არსებობდა კონსტიტუციური შეზღუდვა მისი მინისტრობისთვის. თუმცა, 25 იანვარს, ფიცის დადებიდან თერთმეტი დღის შემდეგ, ორდონიესი თანამდებობიდან გადადგა.

მორალესის პირველი საერთაშორისო ვიზიტი ეკვადორში შედგა, სადაც მან მონაწილეობა მიიღო CELAC-ის სამიტში და გამართა ორმხრივი შეხვედრები ჩილეს, ვენესუელას, ბოლივიის, მექსიკის, ეკვადორისა და არგენტინის პრეზიდენტებთან.

2017 წლის 24 დეკემბერს მორალესმა გამოაცხადა, რომ გეგმავდა ისრაელში გვატემალის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას. იგი გახდა მეორე ქვეყნის ლიდერი (აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შემდეგ), რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.[17]

2018 წლის 18 ივნისს მორალესის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკეს იმ გვატემალელების დასაცავად დაგვიანებული ქმედებების გამო, რომლებიც დაზარალდნენ ამერიკული პოლიტიკით (იმიგრანტთა ოჯახების განცალკევება); ამან გამოიწვია პრეზიდენტის პრესსპიკერის, ჰაინც ჰაიმანის გადაყენება, რომელმაც გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ მთავრობა პატივს სცემდა პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას.[18]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  2. Munzinger Personen
  3. 1 2 Contreras, Geovanni. (18 March 2016) Jimmy Morales está de cumpleaños. ¿Qué le regalaría? es. Pensa Libre.
  4. 1 2 3 4 5 Juan Montes (7 September 2015). „Comedian Jimmy Morales Leads Guatemalan Election“. The Wall Street Journal.
  5. 1 2 3 4 José Elías (7 September 2015). „Jimmy Morales, el candidato sorpresa“. El País.
  6. 1 2 Lemos, Eirini. (15 January 2016) Jimmy Morales: Guatemala's clown who went on to become president. The Telegraph.
  7. 1 2 "Jimmy Morales used to do blackface comedy. He’s now poised to be Guatemala’s president," The Washington Post.
  8. 1 2 Louisa Reynolds (10 June 2015). „In Guatemala, anti-establishment presidential candidate benefits from corruption scandals“. The Tico Times.
  9. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.La Hora. ISSUU – Edicion Impresa – Viernes 1 Abril 2011 by La Hora. Issuu. ციტირების თარიღი: 26 October 2015
  10. 1 2 Henry Morales (4 September 2015). „Jimmy Morales, el comediante que quiere ser un presidente serio“. Prensa Libre.
  11. Comedian takes office as Guatemala's new president. ციტირების თარიღი: 8 March 2018
  12. Have a laugh at Guatemala's new president - Macleans.ca (29 October 2015). ციტირების თარიღი: 8 March 2018
  13. „Jimmy Morales, Comedian Candidate to Guatemalan Presidency“. Prensa Latina English. 2 September 2015.
  14. "Guatemala just elected a comedian with zero political experience to be president", Vox.
  15. Official results
  16. Discurso de Jimmy Morales en frases es-GT (2016-01-14). ციტირების თარიღი: 2023-08-24
  17. Clara Lopez and Joe Sterling. „Guatemala to move embassy to Jerusalem, president says“. CNN. ციტირების თარიღი: 2017-12-25.
  18. William Oliva. „Después de presiones y críticas, el Gobierno rechaza la separación de familias migrantes“. Prensa Libre (ესპანური). ციტირების თარიღი: 2018-06-08.